დიუბუა დე მონპერე

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე (Marie-Frédéric Dubois de Montpéreux; დ.

28 მაისი, 1798, მოტიე, შვეიცარია — გ. 7 მაისი, 1850, იქვე) — შვეიცარიელი მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი და გეოლოგი. ნევშატელის აკადემიის პროფესორი.

დიუბუა დე მონპერე
ფრანგ. Frédéric DuBois de Montperreux
დიუბუა დე მონპერე
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1798(1798-05-28)[1]
დაბ. ადგილი მოტიე, ნევშატელის კანტონი, პრუსიის სამეფო[1]
გარდ. თარიღი 7 მაისი, 1850(1850-05-07)[1] (51 წლის)
გარდ. ადგილი Peseux, ნევშატელის კანტონი, შვეიცარია
მოქალაქეობა დიუბუა დე მონპერე პრუსიის სამეფო
დიუბუა დე მონპერე შვეიცარია
საქმიანობა მწერალი, ბუნებისმეტყველი, არქეოლოგი და ისტორიკოსი
ჯილდოები წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი

1831-1834 წლებში იმოგზაურა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ყირიმსა და ამიერკავკასიაში. შედეგები გამოაქვეყნა 1839-1845 წლებში, ექვსტომიან ნაშრომში (დიდი ატლასის დართვით), რომელშიც თავმოყრილია ძვირფასი ფაქტობრივი მასალა ქვეყნის ბუნებისა და სიძველეთა შესახებ. დიუბუა დე მონპერე საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარია. მან შენიშნა კავკასიონის კრისტალური სუბსტრატის გამოსავლები დარიალის ხეობასა და აფხაზეთში, აღნიშნა კავკასიონის ნაოჭა სისტემის ახალგაზრდა (გვიანმესამეული) ასაკი და სიმეტრიული აგებულება გარდიგარდმო ჭრილში. აღწერა საქართველოს დანალექი წყებების განამარხებული ფაუნა და შეადგინა საქართველოს პირველი გეოლოგიური რუკა.

დიუბუა დე მონპერე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხალხთა ისტორიის საკითხებს, ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. გამოთქვამდა მოსაზრებებს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თავისებურებათა და ისტორიის განვითარების შესახებ. მისი აზრით, ქართული ხუროთმოძღვრება ბიზანტიური და სომხური ხუროთმოძღვრების განშტოება ან ანარეკლი იყო. დიუბუა დე მონპერეს თეორიის სიმცდარე დაამტკიცეს ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა. მიუხედავად იმისა, რომ დიუბუა დე მონპერეს მიერ შემუშავებული კონცეფცია არასწორი იყო, მისი ნაშრომები მნიშვნელოვანია, რადგან მათში მოცემულია შემდგომში დაღუპული ან სახეშეცვლილი ძეგლების აღწერილობები და ჩანახატები.

ლიტერატურა

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 1.2 SIKART — 2006.

Tags:

1798185028 მაისი7 მაისიგეოლოგიაშვეიცარიაშვეიცარიელები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აპენდიციტიგერმანიაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიაბრეშუმის დიდი გზაქაქუცა ჩოლოყაშვილიხორვატიათუშეთიკურდღელიქართველები რუსეთშიმცენარეებიშინაური ძაღლიშვეიცარიადავით კლდიაშვილიაზიამართლმადიდებლობადემეტრე Iნახშირწყლებიყირიმის ომიფოთისაქართველო VI საუკუნეშიგულიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)თეიმურაზ Iგალაკტიონ ტაბიძემუსიკაერთეულთა საერთაშორისო სისტემასტამბოლირომის იმპერიავეფხისტყაოსანიბაბისმთასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაფროდიტემეტაფორაფობიების სიასამკურნალო მცენარეებიათი მცნებაიოსებ სტალინიმამა გაბრიელიექვთიმე თაყაიშვილიგანათლება საქართველოშიაბანოთუბანიარჩვიაბო თბილელის წამებადიმიტრი ყიფიანიტუბერკულოზისიოგუნიკონტინენტიქანი (გეოლოგია)ილია თოფურიახვანჭკარა (ღვინო)რევაზ ინანიშვილიკონსერვატიზმიფრენბურთიმიტოზიცივი ომიათონის ივერთა მონასტერინიუ-იორკიჩუტყვავილადაუნის სინდრომისაქართველოს ისტორიაცხოველებისაბერძნეთისაქართველოს მუნიციპალიტეტებიაფრიკის ქვეყნების სიასაქართველოს სამხედრო წოდებებიიტალიაკარლეს პუჩდემონილეიკოციტებინიუტონის კანონებიბელგიაანგარიშთა გეგმაასტრიდ ლინდგრენიხაშურიინგლისირომანტიზმინატრიუმიმარტივი რიცხვიბაში-აჩუკი🡆 More