ახალი ათონი

ახალი ათონი (აფხ.

Афон Ҿыц) (ყოფ. ფსირცხა - გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს.) — ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ფსირცხის შესართავში. ზღვის დონიდან 50 მ. გუდაუთიდან დაშორებულია 7 კმ-ით, ხოლო სოხუმიდან — 18 კმ-ით.

ქალაქი
ახალი ათონი
აფხ. Афон Ҿыц
ახალი ათონი
ახალი ათონის მონასტერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°05′15″ ჩ. გ. 40°48′50″ ა. გ. / 43.08750° ჩ. გ. 40.81389° ა. გ. / 43.08750; 40.81389
დაარსდა III საუკუნე
პირველი ხსენება 1875
ამჟამინდელი სტატუსი 1987
ოფიციალური ენა აფხაზური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 4300 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +995 444
საფოსტო ინდექსი 6900
საავტომობილო კოდი ABH
ახალი ათონი — საქართველო
ახალი ათონი
ახალი ათონი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ახალი ათონი

სახელი მომდინარეობს ახალი ათონის მონასტრის სახელწოდებიდან. VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორების ცნობით ადრე მის ადგილზე ქალაქი ტრაქეა მდებარეობდა. მისი ეს სახელწოდება ძველი ქართული „უღაღის“ (გაუვალი ადგილის) ბერძნული თარგმანია. შუა საუკუნეებში მას ანაკოფია ეწოდებოდა. ამ სახელით „ქართლის ცხოვრებაში“ იგი VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით მოიხსენიება. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი (აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელი). XIX საუკუნიდან მას ფსირცხა ეწოდება, თუმცა ზოგიერთ რუკაზე კვლავ შემონახულია მისი სახელწოდება ანაკოფია.

1938 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით კურორტი ფსირცხა გამოეყო ფსრიცხის სასოფლო საბჭოს, გარდაიქმნა დაბად და შეიქმნა ფსირცხის სადაბო საბჭო.

1948 წელს ფსირცხას ახალი ათონი ეწოდა. 1952 წელს შეიქმნა ახალი ათონის რაიონი, რომელიც მომდევნო წელს კვლავ გუდაუთის რაიონს შეუერთდა. ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. მოსახლეობა 4,3 ათასი (1989 წ.).

ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის მღვიმე, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 281.
  • ცხადაია პ., ხორავა ბ., აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2016

სქოლიო

Tags:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზური ენაგუდაუთაგუდაუთის მუნიციპალიტეტიზღვის დონეკოლხეთის დაბლობიმდინარესაქართველოსოხუმიფსირცხა (მდინარე)შავი ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბაში-აჩუკიცხოველებინატრიუმილუარსაბ IIწყნარი ოკეანეგიორგი მიქაუტაძეიოჰან სებასტიან ბახიიესო ქრისტემდინარეტუპაკ ამარუ შაკურიგიორგი ცაბაძეპარაცეტამოლიქართლიბანგლადეშინივთიერებათა ნარევიკონსტიტუციაპერსონალური კომპიუტერილუქსემბურგიერეკლე IIლეონარდო და ვინჩიმუსიკასამკუთხედიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიაკაკი წერეთელიჩერნობილის კატასტროფაპრომეთეყვავილოვანი მცენარეებიმყინვარწვერიოლიმპიური თამაშებიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაილია ჭავჭავაძერაფიელ ერისთავიძაღლიედუარდ შევარდნაძეაჭარადათა თუთაშხიაერთეულთა საერთაშორისო სისტემახელოვნებააშშ-ის ისტორიათბილისის მეტროპოლიტენიკოლხეთის სამეფოუეფა-ს თასების მფლობელთა თასიგიორგი I (საქართველოს მეფე)რიცხვითი სახელისაქართველოს სსრ წითელი წიგნიმთვარის დაბნელებამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაინგლისიგიორგი ნიკოლაძეგარემოს დაბინძურებამედეა (მითოლოგია)ევოლუციაცენტრალური სტადიონი (ბათუმი)გიორგი ქოჩორაშვილისტადიონიშარკა ბლუანტონიმიპენალტი (ფეხბურთი)ლოცვა ეფრემ ასურისანიუტონის კანონებიტაო-კლარჯეთიჯადოსნური ფლეიტაჰეტეროსექსუალობალევან გოთუაჭინჭარიოქტავიანე ავგუსტუსისიმკვრივეთინათინიმონღოლთა იმპერიაფეოლა (ფილმი)პითაგორას თეორემადორტმუნდირამადანიპი (რიცხვი)მარხვამერკურიზაქარია ფალიაშვილი🡆 More