ევროპოცენტრიზმი

ევროპოცენტრიზმი იდეოლოგიური კონცეფციაა, რომლის თანახმად, ევროპა თავისი უნიკალური სულიერი წყობით მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ცენტრს წარმოადგენს; მან წამყვანი როლი ითამაშა თანამედროვე ცივილიზაციისა და კულტურის განვითარებაში.

ევროპოცენტრიზმი
მსოფლიო რუკა ჰორიზონტალურად ცენტრირებული ევროპით.


ევროპოცენტრიზმის ისტორია

ძველ საბერძნეთში დასავლეთისა და აღმოსავლეთის გამიჯვნა ნიშნავდა „ბარბაროსისა“ და „ელინის“, როგორც ველურისა და ცივილიზებულის დაპირისპირებას. ასეთ დაყოფას მკაფიოდ გამოხატული ფასეულობრივი დატვირთვა ჰქონდა. ბარბაროსული საწყისი უარყოფილი იყო, ელინური კი - განდიდებული, რაც ტრადიციად ჩამოყალიბდა და შემდგომი პერიოდის ევროპას მემკვიდრეობით გადაეცა. ევროპოცენტრისტულ შეხედულებები ევროპულ ცნობიერებაში საუკუნეების მანძილზე ფიქსირდება. ჯვაროსნული ლაშქრობები, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, ახალი მიწების ათვისება და კოლონიური სისტემის ჩამოყალიბება - ეს, ფაქტობრივად, ისტორიულ ფაქტებში განხორციელებული ევროპოცენტრისტული შეხედულებებია, რომლის მიხედვით ევროპა, თავისი ისტორიით, პოლიტიკით, რელიგიით, კულტურითა და ხელოვნებით, წარმოადგენს ერთადერთსა და უდავო ფასეულობას, რომელიც უპირისპირდება აღმოსავლური სამყაროს „უმართებულობასა“ და „განუვითარებლობას“.

ადრე შუასაუკუნეებში, როდესაც ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები დანარჩენ გარესამყაროსთან სუსტი და ზედაპირული იყო, აღმოსავლეთი აღიქმებოდა როგორც შორეული და ეგზოტიკური სამყარო. განმანათლებლობის ეპოქაში კი, როდესაც გამყარდა შეხედულება ისტორიაზე, როგორც სწორხაზოვან პროცესსზე, პროგრესი განიხილებოდა როგორც ევროპული ცივილიზაციის თანდათანობითი შეღწევა მსოფლიოს ყველა რეგიონში. თუ ჰერდერი აღმოსავლურ სამყაროს განიხილავდა პატრიარქული, იდილიური საწყისის განხორციელებად, ჰეგელი უკვე ცდილობდა დაესვა კითხვა, თუ რატომ დასცილდნენ აღმოსავლური ერები ადამიანურ საწყისებს და, გარკვეულწილად, ასცდნენ ისტორიის მაგისტრალურ გზას. საზოგადოებრივი განვითარების ასეთი შეფასება შემდეგ „პროგრესისტულ“ კონცეფციაში გადაიზარდა, მისთვის დამახასიათებელი წარმოდგენით მეცნიერებაზე (შემდეგ კი ტექნიკასა და ინფორმატიკაზე) როგორც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ საშუალებაზე.


ტრივია

  • ევროპოცენტრიზმი არ არის იგივე ევროპატრიოტიზმი.
  • ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამებში, რომლის ობიექტია კაცობრიობის ფილოსოფიური აზრის განვითარება, საუბარია არისტოტელეზე, თომა აკვინელზე, იმანუელ კანტზე, კარლ მარქსზე და სხვა დასავლელ მოღვაწეებზე, თუმცა უგულებელყოფილია კონფუცის, ბუდას, იბნ სინას და მრავალი აღმოსავლელი ფილოსოფოსის და მოაზროვნის მემკვიდრეობა, რაც ევროპოცენტრიზმის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

იხილეთ აგრეთვე

  • აფროცენტრიზმი
  • ამერიკული ექსცეპციონალიზმი
  • ანთროპოცენტრიზმი
  • ეთნოცენტრიზმი
  • ევროპატრიოტიზმი
  • ფენოცენტრიზმი
  • ორიენტალიზმი
  • სინოცენტრიზმი

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ევროპოცენტრიზმი ს ისტორიაევროპოცენტრიზმი ტრივიაევროპოცენტრიზმი იხილეთ აგრეთვეევროპოცენტრიზმი რესურსები ინტერნეტშიევროპოცენტრიზმიევროპაკულტურა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცილებიფრენბურთიმათემატიკასისხლის მიმოქცევის სისტემაჯალალედინიზამთარიებრაული დღესასწაულებიოსმალეთის იმპერიაკუნილინგუსიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)აშშ-ის ისტორიაყივანახველაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითქართული ენააფხაზეთის ომი (1992-1993)მწერებიძველი საბერძნეთიაფროდიტეიალბუზიირემიშინაური კატაგაერთიანებული სამეფონიკორწმინდის ტაძარიმაიმუნებივლადიმერ პუტინიწელიწადის დროებისასანიანთა იმპერიავენაბახტრიონი (პოემა)ერთა ლიგარომბიფობიების სიასომხეთიქართვლის დედატოლგვერდა სამკუთხედიკაცხის სვეტიაჭარაამირანი (მითოლოგია)თამბაქოაპენდიციტითორნიკე ერისთავიალტრუიზმიალპებისამცხე-ჯავახეთის მხარეეოზონოფილებიკვადრატიგლობალიზაციაოლიმპიური თამაშებისაჭმლის მომნელებელი სისტემახელოვნებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაპედაგოგიკაავოკადოანანურის ციხეიუდაიზმიენცეფალოპათიავარძიაფოცხვერიგიორგი II (საქართველოს მეფე)სინგაპურისაქართველოს ქალაქებიალაზანიკოლხეთის სამეფობაში-აჩუკი (ფილმი)საქართველოს წითელი ნუსხაპროტესტანტიზმიბასიანის ბრძოლამღრღნელებიქვეწარმავლებიეთიკაკულტურათავისუფლება (ფილოსოფია)ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიგერგეტის სამების ეკლესიადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიალცჰაიმერის დაავადებაჩარლზ Iრუსთავი🡆 More