ედინბურგი (ინგლ.
Edinburgh) — შოტლანდიის დედაქალაქი. მოსახლეობის მხრივ ედინბურგი შოტლანდიაში მხოლოდ გლაზგოს ჩამორჩება, დიდი ბრიტანეთში კი ამ დასახლებას მეშვიდე ადგილი უკავია. ქალაქ ედინბურგის მუნიციპალური საბჭო არის შოტლანდიის 32 ადგილობრივი მმართველობის საბჭოდან ერთ-ერთი. ედინბურგის მუნიციპალური საბჭოს ტერიტორიაში ქალაქ ედინბურგთან ერთად შედის, მის გარშემო არსებული ურბანული ტერიტორიაც, სულ 78 კმ².
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ედინბურგი Edinburgh | |||||
| |||||
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო | ||||
რეგიონი | შოტლანდია | ||||
კოორდინატები | 55°56′58″ ჩ. გ. 3°09′37″ დ. გ. / 55.94944° ჩ. გ. 3.16028° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | Frank Ross[1] | ||||
დაარსდა | VII საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1889 | ||||
ფართობი | 259 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 47±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 477,660 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 1,844 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 0131 | ||||
საფოსტო ინდექსი | EH | ||||
ოფიციალური საიტი | edinburgh.gov.uk | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 728 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ შოტლანდიაში, ნორვეგიის ზღვის სანაპირო ზოლში. ედინბურგში არის განსაკუთრებული არქიტექტურა, რის გამოც ეს დასახლება ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. აქვე მდებარეობს შოტლანდიის პარლამენტის შენება. შოტლანდიის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არის ედინბურგის უნივერსიტეტი. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად ძველ და ახალ ედინბურგად. 1995 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. 2009 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, აქ ცხოვრობდა 477,660 კაცი.
ედინბრუგში ყოველწლიურად იმართება მრავალი ფესტივალი. ამ დასახლებას ყოველწლიურად მრავალი ტურისტი სტუმრობს, ტურისტების რაოდენობის მხრივ ედინბურგს ქალაქ ლონდონის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში მეორე ადგილი უკავია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ედინბურგი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.