გალის მუნიციპალიტეტი

გალის მუნიციპალიტეტი (აფხ.

Гал амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში, კერძოდ, აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე.

ადმინისტრაციული ერთეული
გალის მუნიციპალიტეტი
აფხ. Гал амуниципалитет
გალის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი გალი
კოორდინატები 42°38′00″ ჩ. გ. 41°44′00″ ა. გ. / 42.63333° ჩ. გ. 41.73333° ა. გ. / 42.63333; 41.73333
ფართობი 1003±1 კმ²
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (447)
საფოსტო ინდექსი 6800–6899
გალის მუნიციპალიტეტი — საქართველო
გალის მუნიციპალიტეტი
გალის მუნიციპალიტეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გალის მუნიციპალიტეტი

1917 წლამდე გალის რაიონი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში სამურზაყანოს მაზრის სახელწოდებით, 1925 წლის 1 აპრილიდან — გალის მაზრა, ხოლო 1939 წლიდან — გალის რაიონის სახელწოდებით.

გალის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოჩამჩირის, აღმოსავლეთით — წალენჯიხის, სამხრეთით — ზუგდიდის რაიონები, დასავლეთით — შავი ზღვა. ფართობი 1003 კმ2. რაიონული ცენტრი — ქ. გალი. 2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ბუნება

რელიეფი

გალის ჩრდილო-აღმოსავლეთი მთიანია, სამხრეთ-დასავლეთი — ვაკე-დაბლობი. მთიანი ნაწილი აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით; უკიდურესი ჩრდილოეთი ზოლი — იურული პორფირიტებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებით; გორაკ-ბორცვიანი ზონის აგებულებაში მონაწილეობს პალეოცენ-ეოცენური, მიოცენ-პლიოცენური კირქვები, მერგელები, თიხები, კონგლომერატები და ქვიშაქვები. სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს საშუალო სიმაღლის ინტენსიურად დაკარსტული ოხაჩქუის და ოისირედ ქედები, აგრეთვე აკიბის ქედი, სამხრეთით მოსდევს გორაკ-ბორცვიანი ზონა. ქ. გალის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია ანტიკლინური სერი სატანჯო (506 მ), კიდევ უფრო სამხრეთით, მდინარე ენგურამდე, გადაჭიმულია 20-30 მ სიმაღლის სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი. ზღვის ნაპირის გასწვრივ განვითარებულია დიუნები, მათ მიღმა სანაპირო ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია თაბაშირის (ოქუმი) საბადო.

ჰავა

გალის რაიონში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. სამურზაყანოს დაბლობსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში იცის რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-6°C, ივლისი 24°C, აბსოლუტური მინიმალური — 10-12°C, აბსოლუტური მაქსიმალური 34-36°C. ნალექები 1646-1760 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა და შემოდგომაზე. მუსონური ხასიათის ქარები. მთიან ზონაში იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2-იდან 0°C-მდეა, ივლისის 18-20°C, აბსოლუტური მინიმალური — 12-14°C. აბსოლუტური მაქსიმალური 32-34°C. ნალექები 1600-1800 მმ წელიწადში. აკიბისა და ოხაჩქუის ქედების თხემურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალია: იანვრის საშუალო ტემპერატურა 0-იდან — 2°C-მდეა, ივლისის 16°C; აბსოლუტური მინიმალური 14,-16°C, აბსოლუტური მაქსიმალური 32°C. ნალექები 1800-2000 მმ წელიწადში.

მოსახლეობა

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ.
გალის 59,619 გალის მუნიციპალიტეტი  73,256 გალის მუნიციპალიტეტი  75,538 გალის მუნიციპალიტეტი  79,440 გალის მუნიციპალიტეტი  79,600 გალის მუნიციპალიტეტი  ოკ. რუს. ფ.

მმართველობა

ეკონომიკა

კულტურა

ცნობილი ადამიანები

ღირსშესანიშნაობანი

სქოლიო

Tags:

გალის მუნიციპალიტეტი ბუნებაგალის მუნიციპალიტეტი მოსახლეობაგალის მუნიციპალიტეტი მმართველობაგალის მუნიციპალიტეტი ეკონომიკაგალის მუნიციპალიტეტი კულტურაგალის მუნიციპალიტეტი ცნობილი ადამიანებიგალის მუნიციპალიტეტი ღირსშესანიშნაობანიგალის მუნიციპალიტეტი სქოლიოგალის მუნიციპალიტეტიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზური ენასაქართველოშავი ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართვლის დედაიესო ქრისტეპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიმერაბ კოსტავაბახტრიონი (პოემა)რუსუდანიკოლოსეუმირეზოლუციაინგლისიჰოლოკოსტიმაიმუნებიმირიან IIIაჭარის ავტონომიური რესპუბლიკალანა როუდსიდეკლარაციამთლიანი შიდა პროდუქტიქრისტესისხლამოსკოვიკარლეს პუჩდემონიმიხეილ ხერგიანიკრავაი ჯაყელიტიციან ტაბიძეკეთრიოსმალეთის იმპერიაილია თოფურიაქართული სამზარეულოტელეფონების ნომრები საქართველოშიაკაკი წერეთელიფუტკრებიმიტოზიჰაერის დაბინძურებაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიტაო-კლარჯეთიკონსტანტინე გამსახურდიაქართული ფილმების სიაფოთიბუნებრივი რესურსებიფემინიზმიქეთო და კოტე (ოპერა)სიონის ტაძარიკლიმატიპარტიკულარიზმისვანეთიინსულტიკატალიზატორიორალური სექსიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაკურო (ასტროლოგია)მიხეილ ყაველაშვილიიულიუს კეისარიდედაენაარაბთა გაერთიანებული საამიროებიმზეთეთრი დათვიკვიპროსიიოჰან სებასტიან ბახირომის დაარსებააბანოთუბანიჭიამაიასებრნიენგურის ჰიდროელექტროსადგურილექსი ვეფხისა და მოყმისანიკორწმინდის ტაძარისასწორი (ასტროლოგია)ეოზონოფილები24 აპრილითრომბოციტებინაციონალ-სოციალიზმიგალაკტიონ ტაბიძემწვერვალიღეროვანი უჯრედიკუებიანტონიმიჯიხვისუვერენიტეტისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაპოპ-მუსიკამართლმადიდებლობაგერგეტის სამების ეკლესია🡆 More