1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი

საკონსტიტუციო რეფერენდუმი აფხაზეთის ტერიტორიაზე — გაიმართა 1999 წლის 3 ოქტომბერს, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად.

რეფერენდუმის მიზანი იყო გაერკვიათ ემხრობოდა თუ არა მოსახლეობა 1994 წლის 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი კონსტიტუციის შექმნის შესახებ. აღნიშნული რეფერენდუმის ჩატარება დაგმობილი იყო ქართული მხარის მიერ ისევე, როგორც ქართული მხარის მიერ ერთი თვის შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმი დაგმობილი აფხაზეთის მხარის მიერ

ისტორია

1999 წელს აფხაზეთში ჩატარებულ რეფერენდუმს წინ უსწრებდა, იმ მოსახლეობის დიდი ოდენობით იძულებით გაძევება, რომლებიც წარმოადგენდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მკვიდრ მოსახლეობას. მოსახლეობას, რომელთაც ჰქონდათ თანაბარი უფლება მიეღოთ მონაწილეობა ტერიტორიაზე რეფერენდუმის გამართვა არ გამართვის თაობაზე.

1991 წლის რეფერენდუმი

აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობა, ეფუძნება რა აფხაზეთში ჩატარებულ 1991 წლის 17 მარტს ჩატარებულ საკავშირო რეფერენდუმს (სსრკ-ს შენარჩუნების თაობაზე), აცხადებს რომ აღნიშნული რეფერენდუმი წარმოადგენს იურიდიულ საფუძველს მიმდინარე წლის რეფერენდუმისა.

ამომრჩეველთა უმრავლესობის საარჩევნო ტერიტორიიდან გაძევება

ცნობილია რომ, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

შესაბამისად, რეფერენდუმზე მონაწილეობა არ მიიღო საკმაოდ დიდმა ნაწილმა ამომრჩევლებისა.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1255

1999 წლის 30 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოზე დაგმობილი იყო 1999 წლის 3 ოქტომბრის მოსალოდნელი რეფერენდუმიც და მისი შედეგებიც. გადაწყვეტილება ერთხმად (15 ხმა არცერთის წინააღმდეგ) მიღებულ იქნა შემდეგი ქვეყნების მიერ:

  1. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  ჩინეთი
  2. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  საფრანგეთი
  3. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  რუსეთი
  4. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  დიდი ბრიტანეთი
  5. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  აშშ
  6. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  არგენტინა
  7. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  ბაჰრეინი
  8. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  ბრაზილია
  9. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  კანადა
  10. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  გაბონი
  11. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  გამბია
  12. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  მალაიზია
  13. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  ნამიბია
  14. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  ნიდერლანდები
  15. 1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი  სლოვენია

რეფერენდუმის შედეგები დათვლილი აფხაზური მხარის მიერ

აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა რომ რეფერენდუმზე დაერეგისტრირებინათ მხოლოდ 219,534 ამომრჩეველი, ხოლო დევნილი მოსახლეობის აზრი, რომელიც ნათელი იყო მათ მიერ საპროტესტო აქციის შესაბამისად და შეადგენდა რამდენიმე ასეულ ათას ხმას არ გითვალისწინეს. შესაბამისად რეფერენდუმი ჩატარებულად გამოცხადდა რადაგნაც 219,534 ადამიანიდან გამოცხადდა 87.6%. თუ გავითვალისწინებთ ხმის უფლების მქონე იმ მოსახლეობის პოზიციასაც რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მივიღებთ რომ რეფერენდუმმა საკმარისი ხმა ვერ დააგროვა რომ ჩატარებულად გამოცხადებულიყო.

საბოლოოდ, აფხაზურის დათვლებით რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო, დარეგისტრირებული ამომრჩევლების 87.6%-მა, რომლიდანაც 97.7%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 2.3 უარი განაცხადა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ქართული ორიენტაციის მოსახლეობამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

არჩევანი ხმები % სულ დარეგისტრირებული
ამომრჩევლების % წილი
მომხრე 187,889 97.7 85.6
წინააღმდეგი 4,423 2.3 2.0
სულ 192,312 100 87.6
არ გამოცხადდა 27,222 12.4
სულ დარეგისტრირებული ამომრჩეველი 219,534 87.6 100

გაეროს უმაღლესი საბჭოს 1255 რეზოლუციის თანახმად, ჩატარებულ რეფერენდუმს არ ესწრებოდა გაეროს არცერთი სადამკვივებო კომისია და სრულად ჩატარდა მხოლოდ აფხაზური მხარის მიერ. რეფერენდუმის გამოცხადებული შედეგები არ იქნა აღიარებული საერთაშორისო არენაზე.

აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი

მალევე, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 12 ოქტომბერს აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი ისტორია1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი რესურსები ინტერნეტში1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი სქოლიო1999 აფხაზეთის რესპუბლიკის რეფერენდუმიაფხაზეთის რესპუბლიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაგერმანიასეფსისიუნგრეთიკუებირეფერენდუმიმთვარემთლიანი შიდა პროდუქტიშინაური კატანათურაენერგიაბიძინა ივანიშვილიგაპიროვნებალეიკოციტებიხმოვანირომის იმპერიაამეთვისტოფაშიზმიდავით სარაჯიშვილიოლიმპიური თამაშებიფარავანიქართული გვარიბიშკეკიმიგრაციაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოაზერბაიჯანიგიორგი სააკაძეაშშ-ის ისტორიამიქელანჯელო ბუონაროტითეიმურაზ Iდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკვადრატული მეტრიმედეა (მითოლოგია)იმპრესიონიზმისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიინგლისის რევოლუციახეოფსის პირამიდაასწლიანი ომიჭიამაიასებრნიირაკლი აბაშიძედავით I კურაპალატიჭიანჭველასებრნიკრწანისის ბრძოლათებულოსმთავინსენტ ვან გოგიმარო მაყაშვილიფემინიზმიკოსმოპოლიტიზმიფუტკრებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიგიორგი V ბრწყინვალემსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიიალბუზიპარალელოგრამილავრენტი ბერიანაციონალ-სოციალიზმიანალური სექსიაბსცისაილია IIთევდორე კველთელინაპოლეონის ომებიბუნების დაცვაზამთარიკირჩხიბი (ასტროლოგია)დავით IIIმიწისძვრაპორტუგალიაპროპაგანდამინერალებიზოდიაქოსაქართველოს სოფლებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასახარებაანტონიმი🡆 More