ბაბილონის დაკიდებული ბაღები — ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა.
შედის მსოფლიოს შვიდ საოცრებაში. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, მდებარეობდა დღევანდელ ერაყში, ბაბილის მუჰაფაზის, ქალაქ ჰილას მახლობლად.
ბაღების შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ, ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე იარუსს აწვდიდა.
დაკიდებულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დაკიდებული ბაღების აგება დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს და მის სახელსაც უწოდებდნენ. თუმცა, დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში, შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო, დედოფალ ამიტასათვის.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბაბილონის დაკიდებული ბაღები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.