დღე-ღამე

დღე-ღამე (შემოკლებით — დღ-ღ) — დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი; დროის ერთ-ერთი ძირითადი საზომი ერთეული.

გამოიყოფა ვარსკვლავიერი დღე-ღამე — გაზაფხულის ბუნიობის წერტილის მიმართ დედამიწის ბრუნვის პერიოდი და მზისიერი დღე-ღამე. ვარსკვლავიერი დღე-ღამის დასაწყისად ითვლება გაზაფხულის ბუნიობის წერტილის ზედა კულმინაციის მომენტი (კულმინაცია ცის სხეულისა), ხოლო ხანგრძლივობად — ამ წერტილის ორ თანამიმდევრულ ზედა კულმინაციას შორის დროის შუალედი. იმის მიხედვით, ჭეშმარიტი გაზაფხულის ბუნიობის წერტილს იხილავენ, თუ საშუალოს (პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს პრეცესიისა და ნუტაციის გავლენას, მეორეში — მხოლოდ პრეცესიისას), განასხვავებენ ჭეშმარიტ და საშუალო ვარსკვლავიერ დღე-ღამეს. პირველი მათგანის ხანგრძლივობა ცვალებადია. ასევე განასხვავებენ ჭეშმარიტ მზისიერ დღე-ღამეს (ჭეშმარიტი მზის ორ თანამიმდევრულ ზედა კულმინაციას შორის დროის შუალედი), რომლის დასაწყისად ითვლება ჭეშმარიტი მზის დისკოს ცენტრის ქვედა კულმინაციის მომენტი — ჭეშმარიტი შუაღამე, და საშუალო მზისიერ დღე-რამეს (საშუალო მზის ანალოგიურ კულმინაციათა შორის დროის შუალედი; მის დასაწყისად ითვლება საშუალო მზის ქვედა კულმინაციის მომენტი — საშუალო შუაღამე). ვარსკვლავიერი და საშუალო მზისიერი დღე-ღამე იყოფა საათებად (24 სთ), წუთებად (1440 წთ) და წამებად (86400 წმ). ვარსკვლავიერი დღე-ღამის ერთეული (დღე-ღამე, წუთი ან წამი) საშუალო მზისიერი დღე-ღამის 0,9972696 ერთულს უდრის. ჭეშმარიტი და საშუალო მზისიერი დღე-ღამეების ხანგრძლიობათა სხვაობა წლის განმავლობაში იცვლება პირველი მათგანის ცვალებადობის გამო (იხილეთ საშუალო მზისიერი დრო). ეს ხანგრძლიობანი ერთმანეთთან დაკავშირებულია დროის სწორებით.

ლიტერატურა

Tags:

ბუნიობაგაზაფხული

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ცაბაძეკოლხეთის დაბლობიგარემოს დაბინძურებაგიორგი III (საქართველოს მეფე)წყალიაქილევსირუსეთიშველიანტონიმიდათა თუთაშხიაინგლისის რევოლუციავარლამ ლიპარტელიანივენდეტასპარტათუშეთინატრიუმიმიხეილ მესხის სტადიონიმცხეთის ჯვრის მონასტერიწითელაიუდაიზმიილია ჭავჭავაძეკლიმატისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიავაჟა-ფშაველამამუკა ჩარკვიანინაპოლეონ ბონაპარტინივთიერებათა ნარევიარგენტინაერთა ლიგა (უეფა)კრისტალბეთიმართლმადიდებლობაგალაკტიონ ტაბიძემდგრადი განვითარების მიზნებიკოლხეთის სამეფოახალციხეორალური სექსინიდერლანდებითავისუფლების დიდი ქარტიაევერესტილეონარდო და ვინჩისიმკვრივეჩუტყვავილაბანგლადეშიგოგირდირევაზ ინანიშვილითავისუფლების მოედანი (თბილისი)სიყვარულინიკოლა ტესლამინერალებიბაყაყინეიტრონული ვარსკვლავისაქართველოს პრეზიდენტისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაქართველოს სამეფოპენალტების სერიაამერიკის შეერთებული შტატებიპრომეთექართლის გაქრისტიანებასამკურნალო მცენარეებიკამერუნისაქართველოს ფრინველთა სიაგეორგიევსკის ტრაქტატიფარნავაზ Iანემიაჰიპერბოლა (ენა)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითადამიანიბუნებარომაული ხელოვნებანარკოტიკიპი (რიცხვი)კალანდავახტანგ I გორგასალიტრეფიკინგიპარხლის I ოთხთავიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშითავისუფლება (ფილოსოფია)მგელი🡆 More