აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1947 წლის არჩევნები — აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელიც გაიმართა 1947 წლის 9 თებერვალს.
კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. აფხაზეთის ასსრ-ის მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია შედგა 1947 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში.
1946 წლის 2 დეკემბრის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 1947 წლის 9 თებერვალს.
11 დეკემბერს „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 36 და 37 მუხლების საფუძველზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა: დამტკიცებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშრომელთა საზოგადოებების შემდეგი შემადგენლობით:
აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 22 მუხლის და „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 25-ე და 26-ე მუხლების საფუძველზე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 9 დეკემბერს დაადგინა შექმნილიყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 104 საარჩევნო ოლქი:
საარჩევნო უბანი | დეპუტატობის კანდიდატები |
---|---|
ქ. სოხუმის №1 სტალინის საარჩევნო ოლქი | აკაკი ივანეს ძე მგელაძე |
ქ. სოხუმის №2 მოლოტოვის საარჩევნო ოლქი | ანდრია მაქსიმეს ძე ჭოჭუა |
ქ. სოხუმის №3 კაგანოვიჩის საარჩევნო ოლქი | ქეთევან მელიტონის ასული ჩიკაშვილი |
ქ. სოხუმის №4 ვოროშილოვის საარჩევნო ოლქი | თამარ ათანასეს ასული ოდიშარია |
ქ. სოხუმის №5 ბერიას საარჩევნო ოლქი | ვალერიან ალექსანდრეს ძე ივარდავა |
ქ. სოხუმის №6 ცხაკაიას საარჩევნო ოლქი | ნინო ერისტოს ასული მაჭარიძე |
ქ. სოხუმის №7 კიროვის საარჩევნო ოლქი | ბარბალე გიორგის ასული წულეისკირი |
ქ. სოხუმის №8 ორჯონიკიძის საარჩევნო ოლქი | მამანტი ისიდორეს ძე ბებია |
ქ. სოხუმის №9 კუიბიშევის საარჩევნო ოლქი | ალექსანდრე ქვათას ძე ბერია |
ქ. სოხუმის №10 წითელი ფლოტის საარჩევნო ოლქი | თამარ მამსირის ასული ავიძბა |
ქ. სოხუმის №11 კომკავშირული საარჩევნო ოლქი | ნიკოლოზ გიორგის ძე სტროევონსი |
ქ. სოხუმის №12 საქართველოს საარჩევნო ოლქი | ლეონ დიმიტრის ძე ჭედია |
ქ. სოხუმის №13 ჩელუსკინელთა საარჩევნო ოლქი | ნათელა გალაქტიონის ასული კუპრავა |
ქ. სოხუმის №14 შავი ზღვის საარჩევნო ოლქი | ვლადიმერ ანდრიას ძე ვეკუა |
გაგრის რაიონი — ლესელიძის №15 საარჩევნო ოლქი | ვასილ პახვალას ძე კალანდია |
გაგრის რაიონი — მეხადირის №16 საარჩევნო ოლქი | დომენტი ვლადიმერის ძე ალანია |
გაგრის რაიონი — ბაღნარის №17 საარჩევნო ოლქი | ერვანტ გევორქის ძე გარანიანი |
გაგრის რაიონი — ზემო განთიადის №18 საარჩევნო ოლქი | ნინო ბესარიონის ასული ხელაია |
გაგრის რაიონი — განთიადის ცენტრალური №19 საარჩევნო ოლქი | სამუელ ანტონის ძე რუხაია |
