დეკაბრისტთა აჯანყება

დეკაბრისტთა აჯანყება (რუს.

Восста́ние декабри́стов) — სახელმწიფო გადატრიალების ცდა, რომელიც მოხდა რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტერბურგში, 1825 წლის 26 დეკემბერს. ეს აჯანყება წინა მცდელობებისგან განსხვავდებოდა მონაწილეთა დიდი რაოდენობით — სენატის მოედანზე დაახ. 3 ათასი ჯარისკაცი გამოვიდა. აჯანყებას შეეწირა 1271 ადამიანი, რაც რეკორდია რუსეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებებში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით. დეკაბრისტები იყვნენ რუსი თავადაზნაური რევოლუციონერები, რომლებიც იბრძოდნენ ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ.

დეკაბრისტთა აჯანყება
კარლ კოლმანის „დეკაბრისტთა აჯანყება“

დეკაბრისტები და საქართველო

აჯანყების ჩახშობის შემდეგ მთავრობა კავკასიაში ასახლებდა ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებს. საქართველოში მსახურობდნენ პოეტი ვ.კიუხელბეკერი, ლიტერატორები ე. ლაჩინოვი და პ. მუხანოვი, აგრეთვე ფარული საზოგადოების წევრები ან აჯანყების მონაწილეები: ა. იაკუბოვიჩი, თ. ბაშმაკოვი, ა. ავენარიუსი, დეკაბრისტულ წრეებთან დაახლოებული ა. გრიბოედოვი და სხვ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ თბილისში და მსჯელობდნენ აქტუალურ პოლიტიკურ და ლიტერატურულ საკითხებზე. მაგ., ვ. კიუხელბეკერი 1821 წლის მიწურულიდან თბილისში მსახურობდა და ხშირად ხვდებოდა თავის მეგობარ ა. გრიბოედოვს. საქართველოს მან რამდენიმე ნაწარმოები მიუძღვნა (ლექსი „ბედმა ალერსი მე არ მარგუნა“, პოემა „იური და ქსენია“ და სხვ.). რუსეთ-ირანის 1826–1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828–1829 წლების ომების დროს კავკასიაში გადაიყვანეს 65-მდე დეკაბრისტი ოფიცერი, აჯანყების მონაწილე 2 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ამ მოძრაობასთან დაკავშირებული მრავალი მოღვაწე.

დეკაბრისტების გარკვეული გავლენა განიცადეს ქართველი მოღვაწეების 1832 შეთქმულების რადიკალურად განწყობილმა მონაწილეებმა, კერძოდ, სოლომონ დოდაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა. ამ უკანასკნელმა კ. რილეევის „ნალივაიკოს აღსარება“ ქართულად გადმოაკეთა და ფარული საზოგადოების კრებაზე წაიკითხა. გადმოსახლებულთა შორის იყვნენ ლიტერატორები და ჟურნალისტები, მაგ., ვ. სუხორუკოვი, ა. ვედენიაპინი, გ. ორჟიცკი, ი. ბურცოვი, ნ. ცებრიკოვი, ძმები ბესტუჟევები. 30-იან წლებში მათ შეუერთდათ ს. კრივცოვი, ვ. ნოროვი, ა. კორნილოვიჩი, ა. ოდოევსკი და სხვ. ა. ბესტუჟევმა (მარლინსკი) და ა. ოდოევსკმა მრავალი ფურცელი უძღვნეს საქართველოს და კავკასიას.

ლიტერატურა

  • Sherman, Russell & Pearce, Robert (2002) Russia 1815–81, Hodder & Stoughton;
  • Crankshaw, E. (1976). The Shadow of the Winter Palace : Russia's Drift to Revolution, 1825–1917. New York: Viking Press;
  • ბარამია ლ., დეკაბრისტები საქართველოში, თბ., 1955; რუსი მწერლები საქართველოს შესახებ, შემდგ. ვ. შადური, ტ. 1, თბ., 1949;
  • სურგულაძე ა., ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბ., 1968.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

დეკაბრისტთა აჯანყება დეკაბრისტები და საქართველოდეკაბრისტთა აჯანყება ლიტერატურადეკაბრისტთა აჯანყება რესურსები ინტერნეტშიდეკაბრისტთა აჯანყება სქოლიოდეკაბრისტთა აჯანყებაპეტერბურგირუსეთის იმპერიარუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტრეფიკინგიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიევროკავშირირელიგიაბალეტიგელათის მონასტერიატომიეიფელის კოშკიოპერაქართული ენაზვიად გამსახურდიაბუდაპეშტიკურდღელიაზერბაიჯანიკურო (ასტროლოგია)ტოტალიტარიზმიძაღლიპარიზიპლანეტაკილომეტრიფესახისიონის ტაძარიბესლანის ტერაქტიასტრიდ ლინდგრენისაქართველოს დიდი სოფლებივახტანგ VIადამიანის ჩონჩხიტაილანდიოლიმპიური თამაშებინაწლავებიარაბობა საქართველოშიბარსელონაინდუსტრიული რევოლუციაუფლისციხეგველხოკერატერორიზმისიღნაღიმარჩბივი (ასტროლოგია)ქუნთრუშასაქართველოს პარლამენტიტელეფონების ნომრები საქართველოშიმამებისა და შვილების ბრძოლადედა ენათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიკვადრატიფელაციასაქართველოს ბრძოლების სიადავით სოსლანიაუტიზმიამერიკის შეერთებული შტატებიინსულტიანდრია მოციქულიმიწისძვრაალუდა ქეთელაური (მომღერალი)დიდგორის ბრძოლაგანათლება საქართველოშიზვავიზამთარიპეგინგისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიტროპიკული სარტყლებითორნიკე ერისთავიკონსტანტინოპოლის დაცემაწმინდა გიორგიკაპიტალიზმიზომიერი სარტყლებიმზის სისტემაგამარჯვების დღეჩარლი ჩაპლინისომხეთიჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვაეკოლოგიაელენე ხოშტარიაისრაელივერძი (ასტროლოგია)Facebookდემეტრე II თავდადებულიფილების ტექტონიკასლოვაკეთი🡆 More