ევროპის პარლამენტი (ინგლ.
European Parliament, შემოკლებით – ევროპარლამენტი) — ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრებიც პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეულნი. იგი აირჩევა 5 წლის ვადით.
ევროპის პარლამენტი სხვა ოფიციალურ ენებზე: 14 | |
---|---|
მე-9 მოწვევის პარლამენტი | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ქვედა პალატა |
ხელმძღვანელები | |
პრეზიდენტი | რობერტა მეცოლა, ევროპის სახალხო პარტია 2022 წლის 18 იანვარი-დან |
ვიცე პრეზიდენტი | 14 2022 წლის 18 იანვარი-დან |
ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი | მანფრედ ვებერი, ევროპის სახალხო პარტია 2014 წლის 4 ივნისი-დან |
სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი | ირაჩე გარსია, სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი |
სტრუქტურა | |
წევრები | 705 |
პოლიტიკური ჯგუფები | |
კომიტეტები | 22 |
არჩევნები | |
საარჩევნო სისტემა | პარტიული სიის მიხედვით, ერთი შეცვლადი ხმის სისტემა და ხმის უმრავლესობით არჩევანი |
ბოლო არჩევნები | 2019 წლის 23-26 მაისი |
სხდომების ადგილი | |
სტრასბურგი, საფრანგეთი ბრიუსელი, ბელგია სეკრეტარიატი: ლუქსემბურგი | |
საიტი | |
europarl.europa.eu |
ევროპარლამენტის შექმნას საფუძველი ჩაეყარა 1952 წლის 10 აგვისტოს, როდესაც სტრასბურგში შედგა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანების პირველი საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. მისი თავმჯდომარე იყო ჟაკ მონე.
1957 წლის 25 მარტის რომის მოლაპარაკებების შემდეგ ევროპარლამენტი 142 დეპუტატისაგან დაკომპლექტდა. ისინი წარმოდგენილი იყვნენ მოლაპარაკებაში მონაწილე ექვსი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტებიდან. შემდგომში ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად იზრდება ევროპარლამენტის დეპუტატთა რაოდენობაც: 1973 წელი - 198, 1979 წელი - 410, 1981 წელი - 434, 1986 წელი - 518, 1994 წელი - 567, 1995 წელი - 626, 2004 წელი - 732, 2009 წელი - 736, 2014 წელი - 751, 2019 წელი - 705.
1976 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პირდაპირი საყოველთაო არჩევნების ჩატარების შესახებ. დღემდე ჩატარებულია 9 არჩევნები:
1987 წლამდე ევროპარლამენტს მხოლოდ კონსულტაციების უფლება ჰქონდა. მართალია პარლამენტს შეეძლო ჩაეგდო კანონპროექტი ან შესწორებები შეეტანა მთელ რიგ მუხლებში, მაგრამ ევროკავშირის საბჭო იტოვებდა უფლებას ანგარიში არ გაეწია მისი შეხედულებებისათვის.
ერთიანი ევროპული აქტის შემოღების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ორ ინსტიტუტს შორის „თანამშრომლობის პროცედურის“ შესახებ, რამაც შესამჩნევად გააფართოვა პარლამენტის უფლებამოსილებანი. მაასტრიხტის მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტმა მიიღო ახალი უფლებამოსილებანი.
დღეისათვის ევროპარლამენტის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება: კანონმდებლობა, ბიუჯეტი და აღმასრულებელ ორგანოებზე კონტროლი. ჩვეულებრივი პარლამენტებისაგან განსხვავებით ევროპარლამენტის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი არ ახდენს მთავრობის ფორმირებას, რამდენადაც მთავრობა, ჩვეულებრივი გაგებით, ევროკავშირში არ არსებობს.
1992 წლის დეკემბერში, ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პლენარული სხდომების სტრასბურგში გამართვის შესახებ. ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ღია სხდომებს ატარებს. მისი დისკუსიები, დასკვნები და რეზოლუციები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ქვეყნდება.
დეპუტატები სხდომათა დარბაზში განლაგებული არიან არა ეროვნული დელეგაციების მიხედვით, არამედ მათი პოლიტიკური დაჯგუფებების შესაბამისად. ისინი დასაქმებულნი არიან ოც მუდმივმოქმედ კომისიაში, რომელთაგან თითოეული ორიენტირებულია განსაზღვრულ სფეროებზე.
ევროპარლამენტის სხდომები სტრასბურგში მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში ბრიუსელში ინიშნება დამატებითი პლენარული და კომისიების სხდომები. სხდომები მიმდინარეობს სინქრონული თარგმანის დახმარებით. სხდომები და ყველა ოფიციალური დოკუმენტი ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე ითარგმნება.
ევროპარლამენტს ჰყავს გენერალური სამდივნო, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს. ევროპარლამენტის სხდომებს უძღვება ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გამოყოფილი აქვთ ადგილები მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისი კვოტებით. დეპუტატთა ეროვნული წარმომადგენლობა ასეთია:
2019 წლის მოწვევის პარლამენტში 7 პოლიტიკური დაჯგუფებაა. ყოველ მათგანს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც პლენარულ სხდომებზე დაჯგუფების პოზიციას აფიქსირებს. ეს პოლიტიკური სუბიექტებია:
გარდა ამისა ევროპარლამენტში კიდევ 47 დამოუკიდებელი დეპუტატია, რომლებიც არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში არ არიან გაერთიანებულნი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ევროპის პარლამენტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.