დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები — ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ათვლა ხდება XV საუკუნიდან და გრძელდება XVII საუკუნემდე.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები — ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ათვლა ხდება XV საუკუნიდან და გრძელდება XVII საუკუნემდე. ამ პერიოდში ევროპელთა მიერ აღმოჩენილი იქნა მრავალი ახალი მიწა თუ ამა თუ იმ მიწის საზღვაო მარშრუტი. გამოკვლეული იქნა აფრიკა, ამერიკა, აზია და ოკეანეთი. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დაიწყო ზღვის მარშრუტებით ალტერნატიული სავაჭრო გზების ძიება.[1][2] ისტორიკოსები ამ პერიოდს აგრეთვე „აღმოჩენების ეპოქას“ უწოდებენ[3][4]. ეს პერიოდი აგრეთვე ცნობილია ოქროს, ვერცხლისა და სანელებლებით ვაჭრობით.[5]

აღმოჩენათა ეპოქა არის შუა საუკუნეთა და თანამედროვე ეპოქას შორის ერთგვარი ხიდი, რენესანსული მოძრაობით, რომელმაც ადრეული თანამედროვე პერიოდის დადგომა გამოიწვია. ევროპის ექსპანსიას უცხო ქვეყნებში მოჰყვა კოლონიალურ იმპერიათა აღმოცენება. ამას ახლდა მცენარეთა, ცხოველთა, საკვების, ადამიანთა (მათ შორის, მონების), სხვადასხვა ინფექციებისა და კულტურების მიმოქცევა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებს შორის. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ეკოლოგიის, აგრიკულტურისა და კულტურის ისტორიაში. ამით შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ახალი მსოფლმხედველობების ჩამოყალიბება, უცხო ცივილიზაციათა დაახლოება და ტერიტორიების დაყოფა.
წანამძღვრები
პირველი ევროპელები, რომლებმაც დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს მიაგნეს სკანდინავიის მკვიდრი — ნორმანები იყვნენ. ზღვაოსნობაში გაწაფული ნორმანები ჯერ კიდევ XI საუკუნის დასაწყისში გადასხდნენ ისლანდიასა და გრენლანდიაში, საიდანაც ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდნენ. მაგრამ ნორმანთა მიერ აღმოჩენილი ახალი სამყარო დანარჩენი ევროპისათვის უცნობი დარჩა. ეს აღმოჩენა ნაადრევი გამოდგა, ვინაიდან ევროპელებს იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ სჭირდებოდათ ამერიკა. უფრო მეტიც, ეს აღმოჩენა თვით სკანდინავიელებმაც მიივიწყეს.
XV საუკუნისთვის ევროპაში განხორციელდა დიდი ტექნიკური ძვრები; კომპასის სრულყოფის შემდეგ მეზღვაურთათვის უსაფრთხო გახდა ღია ზღვაში გასვლა, წინანდელი მოუხერხებელი გემები შეცვალა სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა — „კარაველებმა“, რომლებსაც ჰქონდათ სამი ანძა პირდაპირი და დახრილი იალქნებით და მოძრაობა შეეძლოთ არა მარტო ზუგქარის, არამედ გვერდქარის დროსაც. ევროპაში განვითარდა სამხედრო ტექნიკაც. XV საუკუნეში იყენებდნენ როგორც საალყო ზარბაზნებს, ისე საველე ზარბაზნებსაც. სრულყოფილი გახდა ხელის ცეცხლსასროლი იარაღიც. გაჩნდა მძიფე თოფები — „მუშკეტები“, რომლებითაც საკმაოდ ზუსტად ისროდნენ ორას ნაბიჯზე. ამგვარმა ტექნიკურმა სიახლეებმა ევროპულ სახელმწიფოებს ოკეანეში გაჭრისა და აღმოჩენილი ქვეყნების დაპყრობის საშუალება მისცა. მათ მიზნად დაისახეს ზღვებსა და ოკეანეებში გაეკვალათ ახალი გზები.
ევროპელებისათვის უცნობ შორეულ ქვეყნებამდე ყველაზე ადრე პორტუგალიელმა და ესპანელმა მეზღვაურებმა მიაღწიეს.
