აფხაზეთის საკათალიკოსო

აფხაზეთის საკათალიკოსო — დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო.

მის დაარსებას ზოგი მკვლევარი VIII- IX საუკუნეებს, ზოგი X საუკუნის II ნახევარს, ზოგი კი XIII საუკუნეს მიაკუთვნებს. აფხაზეთის საკათალიკოსო განასახიერებდა ქართულ ეროვნულ და ცენტრალიზებულ ეკლესიას, რომლის პოლიტიკურ საფუძველს ქართული სახელმწიფო აფხაზთა სამეფო წარმოადგენდა. აფხაზეთის საკათალიკოსომ შეცვალა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ლაზიკის სამიტროპოლიტო და აბაზგიის საარქიეპისკოპოსო ეპარქიები. აფხაზეთის კათალიკოსის საკათედრო ტაძარი, რომელიც ანდრია მოციქულის საყდრად იწოდებოდა, ბიჭვინთაში იყო. აფხაზეთის კათალიკოსს „ბიჭვინთის კათალიკოსსაც“ უწოდებდნენ. XI საუკუნიდან იერარქიულად იგი საქართველოს კათოლიკოსის დაქვემდებარების ქვეშ იყო. XV საუკუნიდან, საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, აფხაზეთის საკათალიკოსო კვლავ დამოუკიდებელი გახდა და მისი მეთაური „აფხაზეთის კათალიკოს-პატრიარქად“ იწოდებოდა. მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა იმერეთის სამეფოზე, გურიის, ოდიშის, აფხაზეთის სამთავროებზე, დასავლეთით და ჩრდილოეთით კი ბევრად სცილდებოდა ქართულ პოლიტიკის საზღვრებს. XVI საუკუნის II ნახევარში, კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის (1558—1578 წწ.) დროს, აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს, რაც გამოწვეული იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის გართულებით (სამეფო-სამთავროებს შორის შინაომები და ოსმალეთის აგრესიის გაძლიერება აფხაზეთში), ბიჭვინთას ამის შემდეგაც არ დაუკარგავს საკათალიკოსო საყდრის სახელი დამნიშვნელობა. 1814 წლის 14 ოქტომბრის ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო უშუალოდ შეუერთდა რუსეთის ეკლესიას, ხოლო ადგილობრივ მმართველად დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსი, რომელსაც „საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი“ ეწოდა. 1917 წელს, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აფხაზეთის ეკლესია შევიდა საქართველოს კათოლიკოსის გამგებლობაში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

1558157818141917IX საუკუნეVIII საუკუნეX საუკუნეXIII საუკუნეანდრია მოციქულიაფხაზეთის სამთავროაფხაზთა სამეფობიჭვინთაგელათის მონასტერიგურიის სამთავროეგზარქოსიევდემონ Iიმერეთის სამეფოკათედრაკონსტანტინოპოლის საპატრიარქოოდიშის სამთავროოსმალეთის იმპერიარუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

24 აპრილიძუძუმწოვრებიძველი საბერძნეთიაქლემიარალის ზღვაარსებითი სახელიკოდორის კრიზისი (2006)ფარსმან II ქველირუსთავისერბეთიქრისტეფორე კოლუმბიგათენებამდე (ტელესერიალი)მარიხუანადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმითბილისის დემონსტრაციები (1978)აზიამგელიიმერეთის მხარეჟანა დ’არკიფეხბურთიგვიმრებისამეგრელოტერენტი გრანელიფსიქოლოგიააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაჰექტარითევდორე კველთელითეირანინაცვალსახელიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენალითონებიმილიმეტრიჰოლოკოსტიმედეა ჯუღელიპაოლო იაშვილიქეთო და კოტე (ფილმი)ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიგაპიროვნებაგიორგი მაზნიაშვილიებრაელებიდედამიწარუსეთ-საქართველოს ომი (1921)აფრიკაკუებიბარბარიზმიჯონ მალკოვიჩიბრუნვა (გრამატიკა)კონსტანტინე თარგამაძესილიციუმიზედსართავი სახელიმასტურბაციაერითროციტებიგველის-მჭამელიპუნიკური ომებიაქილევსითეიმურაზ Iმარკ ტვენირაბათის ციხეაჭარაფარავანისვეტიცხოველიმუსიკაბუდუ ზივზივაძებახტრიონის ბრძოლაზმნიზედაგლობალური დათბობასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიილია თოფურიაგაზაფხულიგერმანიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაყიზილბაშებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიკოლოსეუმიჩუტყვავილაჰაერის დაბინძურებაბირთვული იარაღი🡆 More