ევთანაზია
ევთანაზია: სიცოცხლის შეწყვეტის ფორმა
ევთანაზია, ევთანასია — სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება. მოტივი აღნიშნული დანაშაულისა არის სიბრალულის გრძნობა, რომელიც დამნაშავეს აქვს მსხვერპლის მიმართ.
ევთანაზია შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, რომელიც ექიმის ან ახლობლების კომპეტენციაა. ევთანაზიასთან დაკავშირებით არსებობს სამი სხვადასხვა სახის პოზიცია. პირველი პოზიციის თანახმად, ევთანაზიას ითვლება მკვლელობად, რომელსაც ემხრობიან შემდეგი ქვეყნები: ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი. მეორე პოზიციის თანახმად ქვეყნებში, რომლებიცაა გერმანია და ავსტრია დაწესებულია სასჯელი, რომელიც მოქმედებს ყველა იმ პირზე ვინც მიმართავს ევთანაზიის პროცესს. მესამე პოზიცია გულისხმობს ევთანაზიის დეკრიმინალიზაციას, ეს კი ნიშნავს კონკრეტული ქმედებისთვის დანაშაულის სტატუსის მოხსნას, რის შედეგადაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯადად.
ევთანაზია თავის მხრივ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ორ ძირითად უფლებას შორის დაპირისპირებას, ესენია: თავისუფლების ავტონომია და სიცოცხლის უფლება. თავისუფლების ავტონომიაში მოიაზრება პირადი ცხოვრების თავადვე განკარგვა და სხვისი ჩარევის დაუშვებლობა, ხოლო ადამიანის სიცოცხლის უფლება ის უფლებაა, რომელიც ყველა უფლების წინაპირობას წარმოადგენს და არავის არ აქვს უფლება ხელყოს ის. თავისუფლების ავტონომიის მომხრე ქვეყანას წარმოადგენს შვეიცარია, სადაც დაშვებულ ნორმად მიიჩნევა ევთანაზია. მეტიც, ადამიანები, რომელთა ქვეყნებშიც ევთანაზია აკრძალულია, შვეიცარიაში სწორედ იმისთვის მიდიან, რომ ეს პროცესი იქ განახორციელონ. შვეიცარიის მთავრობის აზრით, აუცილებელია შეზღუდვის დაწესება, რაშიც მოიაზრება მხოლოდ იმ ადამიანების მოკვდინება, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ ეს. შვეიცარიის კანონმდებლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ევთანაზია არ უნდა იქცეს ბიზნესად შვეიცარიის კლინიკებისთვის და უნდა დაწესდეს აკრძალვის რაიმე ფორმა.
ევთანაზიის შესახებ არსებობს ორი ცნება: „პასიური ევთანაზია“ და „აქტიური ევთანაზია“. პასიურ ევთანაზიაზე საუბრისას განასხვავებენ დისთანაზიისა და ორთოთონაზიის ცნებებს. მოცემული პროცესები ხშირ შემთხვევაში ჰუმანურ აქტად ითვლება. ავადმყოფებს დამახასიათებელი ფსიქოლოგია აქვთ, გარემოსთან ურთიერთობის ინდივიდუალური ხასიათი, ავადმყოფთა ასეთი დიფერენციაცია კი ექიმს კარნახობს, რომ თვითონაც დიფერენციული იყოს მათთან ურთიერთობისას. ყველა ავადმყოფს ინდივიდუალური, უნიკალური თვისებები, მიდრეკილებები და სურვილები გააჩნია.
ევთანაზია საქართველოში
საქართველოში პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უფლება შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით ისჯება პირი რომელიც მიმართავს ევთანაზიას და უშუალოდ ახორციელებს აღნიშნულ პროცესს. ევთანაზიაზე საუბრისას ასევე მხედველობაში მისაღებია საქართველოში აღიარებული „კანონი პაციენტის უფლების შესახებ“, რომლის თანახმად თუ პაციენტს გამოთქმული აქვს ნება სიცოცხლის შეწყვეტის თაობაზე, ექიმს უფლება ეძლევა შეუწყვიტოს მას მკურნალობა და გამორთოს აპარატიდან.
