დავით ნარმანია

დავით ნარმანია (დ.

7 მარტი, 1979, კოკი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ქალაქ თბილისის მერი. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია
დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ოქტომბერი, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აგვისტო, 2014 – 13 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიგიგი უგულავა
მემკვიდრეკახა კალაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი 2012 – 14 აპრილი 2014
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
წინამორბედილაშა მგელაძე
მემკვიდრეელგუჯა ხოკრიშვილი

დაბადებული7 მარტი, 1979 (1979-03-07) (45 წლის)
სოფელი კოკი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველოს
ეროვნებაქართველი
მამაროლანდ ნარმანია
დედანორა თოდუა
მეუღლეთინათინ თინიკაშვილი
შვილები3
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი
რელიგიამართლმადიდებელი

ბიოგრაფია

დავით ნარმანია დაიბადა 1979 წლის 7 მარტს სოფელ კოკში. ამავე სოფელში დაამთავრა სკოლაც, უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯერ მაგისტრატურა, შემდეგ კი ასპირანტურა დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლისას, მესამე კურსიდან იგი გახდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი, სადაც ხელმძღვანელობდა სამეცნიერო მიმართულებას, ამის შემდეგ ნარმანია გახდა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 2007 წლამდე იგი აქტიურად იყო ჩართული ასოციაციის საქმიანობაში. დავით ნარმანია არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

2001–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროებში.

იგი აქტიურად მოღვაწეობდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ეკონომიკური პროგრამის მომზადებაში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, ნარმანია დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე.

2003–2012 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ამავდროულად კითხულობდა ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2013 წლის ნოემბრისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია იქნებოდა. მან მინისტრის პოსტი დატოვა 2014 წლის 14 აპრილს.

2014 წლის 12 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა კონკურენტი ნიკა მელია და არჩეულ იქნა თბილისის მერად.

არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
რამაზ ნიკოლაიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრი

25 ოქტომბერი, 201214 აპრილი, 2014
შემდეგი:
ელგუჯა ხოკრიშვილი
წინამორბედი:
გიგი უგულავა
თბილისის მერი
2 აგვისტო, 2014 - 13 ნოემბერი, 2017
შემდეგი:
კახა კალაძე

Tags:

19792012201420177 მარტიზუგდიდის რაიონითბილისის მერიკოკიპოლიტიკოსისაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაქართველოს სსრქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მსოფლიოს შვიდი საოცრებაამირანი (მითოლოგია)ანგარიშთა გეგმაიმანუელ კანტიკახა კალაძევნების კვირაევროპასამცხე-ჯავახეთის მხარევეფხვიშიდა ქართლიკაცია-ადამიანი?!ჭადრაკილავრენტი ბერიასვანებირაბათის ციხეეოზონოფილებიაია-სოფიას ტაძარიბრაზილიამუნიბატონებიშენგენის ზონადიდება (ჰიმნი)ყინწვისის მონასტერირენესანსიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითლეიკოციტოზიარგონავტებიფილების ტექტონიკააშშ-ის პრეზიდენტების სიადუბაის საამირომთვარის დაბნელებავაჟა-ფშაველამარკ ტვენილოცვა ეფრემ ასურისაცხელი ძაღლიკუთრი თბოტევადობაელენე ხოშტარიასლოვაკეთიფოთიმდინარესეტყვაიბერიაფილტვებიირემიდედამიწათამბაქოვლადიმერ ლენინისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამდგრადი განვითარებაგიორგი XIგიორგი ლეონიძენიუ-იორკილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმუხასაქართველომღრღნელებისქესობრივი აქტიმეწყერიმასონობაეკლესია (ნაგებობა)საფრანგეთის რევოლუციადინოზავრებიქარიგაერთიანებული სამეფოალიტერაციაბესლანის ტერაქტიბარაკონირიცხვითი სახელიამერიკის შეერთებული შტატებისაფრანგეთიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზმნიზედაფუტკრებინაციონალიზმიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიამათემატიკაქართლის სამეფოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი🡆 More