დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია

დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის მახლობლად ატენის სიონის მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ტანის მარჯვენა ნაპირზე, მთის ტყიან ფერდობზე.

თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით.

დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია
დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია
დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია
დიდი ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის საერთო ხედი
დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია
იოანე ნათლისმცემლის ეკლეია

ეკლესია დარბაზულია (7,3 X 4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ვიწრო სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელში. აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ლავგარდანი თაროსებრია, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესია მთლიანად იყო მოხატული. ფერადოვანი ლაქები შეიმჩნევა კამარაში, სარკმლის ჭრილში, შესასვლელის ლუნეტში.

მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში და დარბაზის კედლებზე. საკურთხევლის მოხატულობა სამ რეგისტრად იყოფა. პირველ რეგისტრში (კონქში) წარმოდგენილი ვედრების კომპოზიცია გავრცობილი სქემისაა: მთავარი პერსონაჟების გარდა გამოსახულია ექვსფრდედები და ანგელოზები. მეორე რეგისტრში წარმოდგენილია მოციქულები. მესამე რეგისტრში გაირჩევა ეკლესიის მამათა მოწითალო-აგურისფერი აბრისები. საკურთხევლის სარკმლის წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით. დარბაზის კედლებზე დარჩენილია სიუჟეტური კომპოზიციათა ფრაგმენტები: სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე - ხარება; ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, პეიზაჟის ფონზე - ანგელოზის ფიგურა. კამარაში კომპოზიციები გაყოფილია ვიწრო ორნამენტული ზოლით. კოლორიტში ჭარბობს ლაჟვარდოვანი ცისფერი, მოწითალო-აგურისფერი, მოწითალო-ოქროსფერი და ოქროსფერი ოქრა.

ლიტერატურა

Tags:

ატენის სიონიგორის მუნიციპალიტეტიდიდი ატენიტანა (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დისკრიმინაციაბრუნებაჰაერის დაბინძურებაქართლის გაქრისტიანებაკანინიუ-იორკიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაჰემანგიომასამკურნალო მცენარეებიმიქელანჯელო ბუონაროტიმართლმადიდებლობაქართველებიფოცხვერირუსეთის იმპერიაC ჰეპატიტიგერმანიათეიმურაზ Iიგავ-არაკისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაჯეიმზ კუკირელიგიაქრისტიანობავიკისაწყობიალექსანდრე ყაზბეგიშვედეთისაერთაშორისო სამართალისიონის ტაძარიადმირალი (პეპელა)ანტონიმისერგო ორჯონიკიძენიკოლა ტესლაბერიკაობატერენტი გრანელიიბერიათავისუფლების დიდი ქარტიაალცჰაიმერის დაავადებალიბერალიზმიკათოლიციზმიარჩვიდაუნის სინდრომიანანურის ციხეგალაკტიონ ტაბიძეკახეთიმიხეილ ჯავახიშვილიმზის დაბნელებათხის რქა (ასტროლოგია)საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმორალირუმინეთიდედა ენაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ახალციხეიოჰან სებასტიან ბახიIOSგამარჯვების დღემონანიება (ფილმი)ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველო IX-X საუკუნეებშინარკომანიამიწისძვრარუსუდანიადამიანის ჩონჩხიბიძინა ჩოლოყაშვილიმდგრადი განვითარებაკუნილინგუსისინონიმებიჩემი ცოლის დაქალებიგაზაფხულითავისუფლების მოედანი (თბილისი)ალეგორიააფროდიტენიკო ფიროსმანიკულტურადავით კაჭარავახინკალიგაპიროვნებაპარიზიქართული ენა🡆 More