გაგრის რაიონი — ხაშუპსის №20 საარჩევნო ოლქი | ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ფარცხალაძე |
გაგრის რაიონი — ძველი გაგრის №21 საარჩევნო ოლქი | კაპიტონ დიმიტრის ძე კვარაცხელია |
გაგრის რაიონი — ძველი გაგრის №22 საარჩევნო ოლქი | გრიგოლ პეტრეს ძე პაპასკუა |
გაგრის რაიონი — ახალი გაგრის №23 საარჩევნო ოლქი | პავლე ბესარიონის ძე კვეკვეცია |
გაგრის რაიონი — ახალი გაგრის №24 საარჩევნო ოლქი | მიტროფანე ივანეს ძე სტარცევი |
გაგრის რაიონი — ახალი გაგრის სოფლის №25 საარჩევნო ოლქი | ვარლამ ომარის ძე მარღანია |
გაგრის რაიონი — ალახაძის №26 საარჩევნო ოლქი | დომნა პროკოფის ასული ქვარცხავა |
გაგრის რაიონი — კალდახვარის №27 საარჩევნო ოლქი | თემურ მაჰმედის ძე ქეცბა |
გაგრის რაიონი — ბზიფის №28 საარჩევნო ოლქი | ჟენია ალექსის ასული ჩიხრაძე |
გუდაუთის რაიონი — კალდახვარის №29 საარჩევნო ოლქი | დოროთე კონსტანინეს ძე ჩერქეზია |
გუდაუთის რაიონი — ბლაბურხვის №30 საარჩევნო ოლქი | ნესტორ პაშკის ძე აბჟარბა |
გუდაუთის რაიონი — ახალსოფლის №31 საარჩევნო ოლქი | გალინა მარკოზის ასული კერესელიძე |
გუდაუთის რაიონი — ზვანდრიფშის №32 საარჩევნო ოლქი | ივანე ალექსის ძე მონიავა |
გუდაუთის რაიონი — დურიფშის №33 საარჩევნო ოლქი | მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა |
გუდაუთის რაიონი — ლიხნის №34 საარჩევნო ოლქი | გრიგოლ დავითის ძე პილია |
გუდაუთის რაიონი — კულანურხვის №35 საარჩევნო ოლქი | გიორგი ივლიანეს ძე მერკვილაძე |
გუდაუთის რაიონი — ოქტომბრის №36 საარჩევნო ოლქი | ეკატერინე სტეფანეს ასული საჯაია |
გუდაუთის რაიონი — გუდაუთის №37 საარჩევნო ოლქი | გიორგი პორფილეს ძე ნასიძე |
გუდაუთის რაიონი — აჩანდარის №38 საარჩევნო ოლქი | ალექსი სულთანის ძე გულია |
გუდაუთის რაიონი — აჭანდრის №39 საარჩევნო ოლქი | შურეტა ეზათის ასული ყოლბაია |
გუდაუთის რაიონი — აფხაზური ანუხვის №40 საარჩევნო ოლქი | ხუხუტი სოლომონის ძე ბღაჟბა |
გუდაუთის რაიონი — შავი ზღვის სანაპიროს №41 საარჩევნო ოლქი | პლატონ კინტირიას ძე ნაყოფია |
გუდაუთის რაიონი — ბაკლანოვკის №42 საარჩევნო ოლქი | ნატალია ხარიტონის ასული ოტირბა |
სოხუმის რაიონი — აფხაზური ეშერის №43 საარჩევნო ოლქი | ნუცა მეტოს ასული ლაზბა |
სოხუმის რაიონი — აფხაზური ეშერის №44 საარჩევნო ოლქი | გიორგი სიმონის ძე სემიონოვი |
სოხუმის რაიონი — გუმისთის №45 საარჩევნო ოლქი | იონა კონსტანტინეს ძე გაბისონია |
სოხუმის რაიონი — ლეჩქოფის №46 საარჩევნო ოლქი | გრიგოლ ვლადიმერის ძე ვარდოსანიძე |
სოხუმის რაიონი — თავისუფლების №47 საარჩევნო ოლქი | იასონ იაკობის ძე ზარანდია |
სოხუმის რაიონი — წიტელი ბესლეთის №48 საარჩევნო ოლქი | გიორგი ივანეს ძე ბერულავა |
სოხუმის რაიონი — შრომის №49 საარჩევნო ოლქი | იაკობ ნიკოლოზის ძე ლომია |
სოხუმის რაიონი — ახალშენის №50 საარჩევნო ოლქი | გიორგი ირაკლის ძე ჩოგოვაძე |
სოხუმის რაიონი — კონსტანტინოვკის №51 საარჩევნო ოლქი | ერასტი ალექსანდრეს ძე კობახია |
