დიაოხი

დიაოხი ასევე დაიაენი და ტაოხი — ქართველ ტომთა უძველესი სახელმწიფო, რომელიც წარმოიქმნა ძვ.

წ. XII საუკუნე">ძვ. წ. XII საუკუნეში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით და განადგურდა კიდევ ერთი ქართული სამეფოს კოლხას მიერ ძვ. წ. VIII საუკუნეში. დიაოხი მოიხსენიება ასურულ, ბერძნულ და ურარტულ წარწერებში.

დიაოხი
ძვ. წ. XIIძვ. წ. VIII
დიაოხი
დიაოხი ძვ. წ. მე-12 საუკუნეში.
დედაქალაქი ზუა
ენა ქართველური ენები
რელიგია წარმართობა

გეოგრაფია და ტოპონიმიკა

დიაოხი ასურეთის ჩრდილოეთითა და შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა, ანუ თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე. ასურელები ქვეყანას დაიაენს უწოდებენ, ხოლო ურარტუ დიაოხის სახელით მოიხსენიებს. ძვ. წ. V საუკუნეში ქსენოფონტი დიაოხის მკვიდრთა შთამომავლობას ტაოხების სახელით იხსენიებს. აქედან მომდინარეობს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარის – ტაოს – სახელწოდება.

ისტორია

დაპირისპირება ასურეთთან

დიაოხი ჩამოყალიბდა ძვ. წ. XII საუკუნეში ევფრატის ზემოთში. ამ პერიოდში მას უხდება დაპირისპირება ასურეთთან, კერძოდ, ტიგლათფილესერ I-თან (ძვ. წ. 1115-1077). ამას მოწმობს ძვ. წ. 1112 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც ტიგლათფილესერ I იხსენიებს „60 მეფის გაერთიანებას“ (ნაირის ქვეყნებს). სწორედ ეს გაერთიანება დაამარცხა ასურეთმა ძვ. წ. 1112 წელს და ჩრდილოეთის, ანუ შავ ზღვამდე სდია.

დაპირისპირება ურარტუსთან

მართალია ტიგლათფილესერის გარდაცვალების შემდეგ ასურეთი სუსტდება, მაგრამ დიაოხს ახალი მეტოქე უჩნდება ურარტუს სახით. ურარტუ საფრთხეს უქმნის, არა მარტო დიაოხის, არამედ ასურეთის სამეფოსაც, ამიტომ თუკი აქამდე ერთმანეთს ეომებოდნენ დიაოხის მეფე სიენი და ასურეთის მონარქი ტიგლათფილესერ I, ამჯერად მათმა შთამომავლებმა ასიამ და სალმანასარ III-მ კოალიცია შექმნეს და ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ ურარტუს. ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს და VIII საუკუნის დასაწყისში ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა მის წინააღმდეგ. დიაოხი ჯერ მენუამ დაამარცხა და დახარკა. ამის შესახებ ნახსენებია მის ერთ-ერთი წარწერაში, სადაც მენუა უტუფურსს იხსენიებს, ხოლო დიაოხს ძლიერ ქვეყანას უწოდებს. ამავე უტუფურსს მოუხდა ბრძოლა მენუას ძის - არგიშთის წინააღმდეგ. მანაც დაამარცხა და დახარკა დიაოხი.

დაპირისპირება კოლხასთან

დასუსტებულ დიაოხს ამჯერად კოლხას წინააღმდეგ უხდება წასვლა, რომელიც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ადრეკლასობრივი სახელმწიფოა. კოლხას არ გასჭირვებია ძლიერ დასუსტებული დიაოხის დამარცხება. ძვ. წ. VIII საუკუნეში დიაოხის ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა, იგი კოლხეთის სამეფომ გაანადგურა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს არგიშთი I-ს მემკვიდრის სარდურ II-ს წარწერა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ლაშქრობისას აღარ იხსენიებს დიაოხს, მის წარწერაში მხოლოდ კოლხა მოიხსენიება.

ეკონომიკა

დიაოხში განვითარებული იყო ლითონების (განსაკუთრებით სპილენძის, აგრეთვე ოქრო-ვერცხლის) მოპოვება-დამუშავება. ასევე განითარებული იყო მესაქონლეობა.

დიაოხის მეფეები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

დიაოხი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

დიაოხი გეოგრაფია და ტოპონიმიკადიაოხი ისტორიადიაოხი ეკონომიკადიაოხი ს მეფეებიდიაოხი იხილეთ აგრეთვედიაოხი ლიტერატურადიაოხი სქოლიოდიაოხიკოლხეთის სამეფოსახელმწიფოშავი ზღვაძვ. წ. VIII საუკუნეძვ. წ. XII საუკუნე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მურა დათვიუდაბნოსაქართველო IX-X საუკუნეებშირომბიშაორის წყალსაცავიმთავარი გვერდიქართვლის დედაზმნაბახტრიონის ბრძოლამარიხუანაპოლიმერებიპარალელოგრამიცისფერყანწელებიგოდერძი ჩოხელიდანიატუბერკულოზიინგლისური ენაცხოველებიბრაზილიაThe Beatlesნიკო ბაგრატიონიანტონიმიენგურის ჰიდროელექტროსადგურისაქართველოს სოფლებილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმწვერვალირკინაინფორმაციააჭარაბეთ არენაშუშანიკის წამებალათინური ენაშუმერიკრწანისის ბრძოლამიწისძვრაკვარცივარდების რევოლუციაშვედეთისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ალაზანისოკოებინიკო ნიკოლაძეჯანღასაქართველოს ქალაქებიიალბუზიმიუზიკლიამირანი (მითოლოგია)ვენერასტუმარ-მასპინძელიშარკა ბლუუფლისციხეელ კლასიკოლიმფოციტებიყირიმის ომიეგრისის დიდი ომიებრაული დღესასწაულები (2000-2050)ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაფილების ტექტონიკასანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)ქეთო და კოტე (ოპერა)რომის დაარსებასანტიმეტრიებრაელებივინსენტ ვან გოგიცილებიარაბობა საქართველოშიბატონებიზურა ყიფშიძეეკლესია (ნაგებობა)ქრისტიანობასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაქრომოსომავიკიპედიაჩერნობილის კატასტროფამეგობრობავახტანგ I გორგასალიევროკავშირინოე სულაბერიძეაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვით🡆 More