პორტუგალიელთა გეოგრაფიული აღმოჩენები
ახალი სანაპიროების კვლევისა და ათვისების საქმის სულისჩამდგმელი იყო პორტუგალიის უფლისწული ენრიკე ზღვაოსანი. მან სამხრეთ პორტუგალიის ერთ-ერთ კონცხზე დააარსა სანაოსნო სკოლა, სადაც თავს იყრიდნენ ასტრონომები, რუკების შემდგენლები, შორეული ზღვაოსნობის მოტრფიალენი. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას და მართავდნენ ექსპედიციებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გამოსაკვლევად. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიცია 1460 წელს აფრიკიდან დაბრუნდა ოქროთი, სპილოს ძვლითა და შავი მონებით დატვირთული გემებით. 1460 წელს, ენრიკის გარდაცვალების დროისათვის, პორტუგალიელებს კონტროლი ჰქონდათ დამყარებული აფრიკის დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე.
1488 წელს პორტუგალიელთა ექსპედიცია ბართლომე დიასის მეთაურობით აფრიკის შემოვლით ინდოეთის ოკეანეში გავიდა, მაგრამ დაღლილმა მეზღვაურებმა ვეღარ შეძლეს მოგზაურიბის გაგრძელება. ინდოეთში მიმავალი საზღვაო გზის საძებნელად 1497 წელს პორტუგალიიდან გაემგზავრა ახალი ექსპედიცია ვასკო და გამას მეთაურობით. ექსპედიციამ აფრიკის შემოვლითა და ინდოეთის ოკეანის გავლით ინდოეთის ქალაქ კალკუტას მიაღწია. პორტუგალიელებმა ძალადობის გზით მოპოვებული სანელებლებით დატვირთეს ხომალდები და უკან დაბრუნდნენ. ძვირფასი ტვირთის ღირებულება სამოცჯერ აღემატებოდა ექსპედიციის ხარჯებს.
პორტუგალიელთა შემდგომი ექსპედიციების დროს დაპყრობილ იქნა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე — ინდოეთსა და აღმოსავლეთ აფრიკაში. მალე მათ მთლიანად იგდეს ხელთ ინდოეთის საზღვაო გზები, მიაღწიეს ჩინეთისა იაპონიის ნაპირებამდე. პორტუგალიელთა ექსპედიციებს თან სდევდა აღმოჩენილი ქვეყნების მცხოვრებთა რბევა და ძარცვა. დამყრობლები ადგილობრივი მოსახლეობისაგან ხარკის სახით კრეფდნენ, ანდა ძალზე იაფად ყიდულობდნენ სანელებლებს. აღმოსავლური საქონლით ვაჭრობა პორტუგალიელებს დიდ მოგებას აძლევდათ.
ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა
ქრისტეფორე კოლუმბი იზიარებდა იმ მეცნიერთა ვარაუდს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამიტომ ინდოეთამდე მიღწევა შესაძლებელი არა მხოლოდ აფრიკის შემოვლით, არამედ ატლანტის ოკეანის გავლითაც დასავლეთის მიმართულებით.
შორეულ აღმოსავლეთში დასავლეთის გზით ჩაღწევის გეგმა მან ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს წარუდგინა. კოლუმბის იდეას გამოეხმაურა მხოლოდ ესპანეთი, სადაც XV საუკუნის მიწურულისათვის დასრულდა რეკონკისტა და ესპანელი აზნაურების პრობლემა შეიქმნა. „კათოლიკე მეფეებმა“ ისაბელმა და ფერდინანდმა სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი ეჭვების მიუხედავად, კოლუმბს სამი კარაველა: „სანტა-მარია“, „პინტა“ და „ნინია“ გადასცეს. ამასთან, იგი დანიშნეს ყველა იმ ქვეყნისა და კუნძულის გამგებლად, რომლებსაც ის აღმოაჩენდა.
თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგძლივი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კოლუმბის ერთ-ერთი გემიდან გემი შენიშნეს. 1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს სან-სალვადორი (წმინდა მაცხოვარი) უწოდა. ესპანეთის „კათოლიკე მეფეების“ სახელით კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა კუბა და ჰაიტი. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ აზიის განაპირა კუნძულებს ანუ „ინდიებს“ მიაღწია, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ინდიელები უწოდა. 1493 წლის გაზაფხულზე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა. მას ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს და „ოკეანის ადმირალის“ ტიტული უბოძეს.
1493—1502 წლებში კოლუმბმა კიდევ რამდენიმეჯერ იმოგზაურა ამერიკაში და აღმოაჩინა კარიბის ზღვის ბევრი კუნძული. მაგრამ კოლუმბის ექსპედიციებმა ესპანეთის სახელმწიფოს ვერ მოუპოვა ზღაპრული სიმდიდრე, ამიტომ მას ჩამოართვეს ყველა ტიტული და თანდათან მიივიწყეს. ყველასაგან მიტოვებული კოლუმბი ისე გარდაიცვალა, რომ არც კი იცოდა თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ინდოეთს მიაღწია.
