გაბზარული ტბა

გაბზარული ტბა — სიფონური ტბა საქართველოში, სოფელ ყუმისთავთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

წარმოადგენს ნაპრალურ სიფონს, რომლის ჩრდილოეთისაკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ-ს აღწევს, ხოლო სიგანე 2–25 მ-ს. მოქცეულია ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე, ზღვის დონიდან 166 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი დაახლოებით 500 მ², სიღრმე 45 მ. მოლურჯო-მომწვანო ფერისაა. ზედაპირული წყლები აღნიშნულ ძაბრში ჩაედინება და მდინარე ყუმის ვოკლუზებში გამოდის. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ნაპრალურ სიფონში არსებული ტბის დონე მდინარე ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა და წყალტუბოს მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილია. ტბის წყალს სოფლის მოსახლეობა სასმელად და საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად იყენებდა. ტბაში გვხვდება თევზის რამდენიმე სახეობა. სიფონი წარმოქმნილია ტექტონიკური რღვევის შედეგად. გეოფიზიკური კვლევებით დადგენილია კავშირი ყუმის ვოკლუზთან. გაბზარული ტბა ბუნების ძეგლია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია წყალტუბო. წყალტუბო — ყუმისთავი 7,5 კმ. სოფლის მოსახლეობა გაბზარულ ტბას „წკვარამსაც” უწოდებს.

გაბზარული ტბა
გაბზარული ტბა
კოორდინატები: 42°22′42″ ჩ. გ. 42°35′26″ ა. გ. / 42.378556° ჩ. გ. 42.590806° ა. გ. / 42.378556; 42.590806
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 166 
ფართობი 0,0005 კმ²
გაბზარული ტბა — საქართველო
გაბზარული ტბა
გაბზარული ტბა — იმერეთის მხარე
გაბზარული ტბა
გაბზარული ტბა მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

ზღვის დონეთევზებიკირქვასაქართველოსაქართველოს დაცული ტერიტორიებისიფონი (ჰიდროგრაფია)ტბაყუმისთავიწყალიწყალტუბოწყალტუბოს მუნიციპალიტეტიწყალტუბოს მღვიმური სისტემა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიხეილ ჯავახიშვილიბაგრატიონებიბოლნისის სიონიჭადრაკიდავით სარაჯიშვილისაქართველოს მუნიციპალიტეტებიფრინველთა მიმოფრენაავტორიტარიზმიჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიაLOUDspeakersსაფრანგეთიმინერალებიმეწყერივინსენტ ვან გოგიგაერთიანებული ერების ორგანიზაციალეიკოციტებიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიმთვარის დაბნელებაქართული ენააბო თბილელის წამებანაცვალსახელითავისუფლების მოედანი (თბილისი)ივანე მაჩაბელითუშეთიილარიონ ტალახაძეჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციადედაპლატაგიორგი ჩაკვეტაძესაქართველოს სახელმწიფო გერბიძველი თბილისიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაგიორგი VII (საქართველოს მეფე)პომპეუსის ლაშქრობა საქართველოშინიადაგირუსული დამწერლობაერთეულთა საერთაშორისო სისტემაისკო დასენითევზები (ასტროლოგია)გერმანიის ქალაქების სიადინოზავრებისინონიმებიმსოფლიოს შვიდი საოცრებაეგზისტენციასოფლის მეურნეობაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოგარემოს დაცვაელენე ახვლედიანიგიორგი II (საქართველოს მეფე)თბილისისაჰარაიაპონიათბილისის კლასიკური გიმნაზიაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშინიკოლოზ ბარათაშვილისითბოგარემოს დაბინძურებაპარიზიქაქუცა ჩოლოყაშვილისასანიანთა იმპერიასაქართველო XVIII საუკუნეშიტელეფონების ნომრები საქართველოშივატიკანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიებრაელებიმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელინატურალური რიცხვიმუშთაიდის ბაღივარდების რევოლუციაკვადრატული მეტრიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაევოლუციაჩინეთიბორჯომიეიფელის კოშკიანტონიმივალტორნარომის იმპერიაკორუფცია🡆 More