დემოკრატიის ინდექსი

დემოკრატიის ინდექსი — ინდექსი, რომელსაც ადგენს ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი ჯგუფი და ზომავს დემოკრატიის დონეს მსოფლიოს 167 ქვეყანაში, რომელთაგან 166 სუვერენული სახელმწიფოა და 165 — გაეროს წევრი.

ინდექსი ეფუძნება 60 ინდიკატორს, რომლებიც ნაწილდებიან 5 სხვადასხვა კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. რიცხვობრივ ქულასა და რანგთან ერთად ინდექსი ახარისხებს ქვეყნებს და ანაწილებს ოთხი რეჟიმიდან ერთ-ერთში: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. ინდექსი პირველად 2006 წელს შეადგინეს, შემდგომში გამოვიდა 2008, 2010, 2011 და 2012 წლების ანალიზიც.

დემოკრატიის ინდექსი
მსოფლიოს ქვეყნები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, 2016 წ.
სრული დემოკრატია:
  9-10
  8-8,9
არასრული დემოკრატია:
  7-7,9
  6-6,9
ჰიბრიდული რეჟიმი:
  5-5,9
  4-4,9
ავტორიტარული რეჟიმი:
  3-3,9
  2-2,9
  0-1,9
  არასაკმარისი მონაცემები, შეუფასებელი

მეთოდოლოგია

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, დემოკრატიის ინდექსი არის საშუალო შეწონილი, რომელიც დამყარებულია 60 კითხვაზე, თითოეულს კი ორი ან სამი დასაშვები ალტერნატიული პასუხი გააჩნია. პასუხების ნაწილს იღებენ შესაბამისი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის კვლევით. იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა კვლევის შედეგებიც არ არსებობს, იყენებენ მსგავსი ქვეყნების მონაცემებს და ამგვარად ავსებენ ინფორმაციულ ნაპრალებს.

კითხვები ნაწილდება ხუთ კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. თითოეულ პასუხს ენიჭება 0 ან 1 ქულა, ხოლო 3 პასუხიანი კითხვების შემთხვევაში ემატება 0.5-ც. თითოეულ კატეგორიაში ჯამდება რიცხვები, მრავლდება ათზე და იყოფა კატეგორიაში არსებული კითხვების რაოდენობაზე. ზოგჯერ ერთი კითხვის პასუხი აზრს უკარგავს სხვა კითხვას. მაგალითად, თუკი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მთავრობის მეთაურის არჩევნები თავისუფლად არ ითვლება, მაშინ შემდეგი კითხვა „არის თუ არა არჩევნები მიუკერძოებელი?“ აღარ განიხილება, არამედ ავტომატურად ენიჭება 0 ქულა. მსგავსადვე, არის რამდენიმე კითხვა, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად ითვლება, რომ დაბალი ქულა აისახება შესაბამისი კატეგორიის ჯამზეც. მაგალითად:

  1. „არის თუ არა ეროვნული არჩევნები თავისუფალი და მიუკერძოებელი“;
  2. „ამომრჩეველთა უსაფრთხოება“;
  3. „უცხოური ძალების გავლენა მთავრობაზე“;
  4. „საჯარო მოსამსახურეების უნარი, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა“.

ხუთი კატეგორიის ინდექსები, რომლებიც მოხსენებაშია მოყვანილი, გასაშუალოვდება, რათა მოცემული ქვეყნის დემოკრატიის ინდექსი იქნას მიღებული. საბოლოოდ დემოკრატიის ინდექსი მრგვალდება მეასედამდე და ამის მიხედვით წყდება, რეჟიმის ტიპების კლასიფიკაციაში სად მოთავსდება ესა თუ ის ქვეყანა.

მოხსენებას ხშირად იყენებენ საერთაშორისო პრესაში, ისევე როგორც აკადემიურ ჟურნალებში.

ცვლილებები 2010 წლის შემდეგ

2012 წლის კვლევის მიხედვით, ნორვეგიამ 9.93 ქულა დააგროვა და 2010 წლიდან მოყოლებული, სიაში პირველ ადგილს იკავებს. მანამდე მოწინავე ქვეყანა შვედეთი იყო. ჩრდილოეთ კორეას ყველაზე დაბალი, 1.08 ქულა აქვს და უკანასკნელ 167-ე ადგილზეა, ისევე როგორც 2010 და 2011 წლებში.

დემოკრატიის საკითხში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან გაუარესება 2011-12 წლებში არ მომხდარა. ინდექსის მაჩვენებელი იგივე დარჩა 73 ქვეყნისთვის, გაუმჯობესდა 54-ისთვის და გაუარესდა 40-ისთვის. 2012 წლისთვის ლიბიას ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა. 2012 წლის საშუალო ქულები ძალიან ჰგავს 2011 წლის შედეგებს. გამონაკლისია ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, სადაც საშუალო ქულა მეათედზე მეტით გაიზარდა - 3.62-დან 3.73-მდე და 3 ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმიდან ჰიბრიდულზე გადავიდა (ეგვიპტე, ლიბია, მაროკო).