იტალიელმა მოგზაურმა ამერიგო ვესპუჩიმ დაამტკიცა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწა ახალი კონტინენტი იყო. ახალ კონტინენტს ამერიგოს სახელი — ამერიკა ეწოდა.
მაგელანის მოგზაურობა
დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის იდეა 1519 — 1522 წლებში განახორციელა ესპანელთა ექსპედიციამ, რომელსაც სათავეში ედგა უდრეკი ნებისყოფის მქონე მამაცი პიროვნება ფერნანდო მაგელანი. მისი ექსპედიცია ხუთი გემით გავიდა ატლანტის ოკეანეში. ფლოტილიამ გაიარა სამხრეთ ამერიკასა და ცეცხლოვან მიწას შორის მდებარე სრუტე, რომელსაც დღეს მაგელანის სახელი ჰქვია. შემდეგ ექსპედიცია შევიდა ოკეანეში. ოკეანე იმ მომენტში იმდენად მშვიდი იყო, რომ მაგელანმა მას „წყნარი“ უწოდა. ექსპედიციამ სამ თვეზე მეტი მოანდომა წყნარი ოკეანის გადალახვას. ახალ საკვებს და სასმელ წყალს მოკლებული ადამიანები სურავანდით ავადდებოდნენ, ბევრი მათგანი კვდებოდა.
1521 წლის მარტში ექსპედიციამ ფილიპინებს მიაღწია, სადაც მაგელანი დაიღუპა მკვიდრ მოსახლეობასთან შეტაკებაში. მაგელანის ექსპედიციის ხუთი გემიდან მხოლოდ ერთადერთი — „ვიქტორია“ დაბრუნდა უკან. ექსპედიციის 265 წევრიდან მხოლოდ 18 დაავადებული მეზღვაური გადარჩა ცოცხალი. „ვიქტორიათი“ ჩამოტანილი სანელებლებისაგან მიღებულმა მოგებამ დაფარა მოგზაურობის ხარჯები და ოთხი გემის დაკარგვით მიღებული ზარალი. „ვიქტორია“ იყო პირველი გემი, რომელმაც დედამიწის გარშემო იმოგზაურა და დაადასტურა, რომ მას სფეროს ფორმა აქვს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 522.
სქოლიო
- ↑ Byzantine-Ottoman Wars: Fall of Constantinople and spurring "age of discovery". დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 18 August 2012.
- ↑ Overview of Age of Exploration. ციტირების თარიღი: 18 August 2012.
- ↑ Mancall 1999, pp. 26–53.
- ↑ Parry 1963, pp. 1–5.
- ↑ Arnold 2002, p. 11.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.
In other languages:
- არაბული: عصر الاستكشاف - Wiki العربية
- ასტურიული: Era de los descubrimientos - Wiki Asturianu
- აზერბაიჯანული: Coğrafi kəşflər - Wiki Azərbaycanca
- South Azerbaijani: جوغرافی کشفلر - Wiki تۆرکجه
- ბელარუსული: Вялікія геаграфічныя адкрыцці - Wiki беларуская
- ბულგარული: Велики географски открития - Wiki български
- ბენგალური: আবিষ্কারের যুগ - Wiki বাংলা
- ბოსნიური: Velika geografska otkrića - Wiki Bosanski
- კატალანური: Era de l'exploració - Wiki Català
- ჩეჩნური: Сийлахь-Даккхий географин белламаш - Wiki нохчийн
- ჩეხური: Věk zámořských objevů - Wiki čeština
- უელსური: Oes y Darganfod - Wiki Cymraeg
- დანიური: Opdagelsestiden - Wiki Dansk
- გერმანული: Zeitalter der Entdeckungen - Wiki Deutsch
- ბერძნული: Εποχή των Ανακαλύψεων - Wiki Ελληνικά
- ინგლისური: Age of Discovery - Wiki English
- ესპერანტო: Epoko de Malkovroj - Wiki Esperanto
- ესპანური: Era de los Descubrimientos - Wiki Español
- ესტონური: Suured maadeavastused - Wiki Eesti
- ბასკური: Esplorazioen Aroa - Wiki Euskara
- სპარსული: عصر اکتشاف - Wiki فارسی
- ფინური: Löytöretket - Wiki Suomi
- ფრანგული: Grandes découvertes - Wiki Français
- ირლანდიური: Ré na Fionnachtana - Wiki Gaeilge
