დავით X (დ.
1482 — გ. 1526) — ქართლის მეფე 1505-1525, კონსტანტინე II-ის ძე.
დავით X | |
---|---|
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1505 |
მმართ. დასასრული: | 1525 |
წინამორბედი: | კონსტანტინე II |
მემკვიდრე: | გიორგი IX |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1482 |
გარდ. თარიღი: | 1526 |
გარდ. ადგილი: | თბილისი |
მეუღლე: | 1.ნესტან-დარეჯანი (მირანგული) 2.თამარი |
შვილები: | 3 ქალიშვილი და 5 ვაჟიშვილი: 1.ლუარსაბ I 2. დიმიტრი 3.ბეჟანი 4.ადარნასე 5.რამაზი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | კონსტანტინე II |
დედა: | თამარი |
მისი მეფობის დროს საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510-ში დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი). მის წინააღმდეგ ბრძოლა დავითის უმცროსმა ძმამ, ბაგრატ მუხრანბატონმა იკისრა. 1513 წელს, როდესაც ბაგრატმა ავგიორგი შეიპყრო, დავით X-მ კახეთის სამეფო გააუქმა და ქართლს შემოუერთა. გიორგი მეორის მემკვიდრე, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე თავადებმა გადამალეს.
1518 წელს ქართლს ირანელები შემოესიენ შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო.
1522 წელს დავით X-მ უარი თქვა ისლამის მიღებაზე, რის გამოც ქართლს ისევ სპარსელები შეესივნენ. დავით მეფეს ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხება მოუწია, რის შემდეგაც თბილისის ციხეში ყიზილბაშები ჩადგნენ. 1524 წელს ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. 1525 წელს ტახტი თავის ძმას — გიორგის გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით. მოგვიანებით მისმა ვაჟმა, ლუარსაბ I-მა შეძლო თავზე ქართლის გვირგვინის დადგმა.
წინამორბედი: კონსტანტინე II | ქართლის მეფე 1505 - 1525 | შემდეგი: გიორგი IX |
This article uses material from the Wikipedia ქართული article დავით X, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.