გურიანთა

გურიანთა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გურიანთა, ციხისფერდი).

გურიანთა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურიანთა (მრავალმნიშვნელოვანი).

მდებარეობს მდინარეების ბჟუჟისა და ნატანების შესართავთან ახლოს, მდინარე სავაციას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 70 მ., ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზაზე, ოზურგეთიდან 5 კმ.

სოფელი
გურიანთა
გურიანთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი გურიანთა
კოორდინატები 41°56′33″ ჩ. გ. 41°57′28″ ა. გ. / 41.94250° ჩ. გ. 41.95778° ა. გ. / 41.94250; 41.95778
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ადრეული სახელები კახური, გურიამთა
ცენტრის სიმაღლე 70
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1215 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %, ეზიდები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გურიანთა — საქართველო
გურიანთა
გურიანთა — გურიის მხარე
გურიანთა

სოფელში არის საჯარო სკოლა, რკინიგზის სადგური „კახური“, კულტურის სახლი, მუზეუმი.

ისტორია

გურიანთა დასახლებული იყო ახალი ქვის ხანაში. მდინარე სკურდუმის მარჯვნივ აღმოჩენილია ნეოლითური ნამოსახლარი. V-VIII სუაკუნეებში გურიანთის ტერიტორიაზე, მდინარეების სკურდუმისა და ნატანების შესართავთან არსებობდა ციხე-ქალაქი ვაშნარი. ვაშნარი ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით წარმოადგენდა მაშინდელი გურიის ცენტრს, ხოლო გურიანთის სახელწოდებიდან წარმოიშვა ტოპონიმი გურია.

გვიან ფეოდალურ ხანაში ვაშნარი წარმოადგენდა ნაკაშიძეთა სათავადოს ზამთრის რეზიდენციას. 1689-1717 წლების საბუთში იხსენიება ნაკაშიძეების აზნაური გიორგი მამულაიშვილი, რომელიც ციხისთავი იყო და გურიანთას განაგებდა. სოფლის ტერიტორიაზე ასევე იყო ხის ეკლესიები, კახურის წმინდა გიორგის ეკლესია და მონასტრის მთავარანგელოზთა ეკლესია. 1885 წელს გურიანთის სასოფლო საზოგადოებაში შეიქმნა სოფელი ეწერი, სადაც დაასახლეს 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის ვეტერანები. 1902 წელს გურიანთის სასოფლო საზოგადოება აერთიანებდა ორ სოფელს, მოსახლეობის რაოდენობა იყო 1895 ადამიანი. 1908 წელს გურიანთის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სამი სოფელი, ხოლო მოსახლეობა იყო 1311 ადამიანი. ცალკე სოფლებად იყო აღრიცხული გურიანთა და კახური.

1938 წელს გურიანთისგან გამოყოფილ იქნა და ცალკე სასოფლო საბჭოდ ჩამოყალიბდა ბაილეთი. 1946 წელს სოფელში აშენდა აგურის ქარხანა, რომელიც 50-60 ათას აგურს ამზადებდა წელიწადში. 1949 წელს ამუშავდა ჩაის ფაბრიკა, რომელიც ვაშნარის ნანგრევებზე აშენდა.

მუზეუმი

სოფელ გურიანთის მემორიალური მუზეუმი დაარსდა 1983 წელს. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია სოფლის ისტორიის ამსახველი მასალები, მათ შორის: გურიანთა-ციხისფერდის უბანში მდინარე სკურდუმის ბორცვზე 1963 წელს გათხრების შედეგად აღმოჩენილი გვიანი ნეოლითის ხანის კაჟის, რიყისქვის იარაღები, ადრეფეოდალური ხანის ვაშნარის ციხე-ქალაქის მასალები. მუზეუმის ერთ დარბაზში წარმოდგენილია გურული სახლი, ციხისფერდში ნაპოვნი ქვის ვერძის ქანდაკება. დარბაზებში გამოფენილია სოფლის ისტორიის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1893 1207
1908 გურიანთა  1113
1911 გურიანთა  677
2002 გურიანთა  1586
2014 გურიანთა  1215 587 628

ცნობილი ადამიანები

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

გურიანთა ისტორიაგურიანთა მუზეუმიგურიანთა მოსახლეობაგურიანთა ცნობილი ადამიანებიგურიანთა გალერეაგურიანთა ლიტერატურაგურიანთა სქოლიოგურიანთაბჟუჟიგურიის მხარეზღვის დონეთემიმდინარენატანებიოზურგეთიოზურგეთის მუნიციპალიტეტისაქართველოსოფელიურეკიციხისფერდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარტივი რიცხვისაქართველოს ტერიტორიული მოწყობანოდარ დუმბაძეემპათიაევროპა24 აპრილიგაერთიანებული სამეფოთაშმიჯაბივეშაპისნაირნიქართული ენააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბენიტო მუსოლინიშველირეზოლუციაილარიონ ტალახაძეათონის ივერთა მონასტერიბზობარენესანსისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024საფრანგეთიესპანეთიდელფინებისილიციუმიგერმანიის ქალაქების სიაბათუმიფემინიზმიგოგირდიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაFacebookრუსეთ-საქართველოს ომი (2008)საქართველოს სოფლებისასწორი (ასტროლოგია)თევზები (ასტროლოგია)კახეთიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაალცჰაიმერის დაავადებარიონიბრუნებაგულიგველის-მჭამელიშხარამერცხლისებრნილუკა მოდრიჩიმთაწმინდამუსიკამთლიანი შიდა პროდუქტიმარო მაყაშვილილავრენტი ბერიააპენდიციტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმარქსიზმიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიოქტავიანე ავგუსტუსივერცხლიდედაპლატასინონიმებიგონიოს ციხელობიოსტამბოლიკურდღელიენცეფალოპათიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისაქართველოს ისტორიახინკალიფოტოსინთეზირომის რესპუბლიკაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსასანიანთა იმპერიაგიორგი V ბრწყინვალებალდუინ IV იერუსალიმელიაქლემიუშგულის თემიმაცივარიასტრიდ ლინდგრენივიკისაწყობიYouTubeმინერალების სია🡆 More