ბეთანიის მონასტერი

ბეთანიის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი.

აგებულია XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს. წარმოადგენდა ორბელთა საძვალეს. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. 2006 წელს შედიოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ბეთანია
ბეთანიის მონასტერი

ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია თბილისი
მუნიციპალიტეტი დიდგორის რაიონი
ადგილმდებარეობა კვესეთი
სასულიერო სტატუსი მამათა მონასტერი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მცხეთა-თბილისის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი
თარიღდება XII-XIII საუკუნეები
დეტალები
ბეთანიის მონასტერი

ტაძრის გეგმა

ისტორია

მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII–XIII საუკუნეებშია აშენებული.

ბეთანიის მონასტერი 
წმინდა გიორგის ეკლესია

ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების — ორბელების საგვარეულო სამარხს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.

ბეთანიის მონასტერი 
ბეთანიის ეკლესია რესტავრაციამდე. XIX საუკუნე

XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

არქიტექტურა

მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.

ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღთქმის სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა განკითხვის დღის კომპოზიციას.

ბეთანიის მონასტერი 
თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და გიორგი მესამის ფრესკები ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში

რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი ოთხი ფრესკიდან.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
  • ციციშვილი ი., ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ., 1955;
  • Алибегашвили Г. В., Четыре портрета царицы Тамары, Тб., 1957;

რესურსები ინტერნეტში

ბეთანიის მონასტერი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ბეთანიის მონასტერი ისტორიაბეთანიის მონასტერი არქიტექტურაბეთანიის მონასტერი იხილეთ აგრეთვებეთანიის მონასტერი ლიტერატურაბეთანიის მონასტერი რესურსები ინტერნეტშიბეთანიის მონასტერი სქოლიობეთანიის მონასტერი20067 ნოემბერიგარდაბნის მუნიციპალიტეტიდიდგორის რაიონივერეთბილისიკვესეთიმდინარეორბელებიხეობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩინეთიმიხეილ სააკაშვილიადიშის ოთხთავიამერიკის შეერთებული შტატებიათონის ივერთა მონასტერიბათუმის ბოტანიკური ბაღიჯიმარამუნინაპოლეონ ბონაპარტიმილიმეტრიუდაბნობახტრიონის ბრძოლასისხლის მიმოქცევის სისტემაყივანახველაბაბილონიგიორგი მამარდაშვილიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარითემურლენგიუქმე დღეები საქართველოშიავსტრიასულხან-საბა ორბელიანიძუძუმწოვრებიმელაუილიამ შექსპირიქართლიაფხაზეთის ომი (1992-1993)დემოკრატიალარიანალური სექსიამერიკათავისუფლების დიდი ქარტიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს სამოქალაქო ომიფინეთითებულოსმთაგიორგი ლეონიძეშუმერიადამიანისიტყვა22 აპრილიალბერტ აინშტაინისარკაზმითბილისის მეტროპოლიტენიEuropebetნიუ-იორკიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაეგვიპტეჯალალედინიგერმანიაკანონი (ნორმატიული აქტი)გიორგი II (საქართველოს მეფე)სამკურნალო მცენარეებიმერაბ მამარდაშვილიადოლფ ჰიტლერიხევსურეთიმღრღნელებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიგულითორნიკე ერისთავიკლიმენტი წიტაიშვილიმზემიუზიკლიცილებისინონიმებიხვანჭკარა (ღვინო)სიოგუნიიოსებ სტალინინოქალაქევიმთვარის დაბნელებადუბაიმარქსიზმივატერლოოს ბრძოლარაბათის ციხერეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)მიხეილ მესხის სტადიონიეგრისის დიდი ომი🡆 More