ბრიანსკი

ბრიანსკი — ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ბრიანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
ბრიანსკი
Брянск
ბრიანსკი
დროშა გერბი
ბრიანსკი ბრიანსკი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ბრიანსკის ოლქი
საქალაქო მხარე ქალაქ ბრიანსკის საქალაქო მხარე
შიდა დაყოფა 4 რაიონი: ბეჟიცის, ვოლორადის, საბჭოთა, ფოკინის
კოორდინატები 53°15′00″ ჩ. გ. 34°22′00″ ა. გ. / 53.25000° ჩ. გ. 34.36667° ა. გ. / 53.25000; 34.36667
ქალაქის თავი ალექსანდრ ხლიმანკოვი
დაარსდა 985
პირველი ხსენება 1146
ადრეული სახელები დებრიანსკი
ფართობი 230 კმ²
ცენტრის სიმაღლე 190
კლიმატის ტიპი ზომიერად კონტინენტური
ოფიციალური ენა რუსული ენა
მოსახლეობა 399 579 (1 იანვარი, 2021)[1]
ეროვნული შემადგენლობა რუსები და სხვები
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 4832
საფოსტო ინდექსი 241000
ოფიციალური საიტი bryansk032.ru
ბრიანსკი — რუსეთი
ბრიანსკი
ბრიანსკი — ბრიანსკის ოლქი
ბრიანსკი

ბრიანსკი მდებარეობს შუა რუსეთის მაღლობის დასავლეთ მხარეზე, მდინარე დესნას ორივე ნაპირას; მდინარეების, ბოლვასა და სნეჟეტის შესართავთან.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის 2010 წლის 25 მარტის ბრძანებით ბრიანსკს მიენიჭა საპატიო წოდება „სამხედრო დიდების ქალაქი“.

ისტორია

ქალაქი პირველად იპატიევსკის ქრონიკებში იხსენიება „დებრიანსკის“ სახელით, 1146 წლამდე, მოგვიანებით იგივე სახელი გვხვდება სააღდგომო, ლავრენტისა და სამების მატიანეებსა და სხვა წყაროებში.

ბრიანსკის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. 1976-1979 წლების ჩაშინის ყორღანის გათხრებიდან მიღებული არქეოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბრიანსკის ტერიტორიაზე ქალაქი არსებობდა X საუკუნის ბოლო მეოთხედში. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბრიანსკის დაარსების პირობით თარიღად ითვლება 985 წელი.

XIII საუკუნეში (შესაძლოა, მონღოლ-თათართა შემოსევების შემდეგ) ქალაქი ჩაშინის ყორღანიდან პოკროვის მთაზე გადაიტანეს.

ბრიანსკი 
ბრიანსკი

უძველესი ბრიანსკი ჩერნიგოვის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. 1239 წელს მონღოლ-თათრების მიერ ჩერნიგოვის, ნოვგოროდ-სევერსკისა და ჩერნიგოვის სამთავროს სხვა ქალაქების განადგურების შემდეგ, 1246 წელს სამთავროს ცენტრი ბრიანსკში გადაიტანეს. ამ სახით ჩამოყალიბდა ბრიანსკის სამთავრო, ხოლო ბრიანსკის პირველი მთავარი გახდა რომან მიხაილოვიჩი. თუმცა მისი მემკვიდრის ბერად აღკვეცის შემდეგ ბრიანსკისა და ჩერნიგოვის მმართველის ადგილები ვაკანტური გახდა და ბრიანსკი სმოლენსკის სამთავროს გავლენის ქვეშ მოექცა. 1310 წელს ბრიანსკი თათრებისგან გათავისუფლდა.

