გუდაუთის მუნიციპალიტეტი

გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხ.

მისი ტერიტორია იმყოფება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების და რუსული საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშ.

ადმინისტრაციული ერთეული
გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აფხ. Гәдоуҭа амуниципалитет
გუდაუთის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი გუდაუთა
ფართობი 1640 კმ²
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (444)
საფოსტო ინდექსი 6900–6999

მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. გუდაუთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები, აღმოსავლეთით სოხუმის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით გაგრის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — შავი ზღვა. ფართობი 1640 კმ2. ცენტრი — ქ. გუდაუთა. მუნიციპალიტეტში არის 2 ქალაქი (ახალი ათონი, გუდაუთა), 1 დაბა (მიუსერა), 109 სოფელი, 20 თემი: ააცის, აბღარხუქის, აგარაკის, ანუხვის, აჭანდარის, ახალსოფლის, ბარმიშის, ბლაბურხვის, დურიფშის, ზვანდრიფშის, კალდახვარის, ლიხნის, მუგუძირხვის, მწარის (ცენტრი — ჭირუთა), ოთხარის, პრიმორსკოეს, ფსირცხის, ყულანურხვის, ხოფის, ჯირხვის.

1917 წლამდე ახლანდელი გუდაუთის მუნიციპალიტეტი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აფხაზეთის სსრ-ში გუდაუთის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო დღევანდელ საზღვრებში.

გეოგრაფია

გუდაუთის მუნიციპალიტეტი მთაგორიანია. ჩრდილოეთით აღმართულია კავკასიონის მთავარი ქედი (მთა აჟარა, 2908 მ), რომელსაც სამხრეთით გაუყვება აწითაქუს, ანჩხოსა და აჩიბახის გვერდითი ქედები. მდ. ბზიფის მარცხენა მხარეს გადაჭიმულია ბზიფის ქედი, რომელზეც აღმართულია კლდოვანი მთები: ძიშრა, ჭიფშირა და სხვ.

ზღვისპირა ზოლში ერთმანეთის პარალელურად მიემართება ზაშირბარისა და აქვის ქედები. ზღვის სანაპირო ზოლი გორაკბორცვიანი დაბლობია. კავკასიონის თხემური ზონა აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. უფრო სამხრეთით ზედაპირზე გამოდის ლიასური თიხაფიქლები. აწითაქუსა და ანჩხოს ქედები აგებულია ბაიოსური ტუფებითა და პორფირიტებით, აჩიბახის, ბზიფისა და ზაშირბარის ქედები — გვიანდელი იურული და ცარცული ასაკის კირქვებით, გორაკ-ბორცვიანი ზოლი და ზღვისპირა დაბლობი — მესამეული და მეოთხეული ასაკის თიხაფიქლებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, ქვიშებით და სხვ. წიაღისეულიდან არის ტყვიისა და თუთიის მადანი (ძიშრის საბადო), ქვანახშირი (ბზიფის საბადო), ბარიტი (აძაგა-აფშრის საბადო).

ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპოკული ტიპისაა. დაბალ ზონაში იანვრის საშუალო ტემპერატრაა 5–7ºC, ივლისის — 23–24ºC. ნალექები — 1500 მმ წელიწადში. საშუალმთიან ზონაში იანვრის საშუალო ტემპერატრა –3ºC-იდან –6ºC-მდეა, ივლსის — 15–16ºC. ნალექები — 2000 მმ წელიწადში. უფრო ზემოთ მაღალმთის ნოტიო და ნივალური ჰავაა.

მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ბზიფი. მისი შენაკადია გეგა იუფშარით. ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე მიედინება მჭიშთა, ხიფსთა, ააფსთა. მდინარეთა ხეობები, რ-ებიც იურულ და ცარცულ კირქვებშია გამომუშავებული, კანიონისებრია (გეგის, იუფშარის კანიონები). ზოგი მდინარე (იუფშარა, მჭიშთა და სხვ.) მიწისქვეშაც მიედინება. მდინარეები საზრდოობენ უმთავრესად წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მყინვარებით საზრდოობს მხოლოდ ბზიფი. მუნიციპალიტეტში მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ტბა რიწა, აქვეა პატარა რიწა და მყინვარული წარმოშობის ტბა მზი. ზღვისპირა დაბლობზე ალუვიური კარბონატული ნიადაგია, გორაკ-ბორცვებზე — ყვითელმიწა. ბზიფის ქედის სამხრ. კალთაზე განვითარებულია კორდიან-კარბონატული ნიადაგი. ანჩხოსა და აწითაქუს ქედების კალთებზე, ქვემოთ ტყის ყომრალი, ზემოთ გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებია. ქედების თხემზე არის კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები.

