ბაილეთი (ყოფ.
განახლება) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, ბაილეთი, ჭანიეთური). მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთ კლათაზე, მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 60 მ. ოზურგეთიდან 9 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
ბაილეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაილეთი |
კოორდინატები | 41°58′37″ ჩ. გ. 41°58′12″ ა. გ. / 41.97694° ჩ. გ. 41.97000° ა. გ. |
დაარსდა | 1609 |
ადრეული სახელები | გამოღმა ბაილეთი, განახლება (1938-1979) |
ცენტრის სიმაღლე | 60 მ |
მოსახლეობა | 274 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გამოღმა ბაილეთი გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს. ხოლო XIX საუკუნეში შედიოდა გურიანთის სასოფლო საზოგადოებაში.
გურიანთას გამოეყო 1938 წელს და ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ, რომელსაც განახლება ეწოდა. 1950-იან წლებში სოფელში ამოქმედდა მცირე ელექტროსადგური და ჩაის ფაბრიკა 1979 წელს დაუბრუნდა ძველი სახელი. 1958-60 წლებში სოფელში გაყვანილ იქნა წყალსადენი, მოხდა სოფლის ელექტროფიკაცია, აშენდა ბიბლიოთეკა.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1893 | 1374 | ||
1908 | 954 | ||
1911 | 136 | ||
2002 | 626 | ||
2014 | 274 | 137 | 137 |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბაილეთი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.