- Guianan Creole: Grann dékouvèrt - Wiki Kriyòl gwiyannen
- გალისიური: Era dos descubrimentos - Wiki Galego
- ჰაუსა: Age of Discovery - Wiki Hausa
- ებრაული: עידן התגליות - Wiki עברית
- ჰინდი: खोज का युग - Wiki हिन्दी
- ხორვატული: Velika geografska otkrića - Wiki Hrvatski
- ჰაიტიური კრეოლი: Gwo dekouvèt - Wiki Kreyòl ayisyen
- უნგრული: A földrajzi felfedezések kora - Wiki Magyar
- სომხური: Աշխարհագրական մեծ հայտնագործություններ - Wiki հայերեն
- ინდონეზიური: Abad Penjelajahan - Wiki Bahasa Indonesia
- ისლანდიური: Landafundatímabilið - Wiki íslenska
- იტალიური: Età delle scoperte - Wiki Italiano
- იაპონური: 大航海時代 - Wiki 日本語
- Jamaican Creole English: Iej a Diskovri - Wiki Patois
- ყაზახური: Ұлы географиялық ашылулар - Wiki қазақша
- კორეული: 대항해시대 - Wiki 한국어
- ყირგიზული: Географиялык ачылыштар - Wiki кыргызча
- ლათინური: Aevum Explorationis - Wiki Latina
- Ladin: Eté dles descurides - Wiki Ladin
- ლიეტუვური: Didieji geografiniai atradimai - Wiki Lietuvių
- ლატვიური: Lielie ģeogrāfiskie atklājumi - Wiki Latviešu
- მაკედონური: Големите географски откритија - Wiki македонски
- მალაიალამური: കണ്ടുപിടുത്തങ്ങളുടെ യുഗം - Wiki മലയാളം
- მონღოლური: Газар зүйн их нээлт - Wiki монгол
- მარათჰი: शोध युग - Wiki मराठी
- მალაიური: Zaman Penjelajahan - Wiki Bahasa Melayu
- ნიდერლანდური: Tijdperk van de grote ontdekkingen - Wiki Nederlands
- ნორვეგიული ნიუნორსკი: Oppdagingstida - Wiki Norsk nynorsk
- ნორვეგიული ბუკმოლი: Oppdagelsestiden - Wiki Norsk bokmål
- ოქსიტანური: Grandas descobèrtas - Wiki Occitan
- პენჯაბური: ਲੱਭਤ ਯੁੱਗ - Wiki ਪੰਜਾਬੀ
- Picard: Grandés découvertes - Wiki Picard
- პოლონური: Wielkie odkrycia geograficzne - Wiki Polski
- Western Punjabi: دریافتاں دا دور - Wiki پنجابی
- პუშტუ: د اکتشاف دوره - Wiki پښتو
- პორტუგალიური: Era dos Descobrimentos - Wiki Português
- რუმინული: Perioada marilor descoperiri - Wiki Română
- რუსული: Великие географические открытия - Wiki русский
- სერბულ-ხორვატული: Doba velikih geografskih otkrića - Wiki Srpskohrvatski / српскохрватски
- Simple English: Age of Discovery - Wiki Simple English
- სლოვაკური: Zámorské objavy - Wiki Slovenčina
- სლოვენური: Velika geografska odkritja - Wiki Slovenščina
- ალბანური: Zbulimet e medha gjeografike - Wiki Shqip
- სერბული: Велика географска открића - Wiki српски / srpski
- შვედური: Upptäcktsresornas epok - Wiki Svenska
- ტამილური: கண்டுபிடிப்புக் காலம் - Wiki தமிழ்
- ტაილანდური: ยุคแห่งการสำรวจ - Wiki ไทย
- თურქმენული: Beýik geografik açyşlar - Wiki Türkmençe
- Tagalog: Panahon ng Pagtuklas - Wiki Tagalog
- თურქული: Coğrafî keşifler - Wiki Türkçe
- უკრაინული: Доба великих географічних відкриттів - Wiki українська
- ურდუ: دریافتوں کا دور - Wiki اردو
- უზბეკური: Buyuk geografik kashfiyotlar - Wiki Oʻzbekcha / ўзбекча
- ვიეტნამური: Thời đại Khám phá - Wiki Tiếng Việt
- ვარაი: Panahon han Pandidiskubre - Wiki Winaray
- ვუ: 地理大发现 - Wiki 吴语
- ჩინური: 地理大发现 - Wiki 中文
- Chinese (Min Nan): Hoat-kiàn Sî-tāi - Wiki Bân-lâm-gú
- Cantonese: 大航海時代 - Wiki 粵語