ზღვისპირა ზოლში გავრცელებულია ქვიშნარის მცენარეულობა — რძიანა, ლურჯი ნარი, ძეძვი, ქოთანა და სხვ. დაბლობზე შემორჩენილია მურყნის, ოფის, ტირიფისა და სხვ. ლიანებიანი ტყეები. მთისწინეთისა და დაბალი მთების ქვედა სარტყელი (500–600 მ-მდე) შემოსილია მარადმწვანე ქვეტყიანი კოლხური ტყით (ქართული მუხა, რცხილა, წიფელი, ცაცხვი, წაბლი და სხვ.). ქვეტყეში გვხვდება შქერი, ბაძგი, თაგვისარა, ბზა, წყავი და სხვ. ბევრია ლიანები. საშუალმთიან ზონაში ქვედა სარტყელი უკავია წიფლნარს, ზედა — სოჭნარ-ნაძვნარს, ვიწრო ზოლს ქმნის სუბალპ. ტყე. ტყის ზონის ზემოთ განვითარებულია ლიხი, სუბალპური და ალპური მდელოები, რომლებიც გამოყენებულია საძოვრებად. მაღალმთიან ზონაში ბინადრობს სევერცოვის ჯიხვი, არჩვი; ალპურ ზონაში — ენდემური პრომეთეს მემინდვრია; ტყის ზონაში — მურა დათვი, მგელი, გარეული ღორი, შველი, ირემი, ტურა, კვერნა და სხვ.; ქვეწარმავლები: კავკასიური გველგესლა, ხვლიკი. მდინარეებში ბევრია წვერა, ტობი, ფრიტა, კალმახი.

ძირითადი ლანდშაფტები: 1. სანაპირო ქვიშიან-ხრეშიანი დიუნები ფსამოფილური მცენარეულობით; 2. დახრილი ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით; 3. ბორცვიან-ტერასული მთისწინეთი კოლხ. მცენარეულობით, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; 4. კარსტული დაბალი და საშუალო მთა-ტყის ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარით, წიფლნარითა და წიფლნარ-მუქწიწვოვნებით, კორდიან-კარბონატული ნიადაგით; 5. სუბალპური ტყეები და მდელოები მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით; 6. ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა რიწის სახელმწიფო ნაკრძალი, ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი, კარსტული მღვიმე „თოვლიანი უფსკრული".

მოსახლეობა

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ.
გუდაუთის 53,468 გუდაუთის მუნიციპალიტეტი  60,139 გუდაუთის მუნიციპალიტეტი  57,231 გუდაუთის მუნიციპალიტეტი  59,146 გუდაუთის მუნიციპალიტეტი  59,200 გუდაუთის მუნიციპალიტეტი  ოკ. რუს. ფ.

ეკონომიკა

1990 წელს გუდაუთის მუნიციპალიტეტის მთელი ფართობის 22,4% (36,7ათ. ჰა ) ეჭირა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მემინდვრეობა და მრავალწლიანი კულტურების მოყვანა, მოჰყავდათ აგრეთვე სიმინდი, ბოსტნეულბაღჩეული და საკვები კულტურები. მრავალწლიან კულტურათაგან – ვაზი, ჩაი, ციტრუსები და სხვ. ჩაი გაშენებული იყო ძირითადად სოფლებში დურიფშსა და ლიხნში. საკარმიდამო ნაკვეთებზე მევენახეობით გამოირჩეოდა სოფლები: ბამბორა, ლიხნი, აჭანდარა, ახალსოფელი, დურიფში. აშენებდნენ უმთავრესად მაღლარ ვაზს – „იზაბელას", რ-ისგანაც ამზადებდნენ ღვინოებს „ფსოუს", „აფსნს", „ლიხნს" და სხვ. გავრცელებული იყო დაბლარი ვაზის ჯიშებიც – ცოლიკაური, ჩხავერი და სხვ. განვითარებული იყო აგრეთვე მებაღეობა, მეციტრუსეობა, რომლითაც გამოირჩეოდა ახალი ათონის მიმდებარე სოფლები. იყო ზეთისხილის პლანტაცია. მეცხოველეობა სოფლის მეურნეობაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა.

