გუდაუთა (აფხ.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გუდაუთა Гәдоуҭа | |||
მაღაზია „გუნდა“ | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 43°06′00″ ჩ. გ. 40°37′00″ ა. გ. / 43.10000° ჩ. გ. 40.61667° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | XI საუკუნე | ||
ადრეული სახელები | გუდავა | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 | ||
მოსახლეობა | 15 300 კაცი (1991) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | +995 444 | ||
საფოსტო ინდექსი | 6900 | ||
მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალზე, ზღვის დონიდან 10 მ-ზე. სოხუმიდან დაშორებულია 43, თბილისიდან 487 კმ-ით.
გუდაუთა ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,3ºC, იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,6ºC, ივლისის 23,0ºC. აბსოლუტური მინიმუმი –13ºC; აბსოლუტური მაქსიმუმი 41ºC. ნალექები 1550 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 75%.
გუდაუთა XIX ს. 30-იან წლებში სოფელ ლიხნიდან გამოყოფის გზით აღმოცენდა. XIX ს. შუა ხანებში გუდაუთა პატარა სავაჭრო დაბა იყო ასი მცხოვრებით. გუდაუთა სწრაფად გავნითარდა მისი ხელსაყრელი გეოფრაფიული მდებარეობის გამო. 1874 წელს აქ დაფუძნდა სადაბო მმართველობა. ქალაქად გამოცხადდა 1926 წლის 10 ნოემბერს. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.). 1948 წელს დადგინდა სახელწოდების დაწერილობის ფორმა გუდაუთა – გუდაუთი-ს ნაცვლად.
გუდაუთაში ბომბორის აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა, საიდანაც ცივი ომის პერიოდში სამხედრო ავიაციის 171-ე ან 529-ე დივიზიების სუ-27 ტიპის ავიამოიერიშეები დაფრინავდა. ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას (მე-19 არმია). აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს.
1999 წლისთვის ავიაბაზის ეკიპირებაში შედიოდა 142 ჯავშანტრანსპორტიორი (მათ შორის - 62 ბმდ-1 და 11 ბმდ-2); და 11 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2ს9 „ნონა-ს“.
ეს ბაზა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აფხაზეთის კონფლიქტში. ქართული მხარისა და მრავალი დასავლეთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა მთავარი სამხედრო მხარდაჭერა იყო აფხაზი სეპარატისტებისთვის 1992-93 წლებში. 1995 წლის სექტემბერში საქართველო იძულებული გახდა ლეგიტიმური სტატუსი მიენიჭებინა რუსეთისთვის ამ ბაზის ლიზინგზე.
1999 წელს სტამბოლში ჩატარებულ ეუთოს სამიტზე რუსეთი დათანხმდა გუდაუთის ბაზის დახურვასა და საკუთარი ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანას, რის შედეგადაც ეს ბაზა დსთ-ის ქვეყნების სამშვიდობოების გამოყენებაში დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაბლოკა ეუთო-ს ინსპექტორთა ვიზიტი და მას შემდეგ ტექნიკის გაყვანის ახალი თარიღი არ დადგენილა. საქართველოს მთავრობის მტკიცებით ეს ბაზა კვლავაც რჩება აფხაზი სეპარატისტების მთავარი სამხედრო დასაყრდენი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები დაიდო. ეს ხელშეკრულება რუსეთს საშუალებას აძლევს მისი სამხედრო ბაზები განათავსოს გუდაუთაში, რაც ავიატექნიკასთან ერთად მოიცავს ტ-62 ტანკებს, მსუბუქ ჯავშნიან მანქანებს, ს-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და სხვა.
გუდაუთის ბაზა დღემდე რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.
სახელწოდება მდინარის სახელისაგან მომდინარეობს -ҭа ადგილის სუფიქსის დართვით. თავდაპირველად მას და მდ. გუდოუს გუდავა ეწოდებოდა. გუდოუ გუდავას აფხაზური ფორმაა. 1948 წელს დადგინდა სახელწოდების დაწერილობის ფორმა გუდაუთა – გუდაუთი-ს ნაცვლად.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გუდაუთა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.