ბიჭვინთის ფიჭვი

ბიჭვინთის ფიჭვი (ლათ.

pityusa) — მცენარე ფიჭვის გვარისა. 25-40 -მდე სიმაღლის, სწორტანიანი, გაშლილვარჯიანი ხეა. აქვს 10-16 სმ სიგრძის ღია მწვანე ფერის წყვილ-წყვილად მჯდომი წიწვები, კვერცხისებრ-კონუსისებრი მოწითალო-წაბლა და პრიალა გირჩები (სიგრძით 6-10 სმ), რომლებიც ან მარტოულია, ანდა ორად ან ოთხად შეკრებილია და თითქმის მჯდომარე. ბიჭვინთის ფიჭვი მესამეული პერიოდის რელიქტია, კავკასიის ენდემი. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე ანაპის მიდამოებიდან (კრასნოდარის მხარე) ფსირცხამდე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) და სამხრეთ ყირიმში. გვხვდება ზღვის დონიდან 300-400 მ-ზე, თუმცა ფსირცხაში 900 მ აღწევს.

ბიჭვინთის ფიჭვი
ბიჭვინთის ფიჭვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  წიწვოვანნი
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  ფიჭვი
სახეობა:  ბიჭვინთის ფიჭვი
ლათინური სახელი
Pinus pityusa, Pinus brutia var. pityusa
დაცვის სტატუსი
ბიჭვინთის ფიჭვიმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 33990

იზრდება როგორც ზღვისპირული ვაკის ნიადაგზე (ბიჭვინთის კონცხი), ისე მთის კალთების ღორღიან თხელ ნიადაგზე და კირქვებზე; ბიჭვინთის კონცხზე 298,7 ჰა-ზე ქმნის წმინდა ერთასაკოვან კორომს, რომლის ნაწილი ბიჭვინთის ფიჭვის ნაკრძალს წარმოადგენს. წმინდა კორომს ქმნის იგი ჯანხოთშიც (გელენჯიკის რაიონი). მთის კალთებზე ბიჭვინთის ფიჭვის მცირე კორომები მუხის სარტყელშია მოქცეული. აქ შერეულია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ბიჭვინთის ფიჭვი სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, მეტ-ნაკლებად გვალვა- და ქარგამძლე ჯიშია; ეგუება ნიადაგის სუსტ დამლაშებას, ნაკლებად უძლებს ყინვას. თესლმსხმოიარობას იწყებს 10-15 წლის ასაკში.

დეკორატიულია და ფართოდ გამოიყენება ბაღ-პარკების მოსაწყობად შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ზოლში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. იყენებენ აგრეთვე ტყის გასაშენებლად. მისი მერქანი უფრო ნაკლები ღირსებისაა, ვიდრე ჩვეულებრივი ფიჭვისა. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. სამხრეთ ყირიმში იზრდება მისი სახესხვაობა (ლათ. Pinus pithyusa var. stankewiczi), რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ცალკე სახეობად (ლათ. Pinus stankewiczi) მიიჩნევს.

ლიტერატურა

Tags:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაგვარი (ბიოლოგია)ზღვის დონეკრასნოდარის მხარელათინური ენამცენარეებისმფიჭვიფსირცხაშავი ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფუტკრებიფსიქოლოგიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიკალიებიბუნებანატურალური რიცხვიკაცია-ადამიანი?!კვადრატირომის დაარსებაბაყაყიმონოთეიზმიმგელინოე სულაბერიძერაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეჰიპერბოლა (ენა)ნაღმიბასიანის ბრძოლადავით IV აღმაშენებელიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებირევაზ ინანიშვილილეონარდო და ვინჩიგიორგობალიტრიდუნაისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიაბას I (ირანი)კუთხეგლობალიზაციაასტრიდ ლინდგრენიგიორგი V ბრწყინვალელეჩხუმიალკოჰოლური სასმელიათი მცნებამწერებიკლიმატიფობიების სიანაცვალსახელიწყალიბიძინა ივანიშვილივარდების რევოლუციასოკოებისინგაპურიშამქორის ბრძოლა (1195)მინერალების სიაენგურის ჰიდროელექტროსადგურიპედაგოგიკანიკორწმინდის ტაძარიიაპონიაჭანჭახისწვერიალჟირიკახეთის აჯანყება (1659)იუდაიზმიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდავით გურამიშვილიკეთილშობილი ირემიანემიაირაკლი აბაშიძევერცხლიზურმუხტიცადამაყვანაგასტრიტითურქეთის ისტორიაირლანდიარიონიდავით კაჭარავამიუზიკლიალბერტ აინშტაინიშრი-ლანკაწიგნიირანიდავით კლდიაშვილიძილის პარალიზიგოდერძი ჩოხელიაჭარათბილისის ბოტანიკური ბაღიტრეფიკინგივახტანგ I გორგასალიშვეიცარია🡆 More