ბარდა სკლიაროსი

ბარდა სკლიაროსი, ბარდა სკლეროსი (ბერძ.

უცნობია — გ. 991, თრაკია) — X საუკუნის ბიზანტიელი პოლიტიკური მოღვაწე, პატრიკიოსი, აღმოსავლეთ სხოლათა დომესტიკოსი, უზურპატორი. დაწინაურდა იმპერატორი იოანე ციმისკეს დროს (969-976 წწ.). პირველად მასვე აუჯანყდა, მაგრამ დამარცხდა და შეიწყალეს. 976 წელს ხელახლა აჯანყდა მცირეწლოვანი ბასილი II-ისა და კონსტანტინე VIII-ის დროს. მალე თითქმის მთელი მცირე აზია სკლიაროსის განმგებლობაში აღმოჩნდა და საფრთხე შეექმნა დედაქალაქსაც. იმპერიის მმართველმა სასწრაფოდ გამოიძახა ექსორიაში მყოფი სარდალი ფოკა ბარდა და აჯანყების ჩახშობა დაავალა. მაგრამ ფოკა ბარდაც დამარცხდა. მაშინ ბიზანტიის მთავრობამ საქართველოს განმგებელს დავით კურაპალატს მიმართა ათონის ივერთა მონასტერში მყოფი თორნიკე ერისთავის საშუალებით. თორნიკე ერისთავმა 12 ათასი რჩეული ქართველი მეომრით ფოკა ბარდასთან ერთად დაამარცხა ბარდა სკლიაროსი (979 წლის მარტი). სკლიაროსმა აღმოსავლეთის ერთ-ერთ მთავარს შეაფარა თავი და იქ დიდხანს იყო ტყვეობაში. 987 წელს სკლიაროსი შეუერთდა აჯანყებულ ფოკა ბარდას, მაგრამ ამ უკანასკნელმა იგი მოატყუა და დაატყვევა. 989 წელს ფოკა ბარდას სიკვდილის შემდეგ, აჯანყებულმა სკლიაროსმა იმპერატორს მორჩილება და პატიების თხოვნა შეუთვალა, რაც მიღებულ იქნა კიდეც. უკვე ხანდაზმული სკლიაროსის შემდგომი ბედი აღარა ჩანს.

ბარდა სკლიაროსი
ბარდა სკლიაროსის გამოცხადება იმპერატორთან

ლიტერატურა

Tags:

969976979987989991X საუკუნეათონის ივერთა მონასტერიბასილი IIბერძნული ენადავით IIIთორნიკე ერისთავითრაკიაიოანე I (ბიზანტია)მცირე აზიასაქართველოფოკა ბარდა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024მუნიქართლის სამეფომასტურბაციაზურა ყიფშიძეუნგრეთიხარებაქართული სამზარეულოძუძუმწოვრებიტოლგვერდა სამკუთხედიჯონჯოლიფუტიურანიმორალიდიდი პანდარომის დაარსებამონღოლთა ბატონობა საქართველოშინიუტონის კანონებიდედამიწის ისტორიაეთიკაგაერთიანებული სამეფოპუნიკური ომებიშენგენის ზონაასურეთიმეიოზიმინერალებილიონელ მესიათენისკოლამეტაბოლიზმიძველი ეგვიპტეტუბერკულოზივიეტნამიაპენდიციტიჯიქინახშირბადიდემოკრატიაფარნავაზ IალიტერაციამილიმეტრიმეტაფორაYouTubeებრაული დღესასწაულებიერითროციტებიკულტურაქართული ენანიკორწმინდათხის რქა (ასტროლოგია)ჰარი პოტერიქართული დამწერლობალომი (ასტროლოგია)საქართველოს სამხედრო წოდებებიერთეულთა საერთაშორისო სისტემაყაზახეთინარკოტიკირეფერენდუმიეგვიპტის პირამიდებიგიორგი ყიფშიძეეგზისტენციალიზმიზაფხულისვანებიცხელი ძაღლიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიიმპრესიონიზმიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიუშბასტამბოლისტიბიუმიეთიოპიაფეხბურთის წესებიშინაური კატაანანურის ციხეობობებივიკიპედიაალტრუიზმიმამუკა მდინარაძედედა ენა🡆 More