გიორგი ბატონიშვილი

გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი; დ.

1778 — გ. 1807) — იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ძე. უმემკვიდროდ დარჩენილი სოლომონ I გიორგი ბატონიშვილს იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ზრდიდა, მაგრამ სოლომონის გარდაცვალების (1784) შემდეგ იმერეთის დიდებულებმა ისარგებლეს გიორგი ბატონიშვილის მცირეწლოვანებით და იმერეთის ტახტზე დავით II (დავით გიორგის ძე) დასვეს (1784). 1795 სოლომონ II-მ გიორგი ბატონიშვილი, როგორც მეტოქე, ტახტის პრეტენდენტი, მუხურის ციხეში ჩასვა. 1806 წლის 15 ოქტომბერს გიორგი ბატონიშვილმა მოახერხა ციხიდან გაქცევა და თავი რუსეთს შეაფარა. სიცოცხლის ბოლო წლები მან მოსკოვში გაატარა. იქვე დაწერა ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები.

ლიტერატურა

  • სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 26.
  • ჟორდანია თ., თავგადასავალი იმერთა მეფის სოლომონ დიდის შვილისშვილის ბატონიშვილის გიორგისა, «მოამბე», 1900, #5
  • Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. 3, Тфл., 1869.

Tags:

17781784179518061807ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი)დავით II, გიორგი VII-ის ძემოსკოვირუსეთისოლომონ Iსოლომონ II

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლიმფოციტებიდეციმეტრიოგანესონიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიტაივანიგია ყანჩელინელსონ მანდელაზვიგენებიბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)გიორგი ლეონიძემიხეილ სააკაშვილისომხეთიდიმიტრი ყიფიანისასანიანთა იმპერიანიჰილიზმიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაშენგენის ზონათეთრი დათვისულეიმან Iფიოდორ დოსტოევსკიამერიკანარიყალაკალათბურთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიბაზალეთის ტბაკავკასიასაქართველოს სატელეფონო კოდებიანალური სექსიგიორგობაგაპიროვნებაჯაყოს ხიზნებილაზებინაციონალიზმიიმანუელ კანტიკორუფციამარო მაყაშვილიგიორგი ქოჩორაშვილი1832 წლის შეთქმულებაანტარქტიდაარჩვიდავითგარეჯათბილისიკუებიაფრიკის ქვეყნების სიასაქართველოს სახელმწიფო დროშამართლმადიდებლობასანტიმეტრიმარტივი რიცხვიმასტურბაციაფერნანდო მაგელანიპარიზიმიქელანჯელო ბუონაროტიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაფობიების სიამიტოზიბაგრატის ტაძარიჰექტარინატურალური რიცხვიმსოფლიოს ვალუტებიხვიჩა კვარაცხელიაუჯრედინიკო ფიროსმანიგველის-მჭამელიპრომეთენიუტონის კანონებიმერკურიებრაელებიგველებისაქართველოს პარლამენტიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიარგონავტებიქართლის გაქრისტიანებანეიტროფილებიჩინეთის დიდი კედელილონდონიფარნავაზ Iიუნესკოიტალია🡆 More