2010-2011 წლებში 9 ქვეყანაში შეიცვალა რეჟიმის ტიპი, აქედან 4-ში - უარესისკენ. რუსეთი ჰიბრიდული რეჟიმიდან ავტორიტარულზე გადავიდა, რასაც კვლევის ავტორები უკავშირებენ 4 დეკემბრის არჩევნებსა და ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, კვლავ მიეღო მონაწილეობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პორტუგალიას ასევე გაუუარესდა მაჩვენებელი და არასრულ დემოკრატიაში გადაინაცვლა, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის მიზეზით მოხდა. ტუნისი, მავრიტანია, ეგვიპტე და ნიგერი ავტორიტარულიდან ჰიბრიდულ რეჟიმში გადავიდნენ, ზამბია კი - არასრულ დემოკრატიაში.

დემოკრატიის ინდექსი რეჟიმის ტიპის მიხედვით

მოცემული ცხრილი აჩვენებს იმ ქვეყნების რაოდენობასა და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტულ წილს, რომლებიც სხვადასხვა რეჟიმში ცხოვრობენ 2012 წლის მონაცემებით:

რეჟიმის ტიპი ქულა ქვეყნები (რაოდენობა) ქვეყნები (%) მსოფლიო მოსახლეობის წილი (%)
სრულად დემოკრატიულები 8.0-10 25 15.0 11.3
არასრულად დემოკრატიულები 6.0-7.9 54 32.3 37.2
ჰიბრიდული რეჟიმები 4.0-5.9 37 22.2 14.4
ავტორიტარული რეჟიმები   0-3.9 51 30.5 37.1

მსოფლიო მოსახლეობა გულისხმობს იმ 167 ქვეყნის ერთობლივ პოპულაციას, რომლებზეც კვლევა ჩატარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოტოვებული, ეს რიცხვი თითქმის უთანაბრდება მსოფლიო მოსახლეობის 2010 წლის მაჩვენებელს.

დემოკრატიის ინდექსი რეგიონების მიხედვით

მოცემული ცხრილი აჩვენებს საშუალო ინდექსს მსოფლიო რეგიონების მიხედვით და იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებიც 2012 წლის კვლევაში შევიდა:

რანგი რეგიონი ქვეყნები 2006 2008 2010 2011 2012
1 ჩრდილოეთ ამერიკა 3 8.64 8.64 8.63 8.59 8.59
2 დასავლეთ ევროპა 21 8.60 8.61 8.45 8.40 8.44
3 ლათინური ამერიკა და კარიბები 24 6.37 6.43 6.37 6.35 6.36
4 აზია და ავსტრალაზია 28 5.44 5.58 5.53 5.51 5.56
5 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა 28 5.76 5.67 5.55 5.50 5.51
6 სუბსაჰარული აფრიკა 44 4.24 4.28 4.23 4.32 4.33
7 ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა 20 3.54 3.48 3.52 3.62 3.73
  მსოფლიო 167 5.52 5.55 5.46 5.49 5.52