სოხუმის რაიონი — ოდიშის №52 საარჩევნო ოლქი | ვასილ კონსტანტინეს ძე ბალავაძე |
სოხუმის რაიონი — ახალსოფლის №53 საარჩევნო ოლქი | ბიძინა ნესტორის ძე აბესაძე |
სოხუმის რაიონი — კელასურის №54 საარჩევნო ოლქი | მერი ანტონის ასული ძაძამია |
სოხუმის რაიონი — მერხეულის №55 საარჩევნო ოლქი | ვლადიმერ კონსტანტინეს ძე დგებუაძე |
სოხუმის რაიონი — ოლგინსკის №56 საარჩევნო ოლქი | შალვა ილიას ძე ჯალაღონია |
სოხუმის რაიონი — წებელდის №57 საარჩევნო ოლქი | კონსტანტინე დუტუს ძე კუჭავა |
სოხუმის რაიონი — ამტკელის №58 საარჩევნო ოლქი | დომენტი მანუჩარის ძე ჩაჩავა |
სოხუმის რაიონი — წებელდის №59 საარჩევნო ოლქი | მინუშა იაკობის ასული ახალაია |
სოხუმის რაიონი — ოქტომბრის №60 საარჩევნო ოლქი | სერგო ნოეს ძე სიგუა |
სოხუმის რაიონი — აჯარის №61 საარჩევნო ოლქი | მიტროფანე იონას ძე კუჭავა |
სოხუმის რაიონი — აგუძერის №62 საარჩევნო ოლქი | თამარ ალექსანდრეს ასული თოდუა |
სოხუმის რაიონი — გულრიფშის №63 საარჩევნო ოლქი | ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია |
სოხუმის რაიონი — დრანდის №64 საარჩევნო ოლქი | რაჟდენ კონდრატის ძე ბოხუა |
სოხუმის რაიონი — ბაბუშერის №65 საარჩევნო ოლქი | ოლღა ბეგლარის ასული სართანია |
სოხუმის რაიონი — კოდორის №66 საარჩევნო ოლქი | იოსებ ანდრიას ძე გვილავა |
სოხუმის რაიონი — განახლების №67 საარჩევნო ოლქი | ნინო რაჟდენის ასული კვარაცხელია |
ოჩამჩირის რაიონი — აძუბჯის №68 საარჩევნო ოლქი | ლუბა ვასილის ასული ფიფია |
ოჩამჩირის რაიონი — ახალი კინდღის №69 საარჩევნო ოლქი | მიხეილ კონსტანტინეს ძე დელბა |
ოჩამჩირის რაიონი — ჯგერდის №70 საარჩევნო ოლქი | მაგლონია კუცას ასული ამიჩბა |
ოჩამჩირის რაიონი — კვიტაულის №71 საარჩევნო ოლქი | ანდრია ნესტორის ძე ლოგუა |
ოჩამჩირის რაიონი — კვიტოულის №72 საარჩევნო ოლქი | დიმიტრი იოსების ძე გულია |
ოჩამჩირის რაიონი — მოქვის №73 საარჩევნო ოლქი | ეკატერინე ტაგუს ასული ქარაია |
ოჩამჩირის რაიონი — ჭილოვის №74 საარჩევნო ოლქი | ილარიონ კადირის ძე კაკალია |
ოჩამჩირის რაიონი — გუფის №75 საარჩევნო ოლქი | დავით ნესტორის ძე ჩხეიძე |
ოჩამჩირის რაიონი — ბესლახუბის №76 საარჩევნო ოლქი | თათუშა შკვაკის ასული ბობუა |
ოჩამჩირის რაიონი — ტყვარჩელის №77 საარჩევნო ოლქი | კონსტანტინე იაკობის ძე არშბა |
ოჩამჩირის რაიონი — რეკის №78 საარჩევნო ოლქი | ივანე კონსტანტინეს ძე ტანია |
ოჩამჩირის რაიონი — პირველი ბედიის №79 საარჩევნო ოლქი | ნიაზბეი მუსტაფას ძე ხონელია |
ოჩამჩირის რაიონი — აგუბედიის №80 საარჩევნო ოლქი | ვასილ ნიკოლოზის ძე ოტირბა |
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის პირველ საქალაქოს №81 საარჩევნო ოლქი | არქიპო გუჯის ძე არშბა |
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის ოქტომბრის №82 საარჩევნო ოლქი | ნიკოლოზ თეოფანეს ძე გვილავა |
