1938 აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი (უზენაესი) საბჭოს 1938 წლის არჩევნები — აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელიც გაიმართა 1938 წლის 12 ივნისს.

კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. აფხაზეთის ასსრ-ის პირველი მოწვევის პირველი სესია შედგა 1938 წლის 12 ივლისს ქალაქ სოხუმში.

ისტორია

1938 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის პრეზიდიუმის დადგენილებით, 28 თებერვალს მოწვეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის ცაკის VI სესია, რომელზედაც განხილულ იქნა პროექტი „დებულებისა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაეს საბჭოში არჩევნების შესახებ“ (მომხსენებელი პ. ი. კიკორია). სესიაზე განხილული პროექტი (შედგებოდა 8 თავისა და 101 მუხლისაგან), დამტკიცებული იქნა აფხაზეთის ასსრ-ის ცაკ-ის დადგენილებით.

11 აპრილს აფხაზეთის ასსრ-ის ცაკ-ის პრეზიდიუმის დადგენილებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 1938 წლის 12 ივნისს. იმავე დადგენილებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისად გამოცხადდა 1938 წლის 12 აპრილი.

„აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 34 და 35 მუხლების საფუძველზე — აფხაზეთის ასსრ-ის ცაკ-მა დაადგინა: დამტკიცებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — კალისტრატე მალაქიას ძე დგებუაძე (იმავდროულად ქ. სოხუმის №12 პირველი მაისის საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი);
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი — ილარიონ სამსონის ძე ადამია;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები:
  1. ბროლისა პავლეს ასული ქარდავა,
  2. კანტა ხალილის ძე ქეცბა,
  3. მიხეილ ბახვას ძე უბილავა,
  4. დიმიტრი იოსების ძე გულია,
  5. ალექსი რომანის ძე ფედორენკო,
  6. ფატიმა მუსოს ასული ჯენია,
  7. ანდრონიკ გალუსტის ძე კერსელიანი,
  8. ეკატერინე ლეონიდეს ასული შევალიე,
  9. დანიელ პავლეს ძე სნეგირევი,
  10. ირაკლი დიმიტრის ძე ახალაია.

აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 22 მუხლის და „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 22, 23 და 24 მუხლების საფუძველზე, საქართველოს სსრ-ის ცაკ-მა 11 აპრილს დაადგინა შექმნილიყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 104 საარჩევნო ოლქი:

