ბიგასებრნი (Soricidae) — ოჯახი მწერიჭამიების რიგისა.
განეკუთვნება ყველაზე პატარა ძუძუმწოვრები. სხეული შემოსილი აქვთ ნაზი ბალნით. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უმეტესად მწერებითა და მათი მატლებით იკვებებიან. ოჯახში 25 გვარია. საქართველოში 9 სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ბიგა (Sorex araneus), წყლის ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა.
ბიგასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Soricidae | ||||||||||||
|
ბიგასებრნი ანადგურებენ მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. ბიგასს ისეთი ინტენსიური ნივთერებათა ცვლა აქვს, რომ თუ 4 ზაათზე მეტ ხანს უჭმელად დარჩა, შეიძლება მოკვდეს კიდეც.
ბიგას ფერდებზე საგანგებო ჯირკვლები აქვს, რომლებიც მყრალ სუნს გამოსცემს, ამიტომ მტაცებელი ძუძუმწოვრები, მაგალითად, კატა და კვერნა, გვერდს უვლიან. სამაგიეროდ ფრინველებს სუსტი ყნოსვა აქვთ, ამიტომ ბიგა ხშირად ხდება ბუებისა და მონადირე ფრინველების მსხვერპლი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბიგასებრნი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.