სტეფანწმინდა გერგეტი

გერგეტი — უბანი დაბა სტეფანწმინდაში, ყოფილი სოფელი, მდებარეობს მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას.

სტეფანწმინდა გერგეტი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გერგეტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ზღვის დონიდან 1800 მ.

სტეფანწმინდა გერგეტი
გერგეტი

ისტორია

სტეფანწმინდა გერგეტი 
ერთ-ერთი ქუჩა გერგეტში

გადმოცემის მიხედვით ანდრია მოციქულმა აქ აღმართა ჯვარი. გერგეტი ისტორიული ხევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლება იყო. ის გაშენებული იყო დარიალის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის გასწვრივ და ჩართული იყო ხევის სათავდაცვო სისტემაში. გერგეტში შემორჩენილია XVII-XVIII საუკუნეების სათავდაცვო კოშკები. მის ტერიტორიაზეა გალავნით შემოზღუდული ხუროთმოძღვრული კომპლექსი — გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც XIV საუკუნეს განეკუთვნება. ბაგრატ V-მ ტაძრის დაცვა გერგეტელებს ჩააბარა და მათ საყდრისშვილობა უბოძა. 1966 წელს გერგეტი შეუერთდა დაბა ყაზბეგს.

ისტორიული ძეგლები

სტეფანწმინდა გერგეტი 
გერგეტის სამების ეკლესია და მყინვარწვერი

გერგეტის დასავლეთით, ტყეში დგას ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია. ესაა გეგმით მოკლე ოთხკუთხედის ფორმის შენობა. ნაგებია მოზრდილი ქვებით და ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფიქალი. აღმოსავლეთის კირით შელესილი კედელი დაზიანებულია. სახურავის და კედლების დიდი ნაწილი ჩაქცეულია. კარი დასავლეთიდან აქვს, თუმცა ადრე ვიწრო კარი სამხრეთიდანაც ჰქონია და შემდგომ ამოუშენებიათ. ეკლესიას შიგნიდან, აღმოსავლეთის კედლის გაყოლებით აქვს თარო, რომელიც გამოიყენებოდა სასანთლედ.

გერგეტის დასავლეთით მდებარეობს ნინოწმინდას ნიში. ესაა ფიქალით ნაშენი და კირით შეთეთრებული ოთხკუთხა სვეტის ფორმის მასიური ნაგებობა, ფასადით ჩრდილოეთისკენ. კედელში არის მაღალი თაღოვანი თახჩა. მის შიდა მხარეს აქვს ორნამენტი და წარწერა, რომელიც არ იკითხება.

გერგეტის დასავლეთით, მაღალი მთის დავაკებაზე, სათიკნიაის ადგილზე იდგა ორი კოშკი. შემდეგ იქ ქალთა სალოცავი მოუწყვიათ. ერთმანეთის გვერდით მდგარ ორ პატარა ნაგებობას ოთხკუთხა სვეტის ფორმა აქვთ. ერთი ოდნავ უფრო დიდია. ისინი ფიქალის მშრალი წყობითაა ნაშენები. მოზრდილ ნაგებობას ფასადი დასავლეთით აქვს. მეორე ნაგებობის კედლები ყრუა.

დემოგრაფია

1926 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 464 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926 464 199 265

ლიტერატურა

სტეფანწმინდა გერგეტი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

სტეფანწმინდა გერგეტი ისტორიასტეფანწმინდა გერგეტი ისტორიული ძეგლებისტეფანწმინდა გერგეტი დემოგრაფიასტეფანწმინდა გერგეტი ლიტერატურასტეფანწმინდა გერგეტი სქოლიოსტეფანწმინდა გერგეტიზღვის დონეთერგიმდინარესტეფანწმინდაჩხერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კოლოსეუმიექვთიმე თაყაიშვილიცივი ომივახტანგ I გორგასალირადიუსითბილისიბუნების დაცვაენცეფალოპათიაფანდურილაზებისულხან-საბა ორბელიანიაშშ-ის ისტორიაალეგორიააფორიზმიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიაპენდიციტითავის ტვინითბილისის ზღვანაკრძალინარიყალაბერძნული მითოლოგიაალა პუგაჩოვანიჰილიზმიჯუზეპე ვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024წყნარი ოკეანესამცხე-ჯავახეთის მხარემდინარემეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიპარალელოგრამინიადაგიადიშის ოთხთავილობიგიორგი II (საქართველოს მეფე)აუტიზმიამაზონიანალური სექსიფუტიგიორგი ლეონიძეორენბურგიილია ჭავჭავაძეკონსტანტინე I დიდიტურიზმიპარაცეტამოლიშეცდომა (ქართული ტელესერიალი)საფრანგეთის რევოლუციაბატონებიუჯრედიიგიაბანოთუბანიჰაერისამკურნალო მცენარეებინაწლავებიწმინდა გიორგისაუდის არაბეთისიყვარულის დღემუსიკაევერესტითვითმმართველობაეგზისტენციალიზმიკეთილშობილი ირემიჰეკლაჯვაროსნული ლაშქრობებიმერკურიძუძუმწოვრებიჯიქიინგლისური ენაშვეიცარიაEuropebetსაქართველოს სატელეფონო კოდებირელიგია საქართველოშისვანეთიგერმანიაკალანდადავით VII ულუძილის პარალიზიკონგოქვეწარმავლები🡆 More