ქვეყნები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით

ქვეყანა დემოკრატიის ინდექსი 2012
დემოკრატიის ინდექსი  ავღანეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ალბანეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ალჟირი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ანდორა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ანგოლა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ანტიგუა და ბარბუდა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  არგენტინა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სომხეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ავსტრალია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ავსტრია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  აზერბაიჯანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ბაჰამის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ბაჰრეინი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ბანგლადეში 4 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ბარბადოსი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ბელორუსია 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ბელგია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ბელიზი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ბენინი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ბუტანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ბოლივია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ბოსნია და ჰერცეგოვინა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ბოტსვანა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ბრაზილია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ბრუნეი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ბულგარეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ბურკინა-ფასო 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ბირმა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ბურუნდი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  კამბოჯა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  კამერუნი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  კანადა 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  კაბო-ვერდე 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ჩადი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ჩილე 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ჩინეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  კოლუმბია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  კომორის კუნძულები 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  კოსტა-რიკა 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  კონგოს რესპუბლიკა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ხორვატია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  კუბა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  კვიპროსი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ჩეხეთის რესპუბლიკა 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  დანია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ჯიბუტი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  დომინიკა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  დომინიკელთა რესპუბლიკა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  აღმოსავლეთი ტიმორი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ეკვადორი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ეგვიპტე 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  სალვადორი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ეკვატორული გვინეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ერიტრეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ესტონეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ეთიოპია 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ფიჯი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ფინეთი 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  საფრანგეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  საფრანგეთის გვიანა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  გაბონი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  გამბია 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  საქართველო 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  გერმანია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  განა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  საბერძნეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  გრენადა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  გვატემალა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  გვინეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  გვინეა-ბისაუ 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  გაიანა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ჰაიტი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ჰონდურასი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ჰონგ-კონგი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  უნგრეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ისლანდია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ინდოეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ინდონეზია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ირანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ერაყი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ირლანდია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ისრაელი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  იტალია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  კოტ-დ’ივუარი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  იამაიკა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  იაპონია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  იორდანია 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ყაზახეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  კენია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  კირიბატი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ჩრდილოეთი კორეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  სამხრეთ კორეა 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ქუვეითი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ყირგიზეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ლაოსი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ლატვია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ლიბანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ლესოთო 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ლიბერია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ლიბია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ლიხტენშტაინი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ლიტვა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ლუქსემბურგი 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მაკედონია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მადაგასკარი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  მალავი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მალაიზია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მალდივის კუნძულები 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  მალი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  მალტა 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მარშალის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მავრიტანია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  მავრიკი 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მექსიკა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მიკრონეზიის ფედერაციული შტატები 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მოლდოვა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მონაკო 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მონღოლეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მონტენეგრო 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  მაროკო 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  მოზამბიკი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ნამიბია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ნაურუ 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ნეპალი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ჰოლანდია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ახალი ზელანდია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ნიკარაგუა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ნიგერი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ნიგერია 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ნორვეგია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ომანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  პაკისტანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  პალაუ 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  პალესტინა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  პანამა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  პაპუა-ახალი გვინეა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  პარაგვაი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  პერუ 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ფილიპინები 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  პოლონეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  პორტუგალია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  კატარი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  რუმინეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  რუსეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  რუანდა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  სენტ-კიტსი და ნევისი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სენტ-ლუსია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სენტ-ვინსენტი და გრენადინები 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სამოა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სან-მარინო 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სან-ტომე და პრინსიპი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  საუდის არაბეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  სენეგალი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სერბეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სეიშელის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სიერა-ლეონე 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  სინგაპური 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  სლოვაკეთი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სლოვენია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სოლომონის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სომალი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  სამხრეთ აფრიკა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სამხრეთი სუდანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ესპანეთი 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  შრი-ლანკა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  სუდანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  სურინამი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ესვატინი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  შვედეთი 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  შვეიცარია 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  სირია 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ტაივანი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ტაჯიკეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ტანზანია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ტაილანდი 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ტოგო 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ტონგა 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ტრინიდადი და ტობაგო 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ტუნისი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  თურქეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  თურქმენეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ტუვალუ 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  უგანდა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  უკრაინა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  არაბთა გაერთიანებული საამიროები 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  გაერთიანებული სამეფო 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ამერიკის შეერთებული შტატები 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ურუგვაი 1 სრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  უზბეკეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ვანუატუ 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ვენესუელა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ვიეტნამი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  დასავლეთი ნაპირი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  დასავლეთი საჰარა 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  იემენი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დემოკრატიის ინდექსი  ზამბია 2 არასრული დემოკრატია
დემოკრატიის ინდექსი  ზიმბაბვე 5 ავტორიტარული რეჟიმი

სქოლიო

Tags:

დემოკრატიის ინდექსი მეთოდოლოგიადემოკრატიის ინდექსი ცვლილებები 2010 წლის შემდეგდემოკრატიის ინდექსი რეჟიმის ტიპის მიხედვითდემოკრატიის ინდექსი რეგიონების მიხედვითდემოკრატიის ინდექსი ქვეყნები ს მიხედვითდემოკრატიის ინდექსი სქოლიოდემოკრატიის ინდექსიავტორიტარიზმიგაეროდემოკრატიაეკონომისტი (ჟურნალი)პლურალიზმისუვერენიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ავსტრალია (კონტინენტი)თავისუფლების დიდი ქარტიაშაშვიუფლისციხეტოტალიტარიზმიგანათლება საქართველოშიმაიმუნებილითოსფეროთითაობაშარკა ბლუსოლიკო ვირსალაძედავით IIIწელიწადის დროებიმარჯნის რიფიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებივატერლოოს ბრძოლაადოლფ ჰიტლერიენდომეტრიოზირუსუდანისოკოებიესპანეთიქვეწარმავლებივაჟა-ფშაველაკუთრი თბოტევადობალიონელ მესიიოჰან სებასტიან ბახიქარიგეორგიევსკის ტრაქტატისამკურნალო მცენარეებიფარსმან II ქველიმეწყერიპოლონეთიმუხანოე ჟორდანიადავით I კურაპალატისომხეთის ისტორიააზერბაიჯანითამარ მეფედემოკრატიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკონგოლავრენტი ბერიაირაკლი ღარიბაშვილიაბო თბილელის წამებაფაშიზმიჩარლზ Iგრიგოლ ხანძთელიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკალიმფოციტებისანქტ-პეტერბურგიჰიდრავლიკაკურო (ასტროლოგია)თხის რქა (ასტროლოგია)გიორგი IV ლაშაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამცხეთის ჯვრის მონასტერიმეტაფორაარჩვირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ათენილეკიანობასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეაჭარაბეთ არენარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებირიონიიასამანისაქართველოს პრემიერ-მინისტრიბალდუინ IV იერუსალიმელიევროკავშირიგლიცინიამიხეილ ჯავახიშვილიეკოლოგიაფინეთიმიხეილ მესხის სტადიონისაქართველოს დაცული ტერიტორიებიშოვიებრაული დღესასწაულები (2000-2050)🡆 More