კუნძული ბერეზანი

ბერეზანი (უკრ.

კუნძული ბერეზანი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერეზანი.

გველის კუნძულთან ერთად წარმოადგენს შავი ზღვის რამდენიმე კუნძულთაგანს, რომელიც შედგება მიწის საფუძვლიანი ქანებისაგან და არ წარმოქმნილა წყლების აკუმულაციური მოქმედების შედეგად. ადმინისტრატიულად შედის ოჩაკივის რაიონში (მიკოლაივის ოლქი. სიგრძე მიალოებით ერთი კილომეტრი, საგანით სადღაც ნახევარი კილომეტრი, ჩრდილოეთ ნაწილის სიმაღლეა 3-6 მ, სამხრეთისა — 21 მ. ბერეზანი წარმოადგენს უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის „ოლვიას“ ნაწილს. კუნძული უკაცრიელია. ზაფხულობით აქ მუშაობს უემა-ს არქეოლოგიის ინსტიტუტი და სახელმწიფო ერმიტაჟი. არქეოლოგიური ძეგლი რეგულარულად ზიანდება არასანქცირებული გათხრების გამო. 31°24′37″ ა. გ. / 46.59861° ჩ. გ. 31.41028° ა. გ. / 46.59861; 31.41028

ისტორია

ანტიკურ ხანაში თანამედროვე კუნძული ალბათ ნახევარკუნძული იყო. ჩ.წ.ა-მდე VII საუკუნოს ბოლოს ამ ადგილზე არსებობდა ძველი ბერძნული დასახლება — ბორისფენი, დაარსებული მილეთელების მიერ. თავდაპირველად კოლონიის ტერიტორია გაშენებული იყო ალიზის შენობებით. ჩ.წ.ა-მდე VI ს. ნახევრის შემდეგ აქ იგება მრავალი მიწის ზედა სახლები, ჩნდება აფროდიტეს სალოცავი არც თუ დიდი ტაძრით. ალბათ ამ პერიოდისათვის ბერძნული ქალაქი ხდება ნორმალური ანტიკური პოლისის ცენტრად. დასახლების მცხოვრებლები დაკავებული იყვნენ მიწათმოქმედებით, ვაჭრობით, თევზჭერით, ადრეულ პერიოდში ძირითადად აშარმოებდნენ ლითონს. ჩ.წ.ა-მდე VI ს. მეორე ნახევრიდან აქტიურად იწყებს განვითარებას ქალაქი ოლვია, რომელიც განლაგებულია ბუგის ლიმანის ნაპირზე და პოლისის ცენტრი იქით გადადის. ბერეზანი ხდება მეთევზეთა გემების მცირე ნავსაყუდელად. ჩ.წ.აღრიცხვით I-III ს. აქ ისევ ჩნდება პატარა სოფელი, სადაც იყო ერთ ერთი — პონტარაქიელი აქილევსის სამლოცველო, რომელსაც დიდ თაყვანს სცემდნენე ოლვიაშიც. ბერეზანის დასახლება უნიკალური არქეოლოგიური ძეგლია. ის ერთადერთი შემორჩენილი ძეგლია ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში ადრე ბერძნული კოლონიზაციის ანტიკური ხანის დროის დასახლებათაგან. მისი ეპოქისაა ტაგანროგის დასახლება, რომელიც თანამედროვე ტაგანროგის რაიონში მდებარეობს და მთლიანად დანგრეულია ზღვის მიერ. 1788 წლის 7 ნოემბერს შავი ზღვის კაზაკთა ჯარმა ანტონ გოლოვატის(უკრ.)ქართ. თაოსნობით შტურმით აიღეს კუნძული ბერეზანი და აიძულეს იქ მდგარი თურქული რაზმი იარაღი დაეყარათ. ამ კაზაკთა შთამომავლებმა რომლებიც ყუბანში გადასახლდნენ იქ დააარსეს 1792 წელს სტანიცა ბერეზანსკაია. 1906 წლის 6 (19) მარტს კუნძულზე დახვრეტილი იქნა კრეისერ „ოჩაკოვის“ აჯანყების მეთაურები ლეინტენატი პ. შმიდტი, მემანქანე ა. გლადკოვი, კომენდორი ნ. ანტონენკო და ს. ჩასტნიკი. 1968 წელს არქიტექტორებმა ნ. გალკინმა და ვ. ოჩაკოვსკიმ აღმართეს ძეგლი მათ პატივსაცემად, რომელიც წარმოადგენს 15-მეტრიან რკინა-ბეტონის ობელისკს, რომელიც წარმოადგენს 3 იალქნებისებურად სტილიზირებულ პილონს.

