ბატონები

ბატონები — ბავშვთა გადამდებ ავადმყოფობათა (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყივანახველი) საერთო ხალხური სახელწოდება.

ქართველთა ძვ. რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებას იწვევდნენ ანთროპომორფული სახის პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები, დაავადებებსაც შესაბამისად ყვავილ-ბატონები, წითელა-ბატონები, ხველა-ბატონები და ა. შ. ეწოდებოდა. მორწმუნეთა წარმოდგენით, ბატონები ამა თუ იმ სოფელში მობრძანდებოდნენ და რომელ ოჯახსაც ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა; სწამდათ, რომ მათ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად გაივლიდა. ამიტომ ავადმყოფის პატრონები ბატონების გასამხიარულებლად მართავდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ე. წ. ბატონების ხეს, დგამდნენ ტკბილეულით გაწყობილ ტაბლას, უკრავდნენ ფანდურზე, მღეროდნენ ბატონების საგალობელს „ბატონებო“, ცეკვავდნენ და გარკვეულ აღკვეთებს იცავდნენ. ბატონები, ქართველთა უძველესი ნაყოფიერების ღვთაება, დიდი დედა ნანას შვილებად მიაჩნდათ და მსგავსად ითვლებოდნენ „დობილებისა“ „ნაწილიან ღვთაებებად“.

იხილეთ აგრეთვე

  • ქართულ წარმართულ ღვთაებათა პანთეონი

ლიტერატურა

Tags:

ბატონებონაწილიანიქუნთრუშაწითელა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კონგოსულეიმან Iრუსეთ-საქართველოს ომი (1921)მაიმუნებინიკა კვეკვესკირიმეტაფორაბიპოლარული აშლილობალიბერალიზმიგურამ დოჩანაშვილიბაყაყიზვიად გამსახურდიამილიმეტრიპოსეიდონიტემპერამენტის ტიპებირომის წესდებაფუტკრებიმდგრადი განვითარების მიზნებიგველის-მჭამელიდიდება (ჰიმნი)წიგნი სიბრძნე სიცრუისაისლამური სახელმწიფოოთარ კაკაბაძელონდონივიკისაწყობისიზმარიირანიისრაელიგარემოს დაბინძურებალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმთავარი გვერდიბუნებრივი რესურსებიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ნოდარ დუმბაძებასიანის ბრძოლაგველებიპოსტერილიტრილაშა ბექაურირომის დაარსებასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიტყეკრიშტიანუ რონალდუიგლუსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაფოთივულკანიილია IIევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1960მთვარის დაბნელებაარაბთა გაერთიანებული საამიროებიანგარიშთა გეგმაჩარლი ჩაპლინილუვრიშვეიცარიავერის უბნის მელოდიებისაჭმლის მომნელებელი სისტემაფეხბურთის წესებისოლომონ კვირკველიაროსტომი (ქართლის მეფე)ალცჰაიმერის დაავადებაკუნილინგუსისისხლის მიმოქცევის სისტემამზის სისტემავენერასპარტაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონისიყვარულიგლობალური დათბობაესპანეთიდიდი თურქობაანანურის ციხეგიორგი ლორიასაკუთარი და საზოგადო სახელებიდავით ყიფიანითამარ მეფესლოვაკეთიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითკურდღელი🡆 More