გიორგი ძოწენიძე

გიორგი სამსონის ძე ძოწენიძე (დ.

23 თებერვალი [ძვ. სტ. 10 თებერვალი], 1910, ქუთაისი, — გ. 5 მაისი 1976, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). სკკპ წევრი 1940 წლიდან. 1957-1959 წლებში გიორგი ძოწენიძე იყო თსუ-ის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე, ხოლო 1958-1959 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პასუხსაგებ მოვალეობას ასრულებდა.

გიორგი ძოწენიძე
გიორგი ძოწენიძე
დაბ. თარიღი 10 (23) თებერვალი, 1910
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 5 მაისი, 1976(1976-05-05) (66 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა გიორგი ძოწენიძე რუსეთის იმპერია
გიორგი ძოწენიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გიორგი ძოწენიძე სსრკ
საქმიანობა გეოლოგი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური მე-2 ხარისხის პრემია, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინური პრემია, ლენინის ორდენი და ლენინის ორდენი

ბიოგრაფია

გიორგი ძოწენიძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში, მუშის ოჯახში. 1925 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1929 წელს წარმატებით დაასრულა. ცნობილმა გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ იგი სწავლის პერიოდში მიიწვია ლაბორანტად მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრაზე, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ძოწენიძემ – ასპირანტურაში განაგრძო სწავლა. აქ იგი წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ქართული გეოლოგიური სკოლის ჩამოყალიბების პირველ პერიოდში მის ცნობილ დამაარსებლებს ალექსანდრე ჯანელიძეს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს და კალისტრატე გაბუნიას — გიორგი ძოწენიძის პირველ მასწავლებლებს — არ ჰყოფნიდათ კვალიფიციური კადრები იმ მრავალი პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც სამამულო გეოლოგიის წინაშე იდგა. ამიტომ კათედრაზე მუშაობის პარალელურად ძოწენიძე სათავეში ჩაუდგა საველე გეოლოგიურ პარტიებს, რომლებიც იმხანად სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულ საბადოებს ეძიებდნენ, რათა ისინი შეესწავლათ და ხალხის სამსახურში ჩაეყენებინათ.

მრავალმხრივი იყო გიორგი ძოწენიძის მეცნიერული ინტერესები, მაგრამ მან იმთავითვე თავისი მოღვაწეობის ძირითად მიმართულებად პალეოვულკანოლოგია და დანალექ ქანთა კვლევა აირჩია. მან გამოიკვლია ზემო რაჭისა და ქვემო სვანეთის დარიშხანი, ზემო სვანეთის ანთიმონიტი, აჭარის გოგირდ-კოლჩედანი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის პოლიმეტალები, აგრეთვე ბარიტის, ფოსფორის, ნალციმის და მრავალი სხვა საბადო.

მისი პირველ ფუნდამენტურ ნაშრომს პალეოვულკანოლოგიაში წარმოადგენს 1938 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი „საქართველოს შუაიურული ვულკანოგენური წყების პეტროგრაფიის შესახებ“. აქ მან პირველმა აღნიშნა კავკასიონზე თავისებური ვულკანიტების, სპილიტების არსებობა, ამასთან დაადგინა, რომ სპილიტები აღნიშნული წყების მხოლოდ ქვედა ჰორიზონტებს ქმნიან, დამაჯერებლად აჩვენა, რომ იურული ვულკანური წარმონაქმნები წარმოადგენენ კირტუტიანი ვულკანიზმის კანონზომიერი განვითარების სურათს.

მომდევნო წლებში გიორგი ძოწენიძე გატაცებით აგრძელებდა საქართველოს მიოცენამდელი წარმონაქმნების შედარებით შესწავლას, განსაკუთრებით ფართოდ აშუქებდა მათ პეტროქიმიურ ბუნებას და ვულკანიზმის ევოლუციის ხასიათს. ამ მრავალწლიანი გამოკვლევების ციკლის დამაგვირგვინებელი იყო 1948 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფია — „საქართველოს მიოცენამდელი ეფუზიური ვულკანიზმი“. ამ შესანიშნავმა ნაშრომმა დიდი როლი შეასრულა სამამულო პეტროლოგიის განვითარებაში∙ ამიტომაც იყო, რომ ძოწენიძეს 1950 წელს სტალინური პრემია მიენიჭა.