1356 წელს ლიტვის მთავარმა ოლგერდმა დაიპყრო ბრიანსკი და ლიტვის დიდ სამთავროს შეუერთა. 1500 წელს ქალაქი ივანე III-მ აიღო და რუსულ სახელმწიფოს მიუერთა. XVI საუკუნეში დაიწყო ახალი ომი ლიტვასთან, რომლის მსვლელობისასაც ბრიანსკი რუსული ძალების საყრდენი წერტილი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ბრიანსკი განხეთქილების ვაშლი იყო პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთის სამეფოს შორის.

1607 წელს ქალაქს ორჯერ დაესხა ცრუდიმიტრი II. მიუხედავად გამუდმებული სამხედრო საფრთხისა, ქალაქი იზრდებოდა, ხოლო მოსახლეობა მრავლდებოდა.

XVIII საუკუნიდან ბრიანსკზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რომლებიც მალოროსიას აკავშირებდნენ მოსკოვთან; ამ პერიოდიდან იწყება ვაჭრობის აღმავლობა. პეტრე I-ის დროს ქალაქი ხელახლა გამაგრდა. 1783 წელს ბრიანსკში დაარსდა არსენალი, სადაც საალყო და საველე არტილერია მზადდებოდა.

1709 წელს ქალაქი კიევის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა, 1727 წელს სევის პროვინციაში შემავალი ბრიანსკი გადავიდა ბელგოროდის გუბერნიაში, ხოლო 1778 წლიდან შევიდა ახლადჩამოყალიბებულ ორლოვის სანაცვლოში. XIX საუკუნეში ბრიანსკი ბრიანსკის სამრეწველო რაიონის ცენტრი გახდა; 1873 წელს შეიქმნა ბრიანსკის მანქანათმშენებლობის ქარხანა, XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კი ბრიანსკი მსხვილ სარკინიგზო წერტილად ჩამოყალიბდა.

1920—1929 წლებში ქალაქი ბრიანსკის გუბერნიის ცენტრი იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 6 ოქტომბერს ქალაქი გერმანულმა ჯარებმა დაიკავეს. ბრიანსკის ტყეებში მოქმედებდა პარტიზანული დანაყოფი, რომელიც ჯამში 60 ათას მებრძოლს ითვლიდა. მშვიდობიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდა.

1943 წლის 17 სექტემბერს ბრიანსკი საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლა, დღესდღეობით ეს თარიღი აღინიშნება, როგორც ქალაქის დღე.

1944 წლის 5 ივლისს ჩამოყალიბდა ბრიანსკის ოლქი; ბრიანსკი კი მისი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

1950 წელს ბრიანსკის შემადგენლობაში შევიდა მუშათა დასახლება ურიცკი და სოფელი ყარაჩიჟი, ხოლო 1956 წელს — ქალაქი ბეჟიცა.

ადმინისტრაციული დაყოფა

ბრიანსკი დაყოფილია 4 საქალაქო რაიონად. ესენია: ბეჟიცის (შედის დასახლება რადიცა-კრილოვკა), ვოლოდარის (შედის დასახლება დიდი პოლპინო), საბჭოთა და ფოკინის.

მოსახლეობა

2012 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ბრიანსკმა მოსახლეობის რაოდენობით 41-ე ადგილი დაიკავა რუსეთის ქალაქებს შორის. დღესდღეობით ქალაქში 405 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ეკონომიკა

მრეწველობა

ბრიანსკი მსხვილი სამრეწველო ცენტრია. მრეწველობის ძირითადი სფეროებია: მანქანათმშენებლობა და მეტალის გადამუშავება. აგრეთვე ვითარდება ქიმიური, ელექტროტექნიკური, ელექტრონული, ხისგადამამუშავებელი, ქსოვილებისა და კვების მრეწველობა.

