აჯამეთის აღკვეთილი

აჯამეთის აღკვეთილი (ყოფ.

აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი) — აღკვეთილი იმერეთის მხარეში ქუთაისიდან 15 კმ-ზე. დაარსდა 1935 წელს, ფართობი 4848 ჰა. შექმნილია ორი მასივისაგან: აჯამეთის მუხნარისა (3742 ჰა, მდ. რიონის მარცხენა შენაკადებს — ყვირილასა და ხანისწყალს შორის) და ვარციხის მასივისაგან (1106 ჰა, ხანისწყლის მარცხენა მხარეს).

აჯამეთის აღვეთილი
IUCN კატეგორია IV (აღკვეთილი)
აჯამეთის აღკვეთილი
მდებარეობა იმერეთის მხარე, საქართველო
უახლოესი ქალაქი ბაღდათი
ფართობი 4848 ჰა
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

აჯამეთის აღკვეთილში შემონახულია კოლხური ტიპის იმერული მუხის რელიქტური ტყეები (მუხნარების ხნოვანება 120-200 წლებს შორის მერყეობს), კავკასიური ძელქვის წმინდა კორომები (1,5 ჰა) და აგრეთვე ჰართვისის მუხა. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში წარმოდგენილია ტყის სხვა ჯიშებიც: იფანი, კავკასიური რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი, პანტა, თამელი. ქვეტის ჯიშებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია იელი და კუნელი, რომლებიც ზოგან გაუვალ რაყას ქმნის. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, მელა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ციყვი. ფრინველებიდან საყურადღებოა ტყის ქათამი. აჯამეთის აღკვეთილის ძირითადი მიზანია კოლხეთის ტყის ნიმუშისა და მესამეული ეპოქის იმერული მუხის, ჰართვისის მუხის, ძელქვისა და აგრეთვე ფაუნის დაცვა, მომრავლება და მეცნიერული შესწავლა. აჯამეთის აღკვეთილი საქართველოს ბუნების უნიკალური ძეგლია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

1935აღკვეთილივარციხეიმერეთის მხარერიონიქუთაისიყვირილახანისწყალიჰა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სერგო ორჯონიკიძეივანე ჯავახიშვილისახარებასაქართველოს თავდაცვის ძალებიაშშ-ის პრეზიდენტების სიანატვრის ხე (ფილმი)YouTubeნარიყალააკაკი წერეთელიდანიამამუკა მდინარაძეტბახელოვნებაამერიკის შეერთებული შტატებიშაორის წყალსაცავიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველორუსეთ-საქართველოს ომი (1921)განმანათლებლობაჰემოგლობინიბაგრატის ტაძარიმორალირუსუდანირომბიირაკლი ღარიბაშვილიიტალიარუსული დამწერლობაპარალელოგრამისატურნისისხლის მიმოქცევის სისტემათევზებიბრუნებაქრისტიანობაჰიმალაიკოლხეთის სამეფოცხელი ძაღლიფილოსოფიანაკიანი წელიწადიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითპირველი მსოფლიო ომიმილიმეტრიკახეთის მხარემენსტრუაციაძახილის წინადადებასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაეთიკასანქტ-პეტერბურგიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჭინჭარიამირანი (მითოლოგია)ზვიად გამსახურდიაგამზრდელი (პოემა)თერგდალეულებიაფხაზეთითეთნულდიქეთო და კოტე (ოპერა)იგავ-არაკიქართლიპორტუგალიაადამიანიკონსტანტინე გამსახურდიაეგვიპტის პირამიდებიქართული ხალხური ცეკვებიემპათიაორალური სექსიდიდება (ჰიმნი)ალცჰაიმერის დაავადებადაუნის სინდრომიმერაბ მამარდაშვილილათინური ენაკუთრი თბოტევადობასტამბოლიჟირაფისებრნისაქართველოს წითელი ნუსხალოცვა ეფრემ ასურისაგერმანიის ქალაქების სიასასანიანთა იმპერიასეფსისიკომუნიზმი🡆 More