თვალსაჩინოა გიორგი ძოწენიძის დამსახურება საქართველოს დანალექი წყებების კვლევის საქმეში. ამ მიზნით მან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ლითოლოგიის განყოფილება. მისი ხელმძღვანელობით და მისივე უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა საქართველოს დანალექი ფორმაციების ლითოლოგიური შესწავლა. ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაშრომების რიცხვს მიეკუთვნება 1961 წელს გამოქვეყნებული მისი მონოგრაფია — „საქართველოს შუაიურული ნახშირიანი ნალექების ზოლის ლითოლოგია და პალეოგეოგრაფია“. მნიშვნელოვანია გამოკვლევები, რომლებიც მან მიუძღვნა გეოლოგიაში სრულიად ახალ მეცნიერულ მიმართულებას — ვულკანიზმის როლს დანალექი ქანებისა და მადანთწარმოებაში∙

ძოწენიძე იყო ვულკანოლოგთა და სედიმენტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის (1970), ბულგარეთის (1971) და ლონდონის (1975) გეოლოგიისა და აშშ-ის (1971) გეოგრაფიის საზოგადოებების წევრი.

ჯილდოები

გიორგი ძოწენიძე დაჯილდოებული იყო 3 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

თხზულებები

  • Домиоценовый эффузивный вулканизм Грузии, Тбилиси, 1948;
  • Литология батских отложений Окрибы, Тбилиси, 1956 (совм. с др.);
  • Влияние вулканизма на образование осадков, М., 1965.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> Дзоценидзе Георгий Самсонович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.

Tags:

გიორგი ძოწენიძე ბიოგრაფიაგიორგი ძოწენიძე ჯილდოებიგიორგი ძოწენიძე თხზულებებიგიორგი ძოწენიძე ლიტერატურაგიორგი ძოწენიძე რესურსები ინტერნეტშიგიორგი ძოწენიძე სქოლიოგიორგი ძოწენიძე191019401947194819551957195819591968197623 თებერვალი5 მაისიგეოლოგიათბილისითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტითსუპროფესორიქართველებიქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვეფხვითბილისის ზღვამადაგასკარითაშმიჯაბიეგზისტენციარელიგია საქართველოშიჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიანიკო ბაგრატიონიფოთიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაობობებიპრაგმატიზმიეკვატორული კლიმატური სარტყელიემი უაინჰაუსიმონღოლებიგაერთიანებული სამეფოდემოკრატიაგონიოს ციხეალექსანდრე ყაზბეგიოსმალეთის იმპერიაქართული ხალხური ცეკვებივეტოიუნესკოკომუნიზმიალჟირიბუდუ ზივზივაძეტონაცადამაყვანაქართველები რუსეთშისინონიმებიბუნებრივი რესურსებიანგარიშთა გეგმაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიაჭარატურიზმინიკო ფიროსმანიფუტკრებიიგლუმთაწმინდაჰალოგენებივაჟა-ფშაველათევზებირატი ამაღლობელიკევინ დე ბრეინეშვეიცარიათამბაქობელგიანიადაგიდემაგოგიანარკოტიკინაწლავებიბუნებადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაჭადრაკიჯონ მალკოვიჩივლადიმერ პუტინითბილისის მეტროპოლიტენიYouTubeსაქართველოს რევოლუციური კომიტეტიზმნიზედაბულგარეთიკახეთიფსორიაზიასურელი მამებითრომბოციტებიმონარქიამზის სისტემათევდორე კველთელისლოვენიაქლორივახტანგ I გორგასალიკეთილშობილი ირემიქეთო და კოტე (ოპერა)სილიციუმიაშშ-ის ისტორიაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაელინიზმიქრისტესისხლა🡆 More