სტატისტიკა
არაერთგვაროვანი შეხედულებებიდან გამომდინარე მიმდინარეობს არაერთი კვლევა, რათა დადგინდეს პროცენტული მაჩვენებელი თუ ვინ ემხრობა ან ეწინააღმდეგება ამ პროცესს. ერთ–ერთი გამოკითხვის თანახმად გამოკითხული იქნა მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, რომელთა რაოდენობა შეადგენდა 50 რესპოდენტს. გამოკითხვის დროს დადგინდა, რომ რესპოდენტთა 19%-ს არ ჰქონდა ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ. დანარჩენი რესპოდენტების შეხედულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 12% არ ეთანხმება ევთანაზიას; 30% ეთანხმება; 30% ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და 16% სავსებით ეთანხმება ევთანაზიას. საბოლოო ჯამში ევთანაზიის მომხრეების რაოდენობა აღემატებოდა სხვა შეხედულებების მქონე პირთა რაოდენობას, რის საფუძველზეც შესაძლოა დავასკვნათ, რომ მიზანშეწონილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევთანაზიის შესახებ რელიგიური, სამედიცინო, კულტურული, სოციალური და სამართლებრივი კუთხით.
1989 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ მოაწყო ექიმთა ანონიმური გამოკითხვა ევთანაზიის მიზანშეწონილობის შესახებ, რის შედეგადაც გამოკითხულთა 60-ზე მეტმა პროცენტმა ევთანაზიას დაუჭირა მხარი. განსხვავებული მდგომარეობაა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ბანაკის სახელმწიფოებში, სადაც ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ბევრად სჭარბობს მომხრეებს.
ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მოკვდინება
ევთანაზია გულისხმობს უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულო მოკვდინებას. მიუხედავად ამგვარი განმარტებისა ევთანაზია მიუღებელია მაშინ, როცა პაციენტი კომაშია (ვეგეტატიურ მდგომარეობაშია) და ამ გადაწყვეტილებას თავად არ იღებს. ხშირ შემთხვევაში ასეთ პაციენტებს დაზიანებული აქვთ ტვინის ნაწილი და არ შეუძლიათ გარემოს აღქმა. გარკვეულ შემთხვევაში ხდება პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, რათა მათ შეძლონ თავიანთი მარადიული ყოფნის განხორციელება, ჰქონდეთ საკუთარი სიკვდილის დროის დადგენის პრეროგატივა. ზოჯერ კი ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის ერთადერთი საშუალება აპარატიდან გამორთვა ხდება, რადგან ასეთ ადამიანებს მკურნალობისთვის ესაჭიროებათ გარკვეულ თანხები, რაც ხშირ შემთხვევაში არ მოეპოვებათ.
ევთანაზია — „სასიამოვნო სიკვდილი“
ევთანაზიის პროცესი უმეტესწილად ხდება ისეთ პაციენტებთან რომელთა ორგანიზმს სამუდამოდ დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ევთანაზია სასიამოვნო სიკვდილია, რაც ავადმყოფისათვის ტანჯვის შემსუბუქებას გულისხმობს. აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად არსებულ არაერთ არგუმენტთაგან ერთ-ერთია კუჭის კიბოთი დასნეულებული ავადმყოფის მდგომარეობა, რომელიც საკვების მიღებას ვერ ახერხებს და რომლისთვისაც სიკვდილი მოწყალებას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის საკითხი, აქვს თუ არა ექიმს უფლება შეუწყვიტოს ასეთ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს სიცოცხლე.
ლიტერატურა
- ბარდაველიძე, ნუგზარ, ბელა მამულაშვილი, ლალი ჩარკვიანი, ნანა ნებიერიძე, ნინო მინდაძე, ნინო ტურაბელიძე, პალინა კრიშტალი, ხვიჩა ტუკვაძე. 2009. ბიოეთიკა. თბილისი: საქართველოს რელიგიათმცოდნეთა კავშირი; სულხან–საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი.
- ვერულავა, თენგიზ და მარიამ მამულაშვილი. 2000. „მართლმადიდებლური მრევლის დამოკიდებულება ევთანაზიის მიმართ“. მართლმსაჯულება და კანონი. N3’11. 5(მაისი): 124–134.
- გეგეშიძე, დავით, ბელა მამულაშვილი, გიორგი ვეკუა. 2001. ბიოეთიკა. თბილისი: ლეგა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ევთანაზია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.