საარჩევნო უბანი დეპუტატობის კანდიდატები
ქ. სოხუმის №1 სტალინის საარჩევნო ოლქი პავლე პეტრეს ძე კარბა
ქ. სოხუმის №2 მოლოტოვის საარჩევნო ოლქი ანდრია მაქსიმეს ძე ჭოჭუა
ქ. სოხუმის №3 კაგანოვიჩის საარჩევნო ოლქი კირილე გიორგის ძე ბეჭვაია
ქ. სოხუმის №4 ვოროშილოვის საარჩევნო ოლქი ალექსანდრე ილარიონის ძე დარსაველიძე
ქ. სოხუმის №5 ბერიას საარჩევნო ოლქი ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია
ქ. სოხუმის №6 ცხაკაიას საარჩევნო ოლქი ევდოკია ვასილის ასული ატროშნა
ქ. სოხუმის №7 კიროვის საარჩევნო ოლქი მელიტონ იოსების ძე ჯღარკავა
ქ. სოხუმის №8 ორჯონიკიძის საარჩევნო ოლქი შამილ ხურშუტის ძე ავიძბა
ქ. სოხუმის №9 კუიბიშევის საარჩევნო ოლქი იასონ მაქსიმეს ძე დარსანია
ქ. სოხუმის №10 წითელი ფლოტის საარჩევნო ოლქი ირაკლი დიმიტრის ძე ახალხაია
ქ. სოხუმის №11 კომკავშირული საარჩევნო ოლქი ნიკოლოზ გიორგის ძე სტროევონსი
ქ. სოხუმის №12 პირველი მაისის საარჩევნო ოლქი კალისტრატე მალაქიას ძე დგებუაძე
ქ. სოხუმის №13 ჩელუსკინის საარჩევნო ოლქი გრიგოლ ალექსის ძე ფაჩულია
ქ. სოხუმის №14 შავი ზღვის საარჩევნო ოლქი ივანე ივანეს ძე ვერევკა
გაგრის რაიონი — სალმენის №15 საარჩევნო ოლქი იასონ იაკობის ძე ზარდანია
გაგრის რაიონი — მეხადირის №16 საარჩევნო ოლქი თამარ რუბენის ასული ავჯიანი
გაგრის რაიონი — ერმოლოვკის №17 საარჩევნო ოლქი ვასილ პახვალას ძე კალანდია
გაგრის რაიონი — პილენკოვოს №18 საარჩევნო ოლქი ალექსანდრე კირილეს ძე გიორგობიანი
გაგრის რაიონი — ხოლოდნორეჩენსკის №19 საარჩევნო ოლქი ამაიაკ ზახარის ძე კობულოვი
გაგრის რაიონი — ხრისტოფოროვოს №20 საარჩევნო ოლქი კარეკინ არუთინის ძე ბასტანჯიანი
გაგრის რაიონი — ძველი გაგრის №21 საარჩევნო ოლქი ნატალია მიხეილის ასული არეხოვსკაია
გაგრის რაიონი — გაგრიფშის №22 საარჩევნო ოლქი გრიგოლ პეტრეს ძე პაპასქუა
გაგრის რაიონი — წირხვის №23 საარჩევნო ოლქი პავლე ბესარიონის ძე კვეკვეცია
გაგრის რაიონი — ახალი გაგრის №24 საარჩევნო ოლქი ანატოლი ნიკოლოზის ძე ლუკოვკინი
გაგრის რაიონი — ახალი გაგრის სოფლის №25 საარჩევნო ოლქი მიტროფანე ივანეს ძე სტარცევი
გაგრის რაიონი — კოლხიდის №26 საარჩევნო ოლქი მიხეილ ტიტოს ძე წკიპურიშვილი
გაგრის რაიონი — კალდახვარის №27 საარჩევნო ოლქი ვიქტორ კიმოთეს ძე ბჟანია
გაგრის რაიონი — ალახაძის №28 საარჩევნო ოლქი ოლიფანტე გენოზის ძე ჭანტურია
გუდაუთის რაიონი — კავაკლუკის №29 საარჩევნო ოლქი გრიგოლ აკიმის ძე ბეჟანოვი
გუდაუთის რაიონი — ბლაბურხვის №30 საარჩევნო ოლქი სიმონ ალექსის ძე მუქბა
გუდაუთის რაიონი — ოთხარის №31 საარჩევნო ოლქი ნიკოლოზ ერასტოს ძე გერია
გუდაუთის რაიონი — ზვანდრიფშის №32 საარჩევნო ოლქი ტატიანა იოსების ასული კუკბაია
გუდაუთის რაიონი — დურიფშის №33 საარჩევნო ოლქი მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა
