აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი

აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი, რუსეთის ბაქანი — ევროპის ბაქანი, დედამიწის ქერქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და შედარებით მყარი მონაკვეთი, რომელიც მიეკუთვნება უძველესი ბაქნების რიცხვს.

იკავებს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს, სკანდინავიის მთებიდან ურალამდე და ბარენცისა და შავ და კასპიის ზღვამდე არსებულ ტერიტორიას. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის აღმოსავლეთი საზღვარი ჰერცინულ ნაოჭა სტრუქტურებზე გადის, ახალი მიწის დასავლეთი სანაპიროს, იუგორსკი-შარის, პაი-ხოის, ურალის მთებისა და მდინარე ემბის გაყოლებით; სამხრეთი საზღვარი — იმიერკავკასიაზე, ჩრდილოეთ ყირიმზე, დობრუჯაზე; დასავლეთი — კარპატების რკალზე, დაახლოებით მდინარე ვისლის გაყოლებით, და იუტლანდიის ნახევარკუნძულზე; ჩრდილოეთით აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი ემიჯნება ნორვეგიის კალედონიდებს, საიდანაც საზღვარი ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგზე გადადის. ბაქნის ჩრდილო ნაწილს ბარენცის ზღვა ფარავს. ბაქნის საზღვრებში გამოიყოფა ფარები, ანტეკლიზები და სინეკლიზები. ეს სტრუქტურული ელემენტები თანამედროვე რელიეფშია ასახული. კამბრიულამდელი საძირკვლის გამოსავლები ზედაპირზე ბალტიისა და უკრაინის ფარების სახით აღინიშნება. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ყველაზე ღრმა და მოძრავი უბანია კასპიისპირა სინეკლიზა.

აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ისტორიაში გამოიყოფა ორი მსხვილი პერიოდი. პირველი პერიოდის მსვლელობისას, რომელმაც მოიცვა მთელი არქეული, ადრეული და შუა პროტეროზოური ეონი (3500-1600 მლნ. წელი), მიმდინარეობდა კრისტალური ფუნდამენტის ფორმირება; მეორე პროცესის მსვლელობისას საკუთრივ, ბაქნისებური განვითარება, დანალექი საფრისა და თანამედროვე სტრუქტურის წარმოქმნა.

ბაქნის საფუძველი აგებულია კამბრიულისწინა ინტენსიურად დანაოჭებული კრისტალური ქანებით (გნაისები, კრისტალური ფიქლები), რომლებიც ბალტიისა და უკრაინის ფარის ფარგლებში გაშიშვლებულია, სხვაგან, კი დიდ ფართობზე დაფარულია დანალექი ქანებით. იქ, სადაც ბაქნის საფუძველი გაშიშვლებულია ან ახლოსაა ზედაპირთან, წარმოდგენილია დენუდაციური მაღლობები და ჭიუხები, ხოლო ბაქნის ღრმად დაძირულ საფუძველზე ვაკეები და დაბლობებია განვითარებული.

ფუნდამენტის სასარგებლო წიაღისეულებია: რკინის მადნები, ნიკლის, სპილენძის, ტიტანის, ქარსის, პეგმატიტის, აპატიტისა და სხვათა მადნები. დანალექი საფარი შეიცავს საწვავი აირისა და ნავთობის ბუდობებს, ქვისა და კალიუმის მარილების საბადოებს, წიაღისეულ ნახშირს, ფოსფორიტებს, ბოქსიტებს, სამშენებლო ნედლეულის საბადოებს, აგრეთვე მტკნარი და მინერალური წყლების ბუდობებს.

სქოლიო

Tags:

აღმოსავლეთი ევროპაახალი მიწაბარენცის ზღვადედამიწის ქერქიდობრუჯაემბავისლაიმიერკავკასიაიუტლანდიის ნახევარკუნძულიკარპატებიკასპიის ზღვაპაი-ხოისინეკლიზასკანდინავიის მთებიურალის მთებიფრანც-იოსების მიწაყირიმის ნახევარკუნძულიშავი ზღვაჩრდილოეთი ევროპა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიონის ტაძარიზვავიმრავალკუთხედიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიმარჯნის რიფისაქართველოს მდინარეების სიაავსტრიამერწყულიქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)Europebetბაქტერიებიჩინეთის დიდი კედელიმარსითერგდალეულებირომის იმპერატორების სიაკონსტანტინოპოლის დაცემაგლიცინიამტირალას ეროვნული პარკიქართველები რუსეთშიდავით კაჭარავაბორჯომი (წყალი)არაპენეტრაციული სექსიილია თოფურიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკრიშტიანუ რონალდუგიორგი მაზნიაშვილილაზებიცხოველებიშუა საუკუნეებიქვეყნების სიაბიძინა ივანიშვილიდიმიტრი ყიფიანიფილიპინებივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ანდებიჩრდილოეთი კორეაქაშვეთის ეკლესიასაქართველოს პარლამენტიგულიინტერნეტიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითვიტამინებიაკაკი წერეთელირაბათის ციხეპარხლის I ოთხთავიწინადადებასიმკვრივეკულტურაქრისტიანობაეგვიპტის პირამიდებილეჩხუმიამერიკაღამურასაქართველოს კონსტიტუციამიხეილ ხერგიანიდაღესტანისახელმწიფოედუარდ შევარდნაძეთირკმელიფილოსოფიამსოფლიოს შვიდი საოცრებაბათუმის ბოტანიკური ბაღიფარნავაზ Iთურქეთიმაგნიუმისაქართველოს თავდაცვის ძალებიარაგვიკვიპროსისომხური სამოციქულო ეკლესიარითმაქრისტეფორე კოლუმბიმეჰმედ IIთბილისიგამარჯვების დღესიმონ Iთამარ მეფეამეთვისტო🡆 More