ბაზიდიუმიანი სოკოები, ბაზიდიომიცეტები (ლათ.
Basídiomycetes) (ბერძ. basidion „ფუძე, ძირი“ და mykēs „სოკო“) — უმაღლესი სოკოების კლასი, რომელთა გამრავლების ორგანოა ბაზიდიუმი. ტიპობრივ მომწიფებულ ბაზიდიუმს 4 ერთუჯრედიანი სპორა (ბაზიდიოსპორა) აქვს, რომლებიც განსაკუთრებულ გამონაზარდებზე — სტერიგმებზე სხედან. გაღივების დროს თითოეული ბაზიდიოსპორა იძლევა პირველად ჰაპლოიდურ მიცელიუმს, რომელიც ჩვეულებრივ მალე იცვლება დიპლოიდურით, რასაც ბაზიდიუმიანი სოკოების უმრავლესობაში წინ უძღვის ერთი და იმავე ან სხვადასხვა (ჰეტეროთალიზმი) მიცელიუმის უჯრედების შერწყმა. მიცელიუმზე ვითარდება ნაყოფსხეულები. შემდეგ მიმდინარეობს მეიოზი, რაც უმეტესად 4 ბირთვის წარმოქმნით მთავრდება. თითოეული ბირთვი ამ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებულ ბაზიდიოსპორებში გადადის.
ბაზიდიუმიანი სოკოები | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
არყის სოკო | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Basídiomycetes | ||||||||||||||
|
ბაზიდიუმიანი სოკოების კლასი 15 ათასზე მეტ სახეობას შეიცავს. მრავალი მათგანი იჭმება (ბებერასოკო, დათვისსოკო, არყასოკო და სხვები), ზოგი შხამიანია (შხამასოკო, თეთრი შხამასოკო და სხვა); ზოგიერთი იწვევს მერქნის ლპობას, ზოგიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ნაყოფსხეულებისა და სასპორე სხეულების მიხედვით ბაზიდიუმიანი სოკოები ორ ქვეკლასად იყოფა: ჰოლობაზიდიომიცეტებად (Holobasidiomycetes) და ფრაგმობაზიდიომიცეტებად (ლათ. Phragmobasidiomvcetes).
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბაზიდიუმიანი სოკოები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.