მსხვილი საწარმოები

  • ბრიანსკის მანქანათმშენებლობის ქარხანა;
  • ირმაში (საგზაო-სამშენებლო ტექნიკა);
  • თერმოტრონ-ქარხანა (მოწყობილობები რკინიგზისთვის);
  • ბრიანსკის არსენალი (საგზაო-სამშენებლო მოწყობილობები);
  • დიზელის მანქანების შესაკეთებელი ბრიანსკის ექსპერიმენტული ქარხანა;
  • ბრიანსკის ქიმიური ქარხანა;
  • ბრიანსკის ელექტრომექანიკური ქარხანა;
  • ბრიანსკის ქაღალდის ფაბრიკა;
  • ბრიანსკსპირტმრეწი;
  • ბრიანკონფი (საკონდიტრო საწარმო);
  • ბრიანსკის რძის კომბინატი;
  • ბრიანსკის ხორცკომბინატი.

ტრანსპორტი

ბრიანსკი 
ბრიანსკ-ორლოვსკის სადგური

ბრიანსკი მსხვილი სარკინიგზო კუთხეა: სარკინიგზო ხაზები ქალაქის გავლით გადის მოსკოვამდე, კიევამდე, ხარკოვამდე, სმოლენსკამდე და ვიაზმამდე, სადაც ხორციელდება მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადატანა. იგეგმება სწრაფმავალი მატარებლის ამოქმედება კიევამდე.

ბრიანსკზე გადის ფედერალური ავტოსტრადა: მოსკოვი — კიევი, ბრიანსკი — ნოვოზიბკოვი — კობრინი.

ბრიანსკის გავლითაა ნავთობმაგისტრალი „დრუჟბა“, გაზმაგისტრალი დაშავა — მოსკოვი, შებელინკა — მოსკოვი.

ქალაქში მდებარეობს სარკინიგზო სადგურები: ბრიანსკი-ორლოვსკი და ბრიანსკი-ლგოვსკი (შესაბამისად, ბრიანსკი-I და ბრიანსკი-II), ორჯონიკიძეგრადი; ავტობუსების სადგური პერესვეტის ქუჩაზე და ავტობუსების სადგური ბეჟიცაში. ქალაქის დასავლეთით 14 კილომეტრში მდებარეობს ბრიანსკის საერთაშორისო აეროპორტი.

მგზავრთა გადაყვანა სრულდება სამარშრუტო ტაქსებით (1400 მანქანაზე მეტი 54 მუდმივ მარშრუტზე), ტროლეიბუსებით (10 რეგულარული მარშრუტით), ავტობუსებით (36 მარშრუტი) და ასევე ქალაქისპირა ელექტრომატარებლებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა (ტროლეიბუსი, ავტობუსი) ღირს 12 რუბლი, სამარშრუტო ტაქსებით — 14 რუბლი, ხოლო 23:00 საათის შემდეგ — 16 რუბლი (2014 წლის მაისის მონაცემებით).

განათლება

განათლების მუნიციპალური სისტემა შედგება 187 საგანმანათლებლო დაწესებულებისგან:

  • 76 საჯარო სკოლა (მათ შორის 3 ლიცეუმი, 9 გიმნაზია);
  • 98 სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება (14 600 აღსაზრდელი);
  • 10 ცენტრი და ხელოვნების სახლი;
  • 2 სასწავლო-სამეწარმეო კომბინატი ბეჟიცისა და საბჭოთა რაიონებში;

5 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება:

  • ბრიანსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • აკადემიკოს პეტროვის სახელობის ბრიანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ბრიანსკის სახელმწიფო საინჟინრო-ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ბრიანსკის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი;
  • ბრიანსკის მართვისა და ბიზნესის ინსტიტუტი

მათ გარდა ბრიანსკში გახსნილია 18 უმაღლესი სასწავლებლის ფილიალები:

