ბზიფის ქედი

ბზიფის ქედი — ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ბზიფის ქედი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბზიფი (მრავალმნიშვნელოვანი).

წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ გვერდით ქედს, რომელიც მთავარ წყალგამყოფ ქედს გამოეყოფა მდინარეების ბზიფისა და ჩხალთის სათავეებთან.

ბზიფის ქედი
ბზიფის ქედი
ბზიფის ქედი
კოორდინატები: 43°18′38″ ჩ. გ. 40°42′42″ ა. გ. / 43.310778° ჩ. გ. 40.711778° ა. გ. / 43.310778; 40.711778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
უმაღლესი წერტილი კაპიშისტრა
სიმაღლე 3156 
სიგრძე 75 კმ
სიგანე 26 კმ
ამგებელი ქანები პორფირიტი, კირქვა
ბზიფის ქედი — საქართველო
ბზიფის ქედი
ბზიფის ქედი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბზიფის ქედი

მიმართულია ზოგადად დასავლეთისაკენ და ბოლოვდება ბზიფის მარცხენა სანაპიროზე, მდინარე გეგის შესართავსა და სოფელ კალდახვარს შორის. სიგრძე დაახლოებით 75 კმ, სიგანე 26 კმ-მდეა. უმაღლესი წერტილია მწვერვალი კაპიშისტრა (3156 მ). მაღალი მწვერვალებია: ახიბოხი (2634 მ), ძიშრა (2623 მ), აკუგრა (2511 მ), ხიფსთა (2494 მ), ჭიფშირა (2380 მ), მუხურიშხა (2207 მ), აბაი (2188 მ) და სხვა. უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია: აჭავჭარა (1795 მ) და დოუ (1390 მ). ბზიფის ქედის ჩრდილო ფერდობზე თანამედროვე მყინვარებია.

ბზიფის ქედი იყოფა სამ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი უმაღლესია, აგებულია ბაიოსური პორფირიტული წყებით, დაფარულია თანამედროვე მცირე მყინვარებით, ძველი გამყინვარების მკაფიო წარმონაქმნებით, შემოსილია ალპური მდელოებით. შუა ნაწილი უდაბლესია, აგებულია იურული წყებებით, დაფარულია ტყეებით. დასავლეთი ნაწილი შუალედური სიმაღლისაა (მთა ჯიშრა), აგებულია ქვედაცარცულ-ზედაიურული კირქვებით. ემჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები. ინტენსიურადაა დაკარსტული, მოკლებულია ზედაპირულ ჰიდროგრაფიულ ქსელს.

ბზიფის ქედის აღმოსავლეთ განშტოებას წარმოადგენს აფხაზეთის ქედი ანუ ჩხალთის ქედი, რომელიც გადაჭიმულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის პარალელურად. ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ივერიის მთის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე, მდებარეობს ახალი ათონის მღვიმე, რომლის სიგრძეა 3285 მ. ძინის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 1975 მ-ზე მდებარეობს თოვლიანი უფსკრული, რომლის სიღრმე 1760 მ-ს შეადგენს.

ბზიფის ქედის სამხრეთ კალთებიდან სათავეს იღებს მდინარე კელასური, კარსტული მდინარე მჭიშთა, ხოლო აღმოსავლეთი კალთიდან მდინარე ააფსთა. ქედის ჩრდილო კალთაზეა მთის ტბა ფსიკვა, რომლის მაქსიმალური სიღრმე 15,5 მ-ს აღწევს.

ბზიფის ქედის კალთები და ნაწილობრივ თხემიც 1800-2000 მ სიმაღლემდე ტყის უხვი მცენარეულობით არის შემოსილი; გაბატონებულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. თხემზე ალპური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაბზიფიკავკასიონიმდინარესაქართველოქედიჩხალთა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერეკლე IIსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიშვეიცარიაეპილეფსიაიგლუტერენტი გრანელიკონსტანტინოპოლის დაცემაათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკახელისუფლების დანაწილებაძილის პარალიზიგველის-მჭამელიქეთო და კოტე (ოპერა)ქალწული (ასტროლოგია)ანალური სექსიზუგდიდიდემოკრატიაინსულტიირანიფოთიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიშხარამონღოლებიძროხანოე ჟორდანიაირემიკომუნიზმირუსული დამწერლობაყაზახეთიარაბთა გაერთიანებული საამიროებისანქტ-პეტერბურგირევაზ ინანიშვილიბუნებრივი რესურსებისიყვარულიმამა გაბრიელიკახა კალაძეუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)ლიმფოციტებიზოდიაქოწყალილოცვა ეფრემ ასურისააფხაზებიქიმიური ელემენტიოგანესონიმეიოზიგავრილოვის ღამეაზერბაიჯანიჰოლოკოსტიწიგნი სიბრძნე სიცრუისამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაკანადარაჭაალექსანდრე ჭავჭავაძესატურნიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემამიხეილ სააკაშვილიჯუზეპე ვერდიენგურის ჰიდროელექტროსადგურიდონატელოსათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალირენესანსიკირჩხიბი (ასტროლოგია)ბაში-აჩუკიიუნესკოსაიათნოვასტიბიუმისალამურიპარალელოგრამისლოვაკეთიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდემეტრე II თავდადებულიიესო ქრისტეFacebookთავის ტვინიიგიმაჰმადიქართული ხალხური ცეკვები🡆 More