გმირი ქალაქები

გმირი ქალაქები (რუს.

город-герой, gorod-geroy, უკრ. місто-герой, misto-heroy, ბელარ. горад-герой, horad-heroy) — საბჭოთა უმაღლესი საპატიო წოდება, რომელიც მიკუთვნებული აქვს სსრკ-ის 12 ქალაქს, მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი გმირული თავდაცვისთვის. მათ გარდა, ბრესტის ციხესიმაგრესაც აქვს მინიჭებული გმირი ციხესიმაგრის წოდება. ამჟამად, ამ ცამეტიდან ოთხი უკრაინის, მინსკი და ბრესტის ციხესიმაგრე — ბელარუსის, ხოლო დანარჩენი კი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

გმირი ქალაქები

გმირი ქალაქის — ლენინგრადის ობელისკი, ამბოხებულთა მოედანი, სანქტ-პეტერბურგი

ისტორია

პირველი ქალაქები, რომელთაც გმირი ქალაქების წოდება მიიღეს, იყვნენ: ლენინგრადი, სტალინგრადი, სევასტოპოლი და ოდესა. მათ ეს წოდება უმაღლესმა მთავარსარდალმა იოსებ სტალინმა მიანიჭა 1945 წლის 1 მაისს. კიევს ეს წოდება სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით 1961 წლის 21 ივნისს მიენიჭა. საპატიო წოდება „გმირი ქალაქი“ მიიღეს 1965 წლის 8 მაისს, მას შემდეგ რაც, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, თავისივე ბრძანების საფუძველზე, დაამტკიცა დებულება უმაღლესი ხარისხის წოდების — გმირი ქალაქის მიღების თაობაზე. ამავე დღეს ლენინგრადს, ვოლგოგრადს, სევასტოპოლს, ოდესას, კიევს, მოსკოვსა და ბრესტის ციხესიმაგრეს გადაეცათ „ოქროს ვარსკვლავის“ მედლები, ასევე მოსკოვს გმირი ქალაქის, ხოლო ბრესტის ციხესიმაგრეს გმირი ციხესიმაგრის წოდება მიენიჭათ.

დებულებაში წოდების შესახებ წერია:

გმირი ქალაქები 
„1. წარჩინების უმაღლესი ხარისხი — გმირი ქალაქის წოდება ენიჭებათ საბჭოთა კავშირის ქალაქებს, რომლებმაც დიდ სამამულო ომში გამოიჩინეს მასობრივი გმირობა და სიმამაცე სამშობლოს დაცვისათვის.

<…>

3. ქალაქი, რომელსაც მიენიჭება წარჩინების უმაღლესი ხარისხი — გმირი ქალაქის წოდება: ა) გადაეცემა სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო — ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავი; ბ) სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადასცემს სიგელს.

<…>

6. გმირი ქალაქის დროშაზე უნდა იქნეს გამოსახული ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავი.

<…>

7. გმირ ქალაქში უნდა აღიმართოს ობელისკი ლენინის ორდენისა და ოქროს ვარსკვლავის გამოსახულების, ასევე მასზე უნდა იქნეს დაწერილი სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანების ტექსტი.

გმირი ქალაქები და გმირი ციხესიმაგრე

ქვეყანა გმირი ქალაქი წოდების მინიჭების თარიღი
1 გმირი ქალაქები  რუსეთი ლენინგრადი (თანამედროვე სანქტ-პეტერბურგი) 8 მაისი, 1965
2 გმირი ქალაქები  უკრაინა ოდესა 8 მაისი, 1965
3 გმირი ქალაქები  უკრაინა სევასტოპოლი 8 მაისი, 1965
4 გმირი ქალაქები  რუსეთი ვოლგოგრადი (1961 წლამდე სტალინგრადი) 8 მაისი, 1965
5 გმირი ქალაქები  უკრაინა კიევი 8 მაისი, 1965
6 გმირი ქალაქები  ბელარუსი ბრესტის ციხესიმაგრე (გმირი ციხესიმაგრე) 8 მაისი, 1965
7 გმირი ქალაქები  რუსეთი მოსკოვი 8 მაისი, 1965
8 გმირი ქალაქები  უკრაინა ქერჩი 14 სექტემბერი, 1973
9 გმირი ქალაქები  რუსეთი ნოვოროსიისკი 14 სექტემბერი, 1973
10 გმირი ქალაქები  ბელარუსი მინსკი 26 ივნისი, 1974
11 გმირი ქალაქები  რუსეთი ტულა 7 დეკემბერი, 1976
12 გმირი ქალაქები  რუსეთი მურმანსკი 6 მაისი, 1985
13 გმირი ქალაქები  რუსეთი სმოლენსკი 6 მაისი, 1985

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

გმირი ქალაქები ისტორიაგმირი ქალაქები და გმირი ციხესიმაგრეგმირი ქალაქები ლიტერატურაგმირი ქალაქები სქოლიოგმირი ქალაქებიბელარუსიბელარუსული ენაბრესტის ციხესიმაგრემეორე მსოფლიო ომიმინსკირუსეთირუსული ენასსრკუკრაინაუკრაინული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკეის პირველი საეკლესიო კრებამეგობრობათანდებულიყვავილოვანი მცენარეებიჩემი ცოლის დაქალებინახშირწყლებისაქართველოს სამეფოერთა ლიგათავისუფლება (ფილოსოფია)ბაქტერიებინარკომანიარამადანისაფუარი სოკოებიუშგულის თემიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიტყვეთა სყიდვანავთობიკომპიუტერიმდინარესულეიმან Iხევსურეთიმგელიწყალიოაზისიჩინეთიაღმოსავლეთი კავკასიონიშუშანიკის წამებამსოფლიოს მოსახლეობასაქართველოს ფრინველთა სიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარედედამიწის ატმოსფერობიჭვინთამეტაფორაბრუნებააბას I (ირანი)პიეტაპირველი ჯვაროსნული ლაშქრობასაქართველო IV საუკუნეშიმწვერვალიაჭარაარაგვიადოლფ ჰიტლერიტრეფიკინგიატლანტის ოკეანეტყექართული ხალხური ცეკვებიროდოსის კოლოსიზვიგენებიდიდგორის ბრძოლაკოლიბრებისახელმწიფო საზღვარიცისფერყანწელებისამხრეთი კორეახვიჩა კვარაცხელიანივთიერებაერეკლე II-ის ოჯახისალომე ზურაბიშვილიინდონეზიაკვადრატისაქართველოს წითელი ნუსხაქართული დამწერლობარომის იმპერატორების სიამსოფლიოს უდიდესი ტბების სიარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარერუსეთის იმპერიანონა გაფრინდაშვილიმეჰმედ III3 მარტისაბჭოთა ოკუპაციის დღემცხეთის ჯვრის მონასტერიენერგიადეციმეტრიბაგრატიონებირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ინფორმაციაალბერტ აინშტაინიტაილანდი🡆 More