  • მოსკოვის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი;
  • რუსეთის ტრანსპორტის ღია აკადემია;
  • რუსეთის სახელმწიფო სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტი;
  • პ. ლესგაფტის სახელობის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის ეროვნული სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • რუსეთის შსს-ს მოსკოვის უნივერსიტეტი;
  • რუსეთის კოოპერაციის უნივერსიტეტი;
  • მოსკოვის ფსიქოლოგიურ-სოციალური უნივერსიტეტი;
  • სრულიად რუსეთის ფინანსურ-ეკონომიკური უნივერსიტეტი;
  • მოსკოვის რეკლამის, ტურიზმისა და შოუ-ბიზნესის ინსტიტუტი;
  • მოსკოვის ახალი იურიდიული ინსტიტუტი;
  • საერთაშორისო სლავური უნივერსიტეტი
  • მოსკოვის ფინანსური იურიდიული ინსტუტი;
  • ბიზნესისა და მართვის საერთაშორისო აკადემია;
  • სამართლისა და სასჯელაღსრულების ფედერალური ბიუროს აკადემია;
  • რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის რუსეთის აკადემია;
  • რეგიონალური ფინანსურ-ეკონომიკური ინსტიტუტი;
  • ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტი.

კულტურა

თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები

ბრიანსკი 
დრამატული თეატრი
  • ა. ტოლსტოის სახელობის ბრიანსკის დრამის საოლქო თეატრი.
  • ბრიანსკის ახალგაზრდა მაყურებლის საოლქო თეატრი.
  • ქალაქის ბავშვთა და ახალგაზრდათა თეატრი „უფროსები და ბავშვები“.
  • საბვშვო მუსიკალური თეატრი „ორფეოსი“.
  • საოლქო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი „მეგობრობა“.
  • ბმქ-ს კულტურის სასახლის საკონცერტო დარბაზი.
  • 6 კინოთეატრი, მათ შორის 2 მუნიციპალური: „სალიუტი“ (ვოლოდარის რაიონი), „გამარჯვება“ (ბეჟიცის რაიონი), „პანორამა“ , Cinema Club , „სამოთხის პარკი“ ,„ლუქსორი“
  • ცირკი _ 1945 ადგილით.
  • პლანეტარიუმი.

მუზეუმები

  • ბრიანსკის სახელმწიფო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი:
    • ბრიანსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
    • ბრიანსკის ლიტერატურული მუზეუმი.
  • ბრიანსკის საოლქო სამხატვრო სამუზეუმო-საგამოფენო ცენტრი:
    • ძმებ ტკაჩევების მუზეუმი.
  • მუზეუმი „ბრიანსკის ტყე“ — პირველი სატყეო პროფესიული მუზეუმი რუსეთში. დაიწვა 2009 წლის 8 მარტს, ღამით.
  • ა. ტოლსტოის სახელობის პარკ-მუზეუმი — ხის სკულპტურის დეკორაციულ-საპარკო ანსამბლი.
  • დიმიტრი მედვედევის მემორიალური მუზეუმი.

ტელევიზია და რადიო

რადიო

  • 67,58 რუსეთის რადიო
  • 68,78 კონცხი
  • 87,9 გუბერნია FM
  • 100,3 ევროპა პლუსი
  • 100,8 რეტრო FM
  • 101,5 ავტორადიო
  • 102,0 საგზაო რადიო
  • 102,6 რუსული რადიო
  • 103,5 რადიო БИТ
  • 106,5 იუმორ FM
  • 107,0 ვანიას რადიო

ტელევიზია

ორ ციფრულ საეთერო თანამგზავრთან და ანალოგური ეთერის რამდენიმე ათეულ ფედერალურ არხთან ერთად, ბრიანსკში მოქმედებს ადგილობრივი ტელეკომპანიები:

  • ГТРК ბრიანსკი (ეთერში გადის ტელეარხებზე რასია-1 და რასია-24);
  • ბრიანსკის გუბერნია (გადის საკაბელო ქსელებზე);
  • ГОРОД 24 ბრიანსკი (გადის საკაბელო ქსელებზე)

ჯილდოები

  • რუსეთის ფედერაციის საპატიო წოდება „სამხედრო დიდების ქალაქი“ (25 მარტი, 2010) — სიმამაცის, გამძლეობისა და მასიური გმირობისთვის, რომელიც გამოავლინეს ქალაქის მცველებმა მამულის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1979) — წარმატებისთვის სამეურნეო და კულტურულ მშენებლობაში, დამსახურებისთვის რევოლუციურ მოძრაობაში, მუშათა სიმამაცისა და გამძლეობისთვის დიდი სამამულო ომის წლებში, აქტიური მონაწილეობისთვის პარტიზანულ მოძრაობებში.
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (1985) — მიღწევებისთვის სამეურნეო და კულტურულ მშენებლობაში და დაარსებიდან 1000 წლის იუბილესთვის.

