ევრაზიის სუპერკონტინენტის ევროპისა და აზიის კონტინენტებად დაყოფა პირობითია, ვინაიდან მათს შორის რაიმე მკვეთრად გამოხატული ფიზიკურ-გეოგრაფიული ან გეოლოგიური მსაზღვრელი არ არსებობს.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამდენად ზოგადად და საერთოდ ეს დაყოფა უპირატესად კულტურულ-ცივილიზაციური ხასიათისაა.
შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის დიდ ნაწილში - როდესაც ტერმინი ევროპა ფართოდ დაინერგა და საერთაშორისო ცნება გახდა - ევროპა გაიგივებული იყო „საქრისტიანოსთან“ (დღესაც კი დიდი ზომით ნებისმიერი დაყოფით ევროპა არსებითად სწორედ ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს მოიცავს).
დაყოფის პირობითობა იქიდანაც ჩანს, რომ საზღვარი გაჰყავთ ურალის ქედის წყალგამყოფზე (ყველა ვარიანტში), მაგრამ - არა კავკასიონის ქედის წყალგამყოფზე, არამედ - ვთქვათ - კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე კუმა-მანიჩის დეპრესიის (დაბლობის) ხაზზე.
გეოგრაფებს შორის არსებობს (არსებითად პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე) 5 სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც შეეხებიან ევროპასა და აზიას შორის პირობითი საზღვრის დადგენის საკითხს. ამ ვარიანტების მიხედვით, საზღვარი გადის:
როგორც აქედან ჩანს, (1) და (5) ვარიანტები ორ უკიდურესობას წარმოადგენს, დანარჩენები კი კომპრომისულია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ევროპა-აზიის საზღვარი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.