მრეწველობაში წამყვანი იყო კვების მრეწველობა. იყო ჩაის ფაბრიკები (გუდაუთა, ლიხნი), თამბაქოს საფერმენტაციო და ღვინის ქარხნები, ავტოსარემონტო სახელოსნოები (გუდაუთა). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს რკინიგზის მაგისტრალი და შავიზღვისპირა საავტომობილო გზატკეცილი. შიდარაიონული მიმოსვლის მთავარი საშუალება იყო საავტომობილო ტრანსპორტი. საკურორტო-ტურისტულ სეზონში გარკვეულ როლს ასრულებდა ადგილობრივი საზღვაო ხაზი (ნავმისადგომები – ახალ ათონში, გუდაუთასა და მიუსერაში).

კულტურული მემკვიდრეობა

გუდაუთის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: ამბარის ხუროთმოძღვრული კომპლექსი (VIII–IX სს.) სამეკლესიიანი ბაზილიკითა და ძველი სასახლით, შუა საუკუნეების ნამონასტრალი (VIII–IX სს.) ახალი ათონის მიდამოებში, ივერიის მთაზე (ისტორიული ანაკოფიის ტერიტორია), სიმონ კანანელის გუმბათოვანი ეკლესია (IX–X სს., შეკეთებულია XIX ს-ში), ყულანურხვის ეკლესია, კალდახვარის ციხე (ორივე – შუა საუკ.), ლიხნის გუმბათოვანი ტაძარი (IX–X სს., კედლის მხატვრობა XIII–XIV სს.) და შარვაშიძეების სასახლე (X–XI სს., გადაკეთებულია XIX ს-ში).

ფოტოგალერეა

სქოლიო

Tags:

გუდაუთის მუნიციპალიტეტი გეოგრაფიაგუდაუთის მუნიციპალიტეტი მოსახლეობაგუდაუთის მუნიციპალიტეტი ეკონომიკაგუდაუთის მუნიციპალიტეტი კულტურული მემკვიდრეობაგუდაუთის მუნიციპალიტეტი ფოტოგალერეაგუდაუთის მუნიციპალიტეტი სქოლიოგუდაუთის მუნიციპალიტეტიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზური ენასაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნატვრის ხე (ფილმი)ჭიაკოკონობასაფრანგეთიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარისაქართველოს სამხედრო წოდებებიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)სვანური ენაისლამიჰოლოკოსტილიბერალიზმიფარსმან II ქველიჯეიმზ კუკიმგელიმიქელანჯელო ბუონაროტიაფხაზთა სამეფომთაავთანდილ ჭრიკიშვილიკავკასიონითევდორე კველთელიმიგრაციაკირჩხიბი (ასტროლოგია)საქართველოს ისტორიაუჯრედინიკო ნიკოლაძევარდიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკახეთის აჯანყება (1659)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატივაჟა-ფშაველაჰომოფობიამიხეილ სააკაშვილიგეორგიევსკის ტრაქტატისაქართველოს დიდი სოფლებითამარ გვერდწითელიმეჰმედ IIჩვეულებრივი სელაპიშოთა რუსთაველიკალათბურთიირაკლი კობახიძესაქართველოს მუნიციპალიტეტებიადიშის ოთხთავიიტალიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ნარიყალაბარსელონაიუნესკომდგრადი განვითარებავიკიპედიაელენე ახვლედიანიკაცია-ადამიანი?!აპენდიციტიჭიანჭველასებრნიქართლის გაქრისტიანებასაქართველოს მდინარეების სიაადამიანის ჩონჩხითეთრი დათვიგლობალიზაციადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაკათოლიციზმიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაჭიამაიასებრნიგამზრდელი (პოემა)აქლემიაბრეშუმის ჭიაწინადადებააზერბაიჯანიამერიგო ვესპუჩიიალბუზილომიანტარქტიდააღმოსავლეთი საქართველოთავისუფლება (ფილოსოფია)საქართველოს პრეზიდენტილუი XIVიბერიასაქართველო XVIII საუკუნეშიIOS🡆 More