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის რუსთავლის №83 საარჩევნო ოლქი | ბაბუცა სიკოს ასული კვეკვესკირი |
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის მეოტხე საქალაქოს №84 საარჩევნო ოლქი | ნიკოლოზ დიმიტრის ძე ხუნტუა |
ოჩამჩირის რაიონი — აკარმარის №85 საარჩევნო ოლქი | ანასტასია ვასილის ასული გუსევა |
ოჩამჩირის რაიონი — მარჯვენა სანაპიროს №86 საარჩევნო ოლქი | კონსტანტინე ნესტორის ძე ჩაგუნავა |
ოჩამჩირის რაიონი — მარცხენა სანაპიროს №87 საარჩევნო ოლქი | შალვა ლევანის ძე გარდაფხაძე |
გალის რაიონი — წარჩის №88 საარჩევნო ოლქი | ეკატერინე ნესტორს ასული ჭითანავა |
გალის რაიონი — აჩიგვარის პირველი №89 საარჩევნო ოლქი | ნიკიფორე ნაუს ძე აბლოთია |
გალის რაიონი — აჩიგვარის №90 საარჩევნო ოლქი | სონია ჯოტოს ასული გოგოხია |
გალის რაიონი — ოქუმის №91 საარჩევნო ოლქი | ჩოკოლი ნოჩოს ძე ქვაჩახია |
გალის რაიონი — მუხურის №92 საარჩევნო ოლქი | თამარ ბიციას ასული კაკავა |
გალის რაიონი — ცხირი-გალის №93 საარჩევნო ოლქი | ბესარიონ ანდრიას ძე მამულია |
გალის რაიონი — გალის საქალაქო №94 საარჩევნო ოლქი | მიხეილ სისოს ძე ცატავა |
გალის რაიონი — რეჩხოცხირის №95 საარჩევნო ოლქი | ივანე ერასტის ძე შარია |
გალის რაიონი — ოტობაიის №96 საარჩევნო ოლქი | ვენერა ვლადიმერის ასული ჭანია |
გალის რაიონი — ფიჩორის №97 საარჩევნო ოლქი | ალექსანდრე მალაქიას ძე გაბუნია |
გალის რაიონი — ბარღების №98 საარჩევნო ოლქი | ვლადიმერ ახლუს ძე გოგოხია |
გალის რაიონი — რეფი-შეშელეთის №99 საარჩევნო ოლქი | ალექსანდრე იორდანეს ძე მირცხულავა |
გალის რაიონი — თაგელონის №100 საარჩევნო ოლქი | შალვა ილარიონის ძე ბოკუჩავა |
გალის რაიონი — ჭუბურხინჯის №101 საარჩევნო ოლქი | ივანე ნიკოლოზის ძე ტუსკაძე |
გალის რაიონი — ბარღების №102 საარჩევნო ოლქი | ლავრენტი ხვიჩას ძე ქურსუა |
გალის რაიონი — საბერიოს №103 საარჩევნო ოლქი | ელენე უშანგის ასული ღურცკაია |
გალის რაიონი — რეჩხი-ცხირის №104 საარჩევნო ოლქი | სერგო ყაისარის ძე მათითაშვილი |
არჩევნები 9 თებერვალს დილის 6 საათიდან საღამოს 12 საათამდე გრძელდებოდა. აფხაზეთის ასსრ-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით ურნებთან გამოცხადდა ამომრჩეველთა 99,98%-მა. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესის აბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მ. დელბას სიტყვებით საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 195 356 ამომრჩევლიდან მონაწილეობა მიიღო 195 314-მა კაცმა. სტალინური ბლოკის კანდიდატებს ხმა მისცა 194 814 კაცმა (99,74%).
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის კონსტიტუციის 36-ე მუხლის საფუძველზე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია მოიწვია 1947 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები (1947), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.