გიტეგა: ბურუნდის დედაქალაქი

გიტეგა (ფრანგ.

მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1658 მეტრზე. 22 989 მცხოვრები (2012); მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეოთხე ქალაქია.

ქალაქი
გიტეგა
Gitega
გიტეგა: ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა
ქვეყანა ბურუნდის დროშა ბურუნდი
პროვინცია გიტეგის პროვინცია
კოორდინატები 03°25′40″ ს. გ. 29°55′30″ ა. გ. / 3.42778° ს. გ. 29.92500° ა. გ. / -3.42778; 29.92500
დაარსდა 1912
ადრეული სახელები კიტეგა
ცენტრის სიმაღლე 1658
მოსახლეობა 22 989 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 230
გიტეგა — ბურუნდი
გიტეგა

ისტორია

გიტეგა: ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა 
გიტეგის საკათედრო ტაძარი

ქალაქი დააარსეს გერმანელებმა 1912 წელს და ბურუნდის სამეფოს დედაქალაქი გახდა უსუმბურას მაგივრად. აქვე განთავსდა მვამის (მეფის) რეზიდენციაც. ბელგიური მმართველობის პერიოდში ქალაქი კიტეგა რუანდა-ურუნდის ადმინისტრაციული ცენტრი იყო.

1959 წლის 10 ნოემბერს რომის პაპის იოანე XXIII-ის ბულის მიხედვით შეიქმნა გიტეგის არქიეპარქია. 1962 წლიდან დამოუკიდებელი ბურუნდის დედაქალაქი თითქმის 57 წლის განმავლობაში ბუჟუმბურა გახდა, ხოლო გიტეგაში დარჩა მვამის რეზიდენცია 1966 წლამდე, ქვეყანაში მონარქიის ლიკვიდაციამდე. 1990 წლის 5 სექტემბერს ქალაქს ეწვია რომის პაპი იოანე პავლე II, აფრიკული ტურის ფარგლებში.

2007 წელს ბურუნდის პრეზიდენტმა პიერ ნკურუნზიზამ განაცხადა, რომ გიტეგა მომავალში ქვეყნის დედაქალაქი გახდებოდა. 2018 წლის 24 დეკემბერს პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა დედაქალაქის გადატანის გადაწყვეტილება. პარლამენტმა იგი 2019 წლის 16 იანვარს დაამტკიცა და გიტეგა ოფიციალურად დედაქალაქი გახდა. ბუჟუმბურას კი მიენიჭა ქვეყნის ეკონომიკური დედაქალაქის სტატუსი.

გეოგრაფია

განლაგებულია მდინარე რუვუბუს (მდინარე კაგერის შემდგენელი, ნილოსის აუზი) ზემო წელზე. ზღვის დონიდან 1845 მ.

ეკონომიკა

საავტომობილო კვანძი (ბუჟუმბურა — გიტეგა, გიტეგა — ბუტარე, გიტეგა — მაკამბა). განვითარებულია კვების მრეწველობა (ყავის გაწმენდა და გადამუშავება, ლუდის ხარშვა, უალკოჰოლო სასმელების წარმოება). ქალაქთან ახლოს მდებარეობს ნიკელის მსხვილი საბადო.

განათლება

ქალაქში არის უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა (1983), კერამიკის ხელოვნების სკოლა, ბურუნდის ეროვნული მუზეუმი (1955). 2014 წელს დაარსდა გიტეგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.

მოსახლეობა

მოსახლეობა წლების მიხედვით:

1990 2006 2012
20 700 23 200 22 989

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

გიტეგა ისტორიაგიტეგა გეოგრაფიაგიტეგა ეკონომიკაგიტეგა განათლებაგიტეგა მოსახლეობაგიტეგა ლიტერატურაგიტეგა სქოლიოგიტეგა20122019ბურუნდიგიტეგის პროვინციაფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვატიკანიჯანღასაქართველოს დაცული ტერიტორიებილიბერალიზმისაქართველოს სსრ წითელი წიგნიგასტრიტიზამთარიკილომეტრიზედსართავი სახელისეტყვასვანეთინაციონალ-სოციალიზმიცენტნერიაბრეშუმის ჭიაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიწრეწირიხელოვნური თანამგზავრინიდერლანდებიალუდა ქეთელაურიბაგრატ III (საქართველოს მეფე)კრიშტიანუ რონალდუჰექტარისაქართველოს ისტორიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაუნგრეთიიტალიაელ კლასიკოკილოგრამისაქართველოს ბრძოლების სიაჯაყოს ხიზნებისისხლიდემეტრე Iსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარებუნების დაცვაალმასიპირველი მსოფლიო ომირეფლექსებიმუშთაიდის ბაღიქართული მითოლოგიაბათუმის ბოტანიკური ბაღითემურლენგიალცჰაიმერის დაავადებამტკვარიმეგობრობამინერალების სიაბატონებიელენე ხოშტარიაგლობალური დათბობაფეხბურთირომბისუვერენიტეტიფსორიაზიალექსანდრე I დიდითვალიგლობალიზაციაკანონიერი ქურდიშამქორის ბრძოლა (1195)ფუტურიზმიილია თოფურიანახშირწყლებიალექსანდრე მაკედონელიანტონიმივატერლოოს ბრძოლაჰაერის დაბინძურებაკურო (ასტროლოგია)კავკასიასტოიციზმიკილიმანჯაროსაქართველო XV საუკუნეშიწითელაბართლომეს ღამელადო ასათიანიმიხეილ ჯავახიშვილისაქართველოს დემოგრაფიაკულტურა🡆 More