გაბაშა

გაბაშა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთი/რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტ-ვილი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი, შავში გარდამავალი. კანი სქელი ცვილისებრი ფიფქით უხვადაა დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი სუსტადაა შეფერილი.

გაბაშა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლ-იდან სრულ სიმწიფემდე 167-172 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 180-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 7.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის მშრალი წითელი ღვინო. შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საკუპაჟე მასალა მშრალი ღვინოებისა და საბრენდე სპირტის დასამზადებლად.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 89

Tags:

კახეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მართლმადიდებლობაევროპა26 აპრილივარდების რევოლუციადედამიწის ისტორიამარო მაყაშვილიგაერთიანებული სამეფოდავით გურამიშვილილაშა ტალახაძეგალაკტიონ ტაბიძეიულიუს კეისარისისხლიმერწყულიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიპარალელოგრამირევაზ ინანიშვილიშუა საუკუნეებიეგრისის დიდი ომიფრანკთა სახელმწიფორითმახარებადავით სოსლანიამერიკაქართული ენაიმპრესიონიზმი1924 წლის აგვისტოს აჯანყებასოციალიზმიანანურის ციხეკახა კალაძედავით კლდიაშვილინიკო ნიკოლაძესაქართველოს დამოუკიდებლობის დღელეკიანობაუქმე დღეები საქართველოშიადმირალი (პეპელა)ეგზისტენციალიზმიკათოლიციზმიმწვერვალიკალიებინატრიუმიუკრაინააპენდიციტიფილოსოფიაგველებიგიორგი I (საქართველოს მეფე)ალპებიალტრუიზმიდუბაისაქართველოს მმართველთა სიაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიილია ჭავჭავაძეწმინდა ნინოთამარ გვერდწითელისაქართველოს წითელი ნუსხაზებულონიქართველი მწერლების სიატაო-კლარჯეთიეოზონოფილებიიმერეთის მხარეუშბაეთიოპიამინერალების სიაქუთაისიქართველებინიკორწმინდის ტაძარიზურმუხტიმონოთეიზმიკუთრი თბოტევადობათავისუფლების მოედანი (თბილისი)განათლება საქართველოშიაქლემიძალაყაზახეთინაღვლის ბუშტითავისუფლების დიდი ქარტიაბარსელონაგიორგი III (საქართველოს მეფე)🡆 More