გიორგი ჩაკვეტაძე: ქართველი ფეხბურთელი

გიორგი ჩაკვეტაძე (დ.

29 აგვისტო, 1999) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველი.

გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე: საკლუბო კარიერა, სანაკრებო კარიერა, სანაკრებო გოლები
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 აგვისტო, 1999 (1999-08-29) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
უოტფორდი
ნომერი 16
ახალგაზრდული კარიერა
2007–2010 ნორჩი დინამო
2010–2016 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2016–2017 დინამო თბ. 29 (5)
2017– გენტი 50 (5)
2022   ჰამბურგი 10 (1)
2022–2023   სლოვანი 25 (1)
2023–2024   უოტფორდი 23 (1)
2024– უოტფორდი 8 (0)
ეროვნული ნაკრები
2015–2016 საქართველო U17 20 (5)
2016 საქართველო U18 5 (0)
2016–2017 საქართველო U19 14 (1)
2017 საქართველო U21 3 (0)
2018– საქართველო 23 (8)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 აპრილი, 2024

საკლუბო კარიერა

გიორგი ჩაკვეტაძე 1999 წლის 29 აგვისტოს დაიბადა თბილისში, მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია.

გიორგიმ ვარჯიში ნორჩ დინამოში დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი იყო თამაზ კოსტავა. ნორჩ დინამოელს მოჰყვა თბილისის დინამოს აკადემია და შემდეგ ძირითადი გუნდი. ჩაკვეტაძე, ქართული ფეხბურთის ფლაგმანში 2015 წელს ჩაირიცხა და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დებიუტი კი 2016 წელს თანაქალაქურ „ლოკომოტივთან“ ჰქონდა, როდესაც ოთარ კიტეიშვილი შეცვალა.

2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე დატოვებული კარგი შთაბეჭდილების შემდეგ, ჩაკვეტაძის შეძენით წამყვანი ევროპული გუნდები დაინტერესდნენ, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა გუნდების შესახებ, რომელთა შორისაც იყვნენ „ლევერკუზენი“, „ჰოფენჰაიმი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და „ბაიერნი“, განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი ამ უკანასკნელისგან, რომლის პრეზიდენტი ული ჰიონესი პირადად იყო ტრანსფერის განხორციელებით დაინტერესებული. საბოლოოდ, გიორგის აგენტების გოგა გახოკიძისა და ლაშა ჯაკობიას ჩართულობით, გიორგიმ ბელგიურ გუნდ „გენტზე“ შეაჩერა არჩევანი, რომელთანაც კონტრაქტს 2017 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი. კლუბში ჩაკვეტაძეს საყვარელი 7-ნომრიანი მაისურა გადასცეს, რა ნომრითაც გიორგის კუმირი კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს.

სანაკრებო კარიერა

გიორგი ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა და ნაკრების შეტევების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო, რის შემდეგაც გიორგი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად და მაყურებლების ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა. უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთთან მატჩში გიორგი გახდა ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი.

სანაკრებო გოლები

# თარიღი სტადიონი მეტოქე გოლი შედეგი შეჯიბრება
1. 24 მარტი 2018 მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი გიორგი ჩაკვეტაძე: საკლუბო კარიერა, სანაკრებო კარიერა, სანაკრებო გოლები  ლიეტუვა 4–0 4–0 ამხანაგური
2. 6 სექტემბერი 2018 ასტანა არენა, ასტანა გიორგი ჩაკვეტაძე: საკლუბო კარიერა, სანაკრებო კარიერა, სანაკრებო გოლები  ყაზახეთი 1–0 2–0 უეფა-ს ერთა ლიგა D
3. 16 ოქტომბერი 2018 დაუგავას სტადიონი, რიგა გიორგი ჩაკვეტაძე: საკლუბო კარიერა, სანაკრებო კარიერა, სანაკრებო გოლები  ლატვია 3–0 3–0 უეფა-ს ერთა ლიგა D
4. 15 ნოემბერი 2018 ესტადი ნაციონალი, ანდორა ლა ველა გიორგი ჩაკვეტაძე: საკლუბო კარიერა, სანაკრებო კარიერა, სანაკრებო გოლები  ანდორა 1-0 1-1 ერთა ლიგა
5. 19 ნოემბერი 2018 ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი, თბილისი გიორგი ჩაკვეტაძე: საკლუბო კარიერა, სანაკრებო კარიერა, სანაკრებო გოლები  ყაზახეთი 2-0 2–1 ერთა ლიგა

მიღწევები

საკლუბო

    გიორგი ჩაკვეტაძე: საკლუბო კარიერა, სანაკრებო კარიერა, სანაკრებო გოლები  სლოვანი
  • სლოვაკეთის ჩემპიონი: 2022–23
  • სლოვაკეთის თასის ფინალისტი: 2022–23
    გიორგი ჩაკვეტაძე: საკლუბო კარიერა, სანაკრებო კარიერა, სანაკრებო გოლები  გენტი
  • ბელგიის ვიცე-ჩემპიონი: 2019–2020
  • ბელგიის თასის ფინალისტი: 2018–2019

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

გიორგი ჩაკვეტაძე საკლუბო კარიერაგიორგი ჩაკვეტაძე სანაკრებო კარიერაგიორგი ჩაკვეტაძე სანაკრებო გოლებიგიორგი ჩაკვეტაძე მიღწევებიგიორგი ჩაკვეტაძე რესურსები ინტერნეტშიგიორგი ჩაკვეტაძე სქოლიოგიორგი ჩაკვეტაძე199929 აგვისტოსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფეხბურთელიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელექტრული დენიჰარი პოტერიტოტალიტარიზმისინგაპურიტერორიზმიიასამანისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაძალამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარილეონარდო და ვინჩიგოდერძის ნამარხი ტყეგიორგი III (საქართველოს მეფე)თეიმურაზ Iირანიპომპეიგიორგი ლეონიძესალომე ზურაბიშვილინახშირწყლებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებითბილისის ზღვამათემატიკაკლიმენტი წიტაიშვილიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითგრიგოლ ხანძთელიწრეწირისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიარაბთა გაერთიანებული საამიროებივულკანიაია-სოფიას ტაძარიგერმანიააუტიზმირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ფერნანდო მაგელანირომიქართული ენაფესახიქართული ხალხური ცეკვებისაქართველოს წითელი ნუსხამონა ლიზაჰაერის დაბინძურებარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეაქემენიანთა იმპერიასაქართველო XVIII საუკუნეშინიკოლოზ ბარათაშვილიძაღლიევერესტივიეტნამინილოსიტერენტი გრანელიერთა ლიგაპედაგოგიკანატრიუმინახშირბადიმგელიშვედეთიადამიანის უფლებებიმარქსიზმითამარ მეფე69 (სექსუალური პოზა)გელათის მონასტერიქართული მითოლოგიასიოგუნიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაფაშიზმიბაქტერიებილონდონიმამა გაბრიელიანტონიმიირაკლი ღარიბაშვილიინგლისური ენაჟანრი ლოლაშვილიმდგრადი განვითარებადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ირაკლი აბაშიძედასავლეთ რომის იმპერიის დაცემახინკალისანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)1924 წლის აგვისტოს აჯანყებაჩერნობილის კატასტროფა🡆 More