ბეგობის არწივი

ბეგობის არწივი (ლათ.

სხეულის საერთო სიგრძე 72–84 სმ აღწევს, ფრთების შლილი 180–215 სმ, მამლის მასა 2,4–4,0 კგ, დედლისა — 2,8–4,5 კგ; დედალი მამალზე დიდია. საერთო შეფერილობა მოყავისფრო-შავია. მოყავისფრო თხემი და კეფა კონტრასტულად ჩანს მუქ ყელთან და მკვეთრად ემიჯნება მუქ შუბლს. შედარებით მოკლე კუდი ბოლოვდება ფართო შავი არშიით, გასდევს მუქი ფერის მრავალი ვიწრო ზოლი, ზედა მხარე ღია ნაცრისფერია. მხრებზე აყრია პატარა თეთრი ლაქები. ახალგაზრდა ფრინველი უფრო ღია ფერისაა — საერთო შეფერილობით მოყვითალო-ჟანგისფერი, ზურგზე მურა, მუცელზე — წითურ-ყავისფერი, გასდევს მუქი ღერძულა ზოლები. მეორე ხარისხის მომქნევი ბუმბულების მოსაზღვრე პირველი ხარისხის მომქნევები ღია ფერისაა. სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ფრენის დროს ფრთებს ღრმად და მძიმედ იქნევს; ბოლოებზე განლაგებული ბუმბულები თითისებურად ჩანს, კუდი — ძალიან მოკლედ. ხმა — ძლიერი „კიავ-კიავ“.

ბეგობის არწივი
ბეგობის არწივი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aquila heliaca (Savigny, 1809)
დაცვის სტატუსი
ბეგობის არწივიმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22696048
გავრცელება
ბეგობის არწივი
  მხოლოდ ბუდობა
  მთელი წლის განმავლობაში
  მიგრაციის მარშრუტები
  მიგრაციის რაიონები
ბეგობის არწივი
კვერცხი

გავრცელებულია სამხრეთ სლოვაკეთიდან და ბალკანეთიდან (მ. შ. უკრაინისა და რუსეთის სამხრეთში) წინა აზიისა და სამხრეთ ციმბირის გავლით მონღოლეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე. ბინადრობს სტეპებში, ტყესტეპსა და უდაბნოებში. იზამთრებს სამხრეთით, ნილოსის ხეობიდან აღმოსავლეთ ჩინეთამდე, მკვიდრი პოპულაციებია წინა აზიასა და ბალკანეთზე, ზოგჯერ მომთაბარეობს. ცხოვრობს მარტო ან წყვილებში. უპირატესობას ანიჭებს ადგილებს კუნძულოვანი ტყეებით ან ფრაგმენტული ხის და ბუჩქნარის მცენარეულობით, მეჩხერ, ფოთლოვან და შერეულ ტყეებს; მთებში ბუდობს ზღვის დონიდან 1400 მეტრამდე. საქართველოში გვხვდება ერთეული წყვილების სახით ორბეთის მიდამოებში, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, ვაშლოვანის ნაკრძალის შემოგარენში; შეინიშნება გადაფრენისასაც. ვერტიკალურად აღწევს 2000 მეტრამდე. აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრე ფრინველია, დასავლეთ საქართველოში — მიმომფრენი. ჩვენში მეტად მცირერიცხოვანია. 1976 წლის მონაცემებით, ერთი ეგზემპლარი ფიქსირდებოდა თბილისის ზოოპარკში, ერთიც — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე.

ქმნის მუდმივ წყვილს (ერთ-ერთი პარტნიორის სიკვდილამდე). ბუდეს იკეთებს ხეზე ან ბუჩქზე (1–25 მეტრ სიმაღლეზე), იშვიათად კლდეზე ან მიწაზე, მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებზეც. მასალად იყენებს ტოტებს. აპრილში დებს 1–4 (ჩვეულებრივ 2–3) თეთრ კვერცხს. დედალ-მამალი კრუხობს 43 დღის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ, ჩვეულებრივ, ხმარობენ 2 ბუდეს. 60–77 დღეში მართვეები ბუდეს ტოვებენ.

უმთავრესად იკვებება 5 კგ-მდე (ჩვეულებრივ 25–1500 გ) მასის ძუძუმწოვრებით, უპირატესად მღრღნელებით, ზოგჯერ თავს ესხმის კურდღლს; იშვიათად მის რაციონში შედის ფრინველები, ქვეწარმავლები და მძორი, ზოგჯერ თევზი და დიდი ზომის მწერები. სპობს სოფლის მეურნეობის მავნებლებს — თრიებს, ზაზუნებს, მემინდვრიებსა და სხვებს. ნადირობს ღია ადგილებში. მსხვერპლს იჭერს მიწაზე ან წყალში, ჩვეულებრივ უთვალთვალებს მას ჰაერიდან; უწინ ამ არწივებს ხშირად ხედავდნენ ყორღანებზე და სხვა ტიპის სამარხებზე შემომჯდარს, ძირითადად ცუდი ამინდის დროს, როდესაც ჰაერში ლივლივის საშუალება არ ჰქონდათ.

რაოდენობა შემცირებულია მთელი არეალის ფარგლებში. მისი მიზეზებია: სწრაფი ანთროპოგენიზაცია, შემაწუხებელ ფაქტორთა ზრდა, საკვები ბაზის შემცირება. შეტანილია IUCN-ისა და საქართველოს „წითელ ნუსხებში“.

სქოლიო

Tags:

ბუმბულიკგლათინური ენამტაცებლებირიგი (ბიოლოგია)სმსქესობრივი დიმორფიზმიფრინველებიქორისნაირნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აქლემიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიგოდერძის ნამარხი ტყე1924 წლის აგვისტოს აჯანყებაყივანახველამინერალების სიასვეტიცხოველისოფლის მეურნეობაჟანრი ლოლაშვილიგაზაფხულიქრომოსომამეიოზიკოლხეთის სამეფოლეჩხუმივიქტორ დოლიძესიოგუნიკახეთის მხარეპეტრე ჩაიკოვსკითევზებითავისუფლების მოედანი (თბილისი)მონღოლთა ბატონობა საქართველოშიგარემოს დაცვაათი მცნებამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)დიმიტრი ყიფიანიჰემოგლობინიბუდიზმისაქართველო XIII საუკუნეშირეფერენდუმიგიორგი V ბრწყინვალეჰარი პოტერითბილისის მეტროპოლიტენითბილისისაქართველოს წითელი ნუსხაზმნიზედამერაბ კოსტავაელვაალექსანდრე ჭავჭავაძეაჭარავნების კვირაუჯრედიზაფხულიმთლიანი შიდა პროდუქტისაქართველოს გეოგრაფიასი ქოული ბატაგლობალიზაციაკუთრი თბოტევადობაგიორგი ყიფშიძემიხეილ სააკაშვილიმელანომაგიორგი III (საქართველოს მეფე)აღდგომაკორუფციანოე სულაბერიძეაშშ-ის პრეზიდენტების სიავატიკანითერგდალეულებიხვანჭკარა (ღვინო)Europebetბარბიტურატებიმზეანემიასვანური კოშკიფოტოსინთეზიადიშის ოთხთავიქართული დამწერლობაანგარიშთა გეგმადედოფალანოდარ დუმბაძებიზანტიის იმპერიალეიკოციტებისასმელი წყალიჭანჭახისწვერივიკისაწყობისაქართველოს სოფლებიადოლფ ჰიტლერიისლამისიმძლავრე🡆 More