In other languages:
- აფრიკაანსი: Genadedood - Wiki Afrikaans
- არაბული: موت رحيم - Wiki العربية
- ასტურიული: Eutanasia - Wiki Asturianu
- აზერბაიჯანული: Evtanaziya - Wiki Azərbaycanca
- ბელარუსული: Эўтаназія - Wiki беларуская
- Belarusian (Taraškievica orthography): Эўтаназія - Wiki беларуская (тарашкевіца)
- ბულგარული: Евтаназия - Wiki български
- ბოსნიური: Eutanazija - Wiki Bosanski
- კატალანური: Eutanàsia - Wiki Català
- ჩეხური: Eutanazie - Wiki čeština
- ჩუვაშური: Эвтанази - Wiki чӑвашла
- უელსური: Ewthanasia - Wiki Cymraeg
- დანიური: Aktiv dødshjælp - Wiki Dansk
- გერმანული: Euthanasie - Wiki Deutsch
- Zazaki: Otanaziye - Wiki Zazaki
- ბერძნული: Ευθανασία - Wiki Ελληνικά
- ინგლისური: Euthanasia - Wiki English
- ესპერანტო: Eŭtanazio - Wiki Esperanto
- ესპანური: Eutanasia - Wiki Español
- ესტონური: Eutanaasia - Wiki Eesti
- ბასკური: Eutanasia - Wiki Euskara
- სპარსული: اتانازی - Wiki فارسی
- ფინური: Eutanasia - Wiki Suomi
- ფარერული: Aktiv deyðshjálp - Wiki Føroyskt
- ფრანგული: Euthanasie - Wiki Français
- დასავლეთფრიზიული: Eutanasy - Wiki Frysk
- ირლანდიური: Eotanáis - Wiki Gaeilge
- გალისიური: Eutanasia - Wiki Galego
- მენური: Myghin-varroo - Wiki Gaelg
- ჰაუსა: Euthanasia - Wiki Hausa
- ებრაული: המתת חסד - Wiki עברית
- ჰინდი: इच्छा-मृत्यु - Wiki हिन्दी
- ხორვატული: Eutanazija - Wiki Hrvatski
- უნგრული: Eutanázia - Wiki Magyar
- სომხური: Էֆթանազիա - Wiki հայերեն
- ინდონეზიური: Eutanasia - Wiki Bahasa Indonesia
- ისლანდიური: Beint líknardráp - Wiki íslenska
- იტალიური: Eutanasia - Wiki Italiano
- იაპონური: 安楽死 - Wiki 日本語
- Jamaican Creole English: Yuutanieja - Wiki Patois
- იავური: Eutanasia - Wiki Jawa
- ყაზახური: Эвтаназия - Wiki қазақша
- კანადა: ದಯಾಮರಣ - Wiki ಕನ್ನಡ
- კორეული: 안락사 - Wiki 한국어
- ყირგიზული: Эвтаназия - Wiki кыргызча
- ლათინური: Euthanasia - Wiki Latina
- ლუქსემბურგული: Euthanasie - Wiki Lëtzebuergesch
- Ligurian: Œütanaxîa - Wiki Ligure
- ლიეტუვური: Eutanazija - Wiki Lietuvių
- ლატვიური: Eitanāzija - Wiki Latviešu
- მალაიალამური: ദയാവധം - Wiki മലയാളം
- მარათჰი: दयामरण - Wiki मराठी
- მალაიური: Eutanasia - Wiki Bahasa Melayu
- ნიდერლანდური: Euthanasie - Wiki Nederlands
- ნორვეგიული ბუკმოლი: Eutanasi - Wiki Norsk bokmål
- პენჯაბური: ਸੁਖੈਨ ਮੌਤ - Wiki ਪੰਜਾਬੀ
- პოლონური: Eutanazja - Wiki Polski
- პორტუგალიური: Eutanásia - Wiki Português
- რუმინული: Eutanasie - Wiki Română
- რუსული: Эвтаназия - Wiki русский
- სერბულ-ხორვატული: Eutanazija - Wiki Srpskohrvatski / српскохрватски
- Simple English: Euthanasia - Wiki Simple English
- სლოვაკური: Eutanázia - Wiki Slovenčina
- სლოვენური: Evtanazija - Wiki Slovenščina
- ალბანური: Euthanasia - Wiki Shqip
- სერბული: Еутаназија - Wiki српски / srpski
- შვედური: Dödshjälp - Wiki Svenska
- ტამილური: வதையா இறப்பு - Wiki தமிழ்
- ტელუგუ: కారుణ్య మరణం - Wiki తెలుగు
- ტაილანდური: การุณยฆาต - Wiki ไทย
- თურქმენული: Ewtanaziýa - Wiki Türkmençe
- Tagalog: Eutanasya - Wiki Tagalog
- თურქული: Ötanazi - Wiki Türkçe
- უკრაინული: Евтаназія - Wiki українська
- ურდუ: موت راحت - Wiki اردو
- უზბეკური: Evtanaziya - Wiki Oʻzbekcha / ўзбекча
- ვიეტნამური: An tử - Wiki Tiếng Việt
- West Flemish: Euthanasie - Wiki West-Vlams
- ვუ: 安乐死 - Wiki 吴语
- ჩინური: 安乐死 - Wiki 中文
- Classical Chinese: 安樂死 - Wiki 文言
- Chinese (Min Nan): An-lo̍k-sí - Wiki Bân-lâm-gú
- Cantonese: 安樂死 - Wiki 粵語