ბიჭვინთის ტაძარი — X საუკუნის, ბიჭვინთის საეპისკოპოსოს ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, მდებარეობს ბიჭვინთაში.
2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი. ბიჭვინთის ტაძარი, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლები, ორგანულადაა ჩართული ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში, მაგრამ მისი გარეგნული სახე, საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ბიზანტიურ შენობებთან.
ბიჭვინთის ტაძარი | |
ბიჭვინთის ტაძარი 2014 წელს | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 43°09′35″ ჩ. გ. 40°20′20″ ა. გ. / 43.159889° ჩ. გ. 40.339000° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | აფხაზეთი |
მუნიციპალიტეტი | გაგრის რაიონი |
ადგილმდებარეობა | ბიჭვინთა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | საკათედრო ტაძარი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ქართული, ბიზანტიური |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | გვიანი X საუკუნე |
დეტალები | |
სიგრძე | 37 მ. |
სიგანე | 25 მ. |
სიმაღლე (მაქს.) | 29 მ. |
გუმბათი | ერთი |
თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით ბიჭვინთის ეკლესიის ადგილას იდგა ივერიელთა მთავარი სალოცავი — ბოჩის ტაძარი.
ბიჭვინთის ტაძარი წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ ჯვაროვან-გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაც დასავლეთით ნართექსი აქვს, ხოლო აღმოსავლეთით 3 შვერილი აფსიდი. აღსანიშნავია, რომ ნართექსი საქართველოში იშვიათად გვხვდება, შვერილი აფსიდები კი ახასიათებს საქართველოს ადრინდელი პერიოდის ეკლესიებს, უფრი გვიან, დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროს ძეგლებს (თუმცა აქა-იქ გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც). ტაძრის დასავლეთი მკლავი სამმხრივი პატრონიკეთია აღჭურვილი. გუმბათი ემყარება საკურთხევლის კედლებსა და ორ ბოძს. ბიჭვინთის ტაძარი ნაგებია მონაცვლეობით ნაწყობი ბრტყელი აგურისა და გათლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით. გუმბათის ყელი მთლიანად აგურითაა ამოყვანილი. ტაძარი შიგნით მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნის II ნახევარში იგი ერთიანად შელესეს, თეთრად შეღებეს და მოხატეს, რის გამოც ძველი მოხატულობა განადგურდა. ნართექსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენებული პატარა, აფსიდიანი საძვალე, რომლის კედლებზე შემონახული მოხატულობა XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. 1966 წელს დიდი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარეს. სამუშაოების შესრულების დროს ტაძრის ინტერიერში აღმოჩნდა ძველი მოხატულობის მცირე ფრაგმენტები, რომელიც საძვალის მოხატულობის თანადროულია. ტაძრის ირგვლივ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა, პატარა ეკლესიები, სამლოცველოები, მონასტრის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებია. სენაკების ყოფილი შენობის I სართულზე ბიჭვინთის მუზეუმია მოწყობილი. ბიჭვინთის ტაძარი არაა მოქმედი, იგი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. მთავარ ტაძარს ესაჭიროება გადახურვის გამოცვლა, ხოლო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა ძალზე რთულია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბიჭვინთის ტაძარი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.