გეპიდები

გეპიდები (ლათ.

Gipidae, Gebidi; ძვ. ბერძნ. Γήπαιδες, Γίπαιδαι; აღმ.-გერმ. Ge̅bidos, Ge̅bidans) — ძველი ხალხი, რომლებიც აღმოსავლეთ გერმანელებს მიეკუთვნებოდნენ. გადმოცემით, ისინი გუთების კვალდაკვალ გადასახლდნენ სკანდინავიიდან ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე (იხსენიება კუნძული მდინარე ვისლის შესართავში, რომელსაც გეპადოიოსი ეწოდება, ძველგერმანულად — „გეპიდების ხეობა“). რომაული ხანის გეპიდების არქეოლოგიურ ნაკვალევს თანამედროვე მკვლევარები ხედავენ ველბარკის კულტურის ცალკეულ ძეგლებში. ვისლის შუა წელიდან გეპიდების სამხრეთით გადასახლება წარიმართა III საუკუნეში (გერმანულ ტრადიციაში უკავშირდება მეფე ფასტიდოის). მათ დაამარცხეს ბურგუნდები და სხვა გაერთიანებები, მონაწილეობდნენ რომის იმპერიაზე თავდასხმებში, თუმცა მათი რაზმები დაამარცხა იმპერატორმა პრობუსმა (276–282; გეპიდების ნაწილი იმპერიის ტერიტორიაზე გადაასახლეს), მარცხი იწვნიეს გუთების მეფე ოსტროგუთასგანაც.

გეპიდები
გეპიდების სამეფო (ყავისფრად) 476 წლისთვის

IV საუკუნის ბოლოს ან V საუკუნის დასაწყისში შეტაკებები ჰქონდათ გუთებთან. ჰუნებმა ცენტრალურ ევროპაში შეჭრის დროს გეპიდები დაიმორჩილეს. საკუთარი თვითმმართველობის შენარჩუნების პირობებში, იბრძოდნენ ჰუნების სასარგებლოდ, გეპიდების მეფე არდარიხი ატილას ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იყო, მისი სიკვდილის შემდეგ აჯანყება წამოიწყეს მის მემკვიდრეთა წინააღმდეგ და მდინარე ნედაოზე გამართულ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი. V საუკუნის ბოლოსკენ დაიკავეს შუა პოტისიე (V საუკუნის ბოლო – VI საუკუნის შუა ხანების სამარხების ძირითადი კონცენტრაცია), ტრანსილვანიის ნაწილი (გეპიდების მეფეებს ან მაღალ არისტოკრატიას უკავშირდება აპაჰიდისა და შემლეულ-სილვანეის განძები), დაიპყრეს ქალაქი სირმიუმი და მისი შემოგარენი (მათ უკავშირდება მეფე ტრაზარიხისა და მისი ვაჟების მოღვაწეობა). ცნობილია, რომ გეპიდებსა და ბიზანტიას შორის დაიდო ხელშეკრულება. V საუკუნის მეორე ნახევარში რიგი კონფლიქტები გადაიტანეს ოსტგუთებთან (469, 488). 504 წელს ოსტგუთების მეფე თეოდორიხ დიდმა დაიმორჩილა სირმიუმი. ბიზანტიის მიერ ოსტგუთების სამეფოს განადგურების დროს გეპიდებმა ხელახლა დაიპყრეს სირმიუმი (არაუგვიანეს 537 წლისა) და დედაქალაქად აქციეს. ნაპოვნია ნათეგი მონეტები, რომლებიც ამ პერიოდს განეკუთვნება. VI საუკუნის შუა ხანებში ცნობილია ეპისკოპოსი ტრაზარიხი, რომელიც სირმიუმში მოღვაწეობდა (IV საუკუნის ბოლოს მიეკუთვნება პირველი მონაცემები გეპიდებს შორის ქრისტიანობის გავრცელების შესახებ არიანელობის სახით; დაკრძალვასთან დაკავშირებულ ძეგლებში ქრისტიანობა თითქმის არ არის ასახული).

VI საუკუნის შუა ხანებისთვის კონფლიქტი გამწვავდა გეპიდებსა და ლანგობარდებს შორის. 567–568 წლებში ლანგობარდებმა ავარებთან კავშირით გადამწყვეტი დამარცხება მიაყენეს მათ (მეფე კუნიმუნდი დაიღუპა), ხოლო შემდეგ, უბრალო ხალხში დუნაისპირეთის გეპიდების ნაწილის შეერთებასთან ერთად, გადავიდნენ იტალიაში. სირმიუმი, აქ არსებულ სამეფო განძთან ერთად, ბიზანტიელებმა იგდეს ხელთ, შემდგომში დაიკავეს ავარებმა, რომლებმაც გეპიდების დიდი ნაწილიც დაიმორჩილეს. ავარიის სახაკანოს შემადგენლობაში გარკვეული ხანი განცალკევებულობას ინარჩუნებდნენ, თუმცა შემდგომ ასიმილაცია განიცადეს. წყაროებში უკანასკნელად IX საუკუნეში იხსენიება გეპიდების მხოლოდ მცირე ჯგუფი პანონიაში.

სქოლიო

Tags:

ბალტიის ზღვაბურგუნდებიგუთებიველბარკის კულტურავისლალათინური ენაპრობუსირომის იმპერიასკანდინავიაძველი ბერძნული ენაძველი გერმანელები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დელფინებიგულიჰარი პოტერიშხარაელენე ახვლედიანიკანადაკუებილომიბუნებრივი გადარჩევასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა9 აპრილის ტრაგედიასაქართველოს რევოლუციური კომიტეტივეტომსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითამირანი (მითოლოგია)ეგვიპტის პირამიდებიგერმანიის ქალაქების სიაარასამთავრობო ორგანიზაციაქეთო და კოტე (ოპერა)ვატიკანითბილისის მეტროპოლიტენიფარსმან II ქველიბუნებანიკორწმინდის ტაძარიზღარბისებრნიგიორგი ანწუხელიძეალკოჰოლიზმისტიბიუმიანემიაძველი თბილისიგალაკტიონ ტაბიძეენცეფალოპათიანაციონალ-სოციალიზმირელიგიავეშაპისნაირნითორნიკე ოქრიაშვილივიქტორ დოლიძებორჯომი (წყალი)ავტორიტარიზმი18 აპრილიენგურის ჰიდროელექტროსადგურიპოლიტიკააზიამურა დათვიდისკრიმინაციაქრისტიანობაარაბთა გაერთიანებული საამიროებინიკა გვარამიადედოფალამიხეილ ყაველაშვილიავტომობილიიტალიაწრეწირიგელათის მონასტერიბათუმის ბოტანიკური ბაღიგორის ციხემარკ ტვენიხევისბერი გოჩასპილოსებრნიცხოველებიტოტალიტარიზმიუილიამ შექსპირიეგზისტენციალიზმიალეკო ელისაშვილიფეხბურთიმთვარის დაბნელებადედამიწის დღეგურიაკარლო ანჩელოტიქართული ფილმების სიაარწივიჰექტარისიმკვრივეწიგნი სიბრძნე სიცრუისაანა კალანდაძეკვადრატული მეტრიენერგია🡆 More