ღირსშესანიშნაობები

  • უკვდავების ყორღანი;
  • პარტიზანთა მოედანი;
  • ა. ტოლსტოის სახელობის პარკ-მუზეუმი;
  • გაგარინის ბულვარი;
  • ისტორიული ადგილი ჩაშინის ყორღანი;
  • ისტორიული ადგილი პოკროვის მთა;
  • პოკროვის ტაძარი;
  • სვენის მონასტერი.

ქალაქში რამდენიმე დანგრეული არქიტექტურული ძეგლია.

დაძმობილებული ქალაქები

ლიტერატურა

  • Дмитриев Ф. История Брянска. — Орёл, 1894.
  • Малеванов Н. Первые описания городов Брянщины (Брянск, Трубчевск, Севск). // Брянский рабочий, 1960, от 22 сентября.
  • Пясецкий Г. Исторические очерки г. Брянска. — Орёл, 1884. — Часть 1.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> https://www.citypopulation.de/en/russia/cities/central/

Tags:

ბრიანსკი ისტორიაბრიანსკი ადმინისტრაციული დაყოფაბრიანსკი მოსახლეობაბრიანსკი ეკონომიკაბრიანსკი ტრანსპორტიბრიანსკი განათლებაბრიანსკი კულტურაბრიანსკი ტელევიზია და რადიობრიანსკი ჯილდოებიბრიანსკი ღირსშესანიშნაობებიბრიანსკი დაძმობილებული ქალაქებიბრიანსკი ლიტერატურაბრიანსკი რესურსები ინტერნეტშიბრიანსკი სქოლიობრიანსკიბრიანსკის ოლქირუსეთის ფედერაციაქალაქი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ზურაბ ჟვანიაიორდანიაეპილეფსიადემაგოგიაჯონჯოლიქართული გვარიზაქარია ფალიაშვილიფარსმან II ქველიპატარა უფლისწულინიკო ფიროსმანიყინწვისის მონასტერისიურრეალიზმიქრომოსომაბალდუინ IV იერუსალიმელითურქეთის ისტორიასპილოსებრნიფუტკრებიელექტრობათანდებულიუინსტონ ჩერჩილიკლიმატიფაშიზმიანემიაამაზონირომის იმპერიაგასტრიტიკვადრატიძველი თბილისისტიგმათავის ტვინიწინადადებაგორიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველოს ისტორიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეშალვა პაპუაშვილითევდორე კველთელიიბერიასაქართველოს ტბებიმასტურბაციალოცვა ეფრემ ასურისაალკანიმყინვარწვერისაქართველოს ფაუნაციყვიხინკალისავანაეკვატორული კლიმატური სარტყელიდემარშიკრიშტიანუ რონალდუთბილისის მეტროპოლიტენიბარსელონაქაქუცა ჩოლოყაშვილისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკავიკისაწყობიწყალივახტანგ VIსაქართველოს ფრინველთა სიააშშ-ის პრეზიდენტების სიაშავი ზღვადევი ჭანკოტაძემსოფლიო მიზიდულობის კანონიგოგირდიირლანდიადემოკრატიარელიეფითბილისიმალტავიკიპედიაფერნანდო მაგელანიბიძინა ივანიშვილიქართლის სამეფოჰაერის დაბინძურებაჰექტარიასურეთიბახტრიონი (პოემა)🡆 More