კუნძული ბუიანი

ზოგიერთი მკვლევარის (კერძოდ, ა. ზოლოტუხინის) ვერსიით, სწორედ კუნძული ბერეზანია აღბეჭდილი ა. პუშკინის ნაწარმოებში „ზღაპარი მეფე სალთანზე“, სადაც მწერალმა კუნძულს ბუიანი უწოდა.

ლიტერატურა

  • აგბუნოვი მ.ვ. შავი ზღვის ანტიკური ლოცია. მ., 1987.
  • ბორიფენი-ბერეზანი. ანტიკური ეპოქის დასაწყისი ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში: სახელმწიფო ერმიტაჟი, 2005. ISBN 5-93572-176-7
  • ძველი მსოფლიოს ისტორია კემბრიჯი. ტ. III, ნ. 3: ბერძნული სამყაროს გაფართოება. VIII—VI ს. ჩ.წ.ა-მდე. მ.: ლადომირი, 2007. (ბერეზანზე: ფ. 149—155, 181—193). ISBN 978-5-86218-467-9.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

კუნძული ბერეზანი ისტორიაკუნძული ბერეზანი კუნძული ბუიანიკუნძული ბერეზანი ლიტერატურაკუნძული ბერეზანი რესურსები ინტერნეტშიკუნძული ბერეზანიგეოგრაფიული კოორდინატებიგველის კუნძულიკუნძულიმიკოლაივის ოლქიოჩაკივის რაიონისახელმწიფო ერმიტაჟიუკრაინული ენაქანი (გეოლოგია)შავი ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წითელი წიგნისსრკ-ის დაშლათერგდალეულებიYouTubeბუნებატიციან ტაბიძესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარემიხეილ ხერგიანითვითმმართველობავლადიმერ პუტინიხორვატიამათემატიკამსოფლიოს მოსახლეობაბუდიზმითამარ ჩერგოლეიშვილისიმბოლიზმისვანური კოშკიარგონავტებიმაცივარიმთლიანი შიდა პროდუქტიქრისტეფორე კოლუმბითირკმელიეგვიპტის პირამიდებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღემიუზიკლისაქართველოს დაცული ტერიტორიებიდემოკრატიაენერგიასაჭმლის მომნელებელი სისტემაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ცენტნერირომის იმპერიავახტანგ I გორგასალიკლიმენტი წიტაიშვილიზევსიბარბიტურატებიმღრღნელებიკოსმოპოლიტიზმიმალტამელანომაქეთო და კოტე (ოპერა)ქრისტიანობაგიორგი XIIფეხბურთივარლამ ლიპარტელიანიირაკლი აბაშიძეგიორგი ყიფშიძელეონარდო და ვინჩიმერკურიჯალალედინისაქართველოს წითელი ნუსხაელინიზმიგიორგი V ბრწყინვალენაციონალიზმიიაკობ გოგებაშვილიელვათამბაქოსიღნაღიკარტოფილითუშეთიქართველებიშოთა რუსთაველილაშა ტალახაძეუნგრეთირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეუჯრედიალჟირიმცხეთარუსეთის იმპერიაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ნატურალური რიცხვიმონა ლიზარესპუბლიკახევსურეთილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისისხლის მიმოქცევის სისტემა🡆 More