გუდარეხი

გუდარეხი (ყოფილი ღორისთავი, გადაერქვა 1947 წლის 19 აპრილს) — სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ჩხიკვთის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
გუდარეხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ჩხიკვთა
კოორდინატები 41°35′26″ ჩ. გ. 44°27′24″ ა. გ. / 41.59056° ჩ. გ. 44.45667° ა. გ. / 41.59056; 44.45667
ადრეული სახელები ღორისთავი
ცენტრის სიმაღლე 1100
მოსახლეობა 12 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 92 %
რუსები 8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გუდარეხი — საქართველო
გუდარეხი
გუდარეხი — ქვემო ქართლი
გუდარეხი
გუდარეხი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
გუდარეხი

მდებარეობს ბედენის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე გუდარეხისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1100 მ, თეთრიწყაროდან 8 კმ.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 12 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 10 4 6
2014 გუდარეხი  12 7 5

ღირსშესანიშნაობა

გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938-1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI-XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონეტა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში.

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ოსტატობა, თბ., 1967;
  • მუსხელიშვილი ლ., ხიდაშელი შ., ჯაფარიძე ვ., გუდარეხის პირველი და მეორე (1938 და 1939 წწ.) არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში, თბ., 1954;
  • Такайшвили Е. С., Археологиыеские экскурсии, разыскания и заметки, в. 2, Тфл., 1905;
  • ჯაფარიძე ვ., ანდღულაძე ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 291, თბ., 1978

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

გუდარეხი დემოგრაფიაგუდარეხი ღირსშესანიშნაობაგუდარეხი ლიტერატურაგუდარეხი იხილეთ აგრეთვეგუდარეხი სქოლიოგუდარეხითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიჩხიკვთა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სომხეთითავისუფლების ქანდაკებანიუტონის კანონებიშენგენის ზონაკრწანისის ბრძოლაბიძინა ივანიშვილიქართული სამზარეულომარსიხელისუფლების დანაწილებაკახა კალაძედიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიყაზახეთიფსორიაზიიმერეთისარკაზმიდაუნის სინდრომიამერიკამარჩბივი (ასტროლოგია)ეკლესია (ნაგებობა)სინონიმებიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაგერმანიის ქალაქების სიანახშირწყლებიკორუფციასაქართველო IV საუკუნეშიუჯრედიათეროსკლეროზისიმძლავრებაში-აჩუკი (ფილმი)მწვერვალისალომე ზურაბიშვილიოსმალეთის იმპერიაფრანკთა სახელმწიფოადამიანის უფლებებიბალეტინათურანიკორწმინდის ტაძარირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)მდგრადი განვითარებაFacebookთბილისის მეტროპოლიტენიდოფამინიიოსებ სტალინიევერესტიშამქორის ბრძოლა (1195)ნიჰილიზმიარსებითი სახელინიკო ფიროსმანიმუშთაიდის ბაღიკავკასიონიგანმანათლებლობასამეგრელოფერნანდო მაგელანიაბრეშუმის დიდი გზათეიმურაზ IIკილომეტრიიუსტინიანე Iკანონი (ნორმატიული აქტი)ეკა გიგაურიალაზანიპროპაგანდაალკოჰოლიზმიაზიაძალანაცვალსახელიბახტრიონი (პოემა)რომის დაარსებანაპოლეონ ბონაპარტინაციონალ-სოციალიზმიუდაბნოსაქართველოს ფრინველთა სიასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიხვიჩა კვარაცხელიასაქართველო XIII საუკუნეშიბასიანის ბრძოლაბარაკონისაქართველოს ტერიტორიული მოწყობა🡆 More