გუდაუთის რაიონი — ლიხნის №34 საარჩევნო ოლქი ოლღა დავითის ასული მახარია
გუდაუთის რაიონი — კულანურხვის №35 საარჩევნო ოლქი სნატი ჩაგოს ძე ზუხბა
გუდაუთის რაიონი — ოქტომბრის №36 საარჩევნო ოლქი ხეფშ კუკოს ასული აიბა
გუდაუთის რაიონი — გუდაუთის №37 საარჩევნო ოლქი შაიბ ჯიგირის ძე საქანია
გუდაუთის რაიონი — აჩანდარის №38 საარჩევნო ოლქი ხაკი დემევის ძე ხაკბა
გუდაუთის რაიონი — აფხაზური ანუხვას №39 საარჩევნო ოლქი ხოხუტი სოლომონის ძე ბგაჟბა
გუდაუთის რაიონი — ფსირცხის №40 საარჩევნო ოლქი გიორგი თედორეს ძე ძიძარია
გუდაუთის რაიონი — შავი ზღვის სანაპიროს №41 საარჩევნო ოლქი სიმონ მიხეილის ძე ჭოლოკავა
გუდაუთის რაიონი — ბაკლანოვკის №42 საარჩევნო ოლქი ტარასი თეიმურაზის ძე ანთია
სოხუმის რაიონი — ზემო ეშერის №43 საარჩევნო ოლქი რიზაბეი კიჭის ძე გულია
სოხუმის რაიონი — აფხაზური ეშერის №44 საარჩევნო ოლქი გერასიმე თედორეს ძე ხვიჩია
სოხუმის რაიონი — გუმისთის №45 საარჩევნო ოლქი ძაგიკ ამბარცუმის ასული ბოჯოლიანი
სოხუმის რაიონი — თავისუფლების №46 საარჩევნო ოლქი კონსტანტინე სიმონის ძე ცეკვავა
სოხუმის რაიონი — სოხუმის სოფლის №47 საარჩევნო ოლქი დომენტი ვლადიმერის ძე ალასანია
სოხუმის რაიონი — ბეშყარდაშის №48 საარჩევნო ოლქი სპირიდონ ალექსის ძე ესებუა
სოხუმის რაიონი — მიხაილოვკის №49 საარჩევნო ოლქი კონსტანტინე დიმიტრის ძე იასონოვი
სოხუმის რაიონი — ანდრეევკის №50 საარჩევნო ოლქი ილია სპირიდონის ძე კარპოვი
სოხუმის რაიონი — კონსტანტინოვკის №51 საარჩევნო ოლქი თამარ ელიზბარის ასული ქუჩულორია
სოხუმის რაიონი — ეკატერინოვკის №52 საარჩევნო ოლქი შალვა თეიმურაზის ძე გოგია
სოხუმის რაიონი — ვოლოდაროვკის №53 საარჩევნო ოლქი ნინა ჯამუს ასული ბერულავა
სოხუმის რაიონი — კელასურის №54 საარჩევნო ოლქი დარეჯან ივლიანეს ასული ურუშაძე
სოხუმის რაიონი — მერხეულის №55 საარჩევნო ოლქი ვერა ნიკოლოზის ასული კვარაცხელია
სოხუმის რაიონი — ოლგინსკის №56 საარჩევნო ოლქი ალექსანდრე ილარიონის ძე გუგუჩია
სოხუმის რაიონი — წებელდის №57 საარჩევნო ოლქი გედევან ეფრემის ძე ხაჩატურიანი
სოხუმის რაიონი — ამტკელის №58 საარჩევნო ოლქი პეტრე ივანეს ძე სიდოროვი
სოხუმის რაიონი — აზანთის №59 საარჩევნო ოლქი რიხარდი კარლოს ძე ლაცისი
სოხუმის რაიონი — ლათის №60 საარჩევნო ოლქი კონსტანტინე დუტუს ძე კუჭავა
სოხუმის რაიონი — აჯარის №61 საარჩევნო ოლქი ალექსანდრე ქვათას ძე ბერია
სოხუმის რაიონი — გულრიფშის №62 საარჩევნო ოლქი ბარბარე ზოსიმეს ასული კაკაჩია
სოხუმის რაიონი — ილიჩის №63 საარჩევნო ოლქი პლატონ ივანეს ძე კიკორია
სოხუმის რაიონი — დრანდის №64 საარჩევნო ოლქი ლიდია იოსების ასული ლაშხია
სოხუმის რაიონი — ბაბუშერის №65 საარჩევნო ოლქი ოლღა ბეგლარის ასული სართანია
სოხუმის რაიონი — ვლადიმერსკის №66 საარჩევნო ოლქი ვლადიმერ თედორეს ძე კორვიაკოვი
სოხუმის რაიონი — ანასტასიევკის №67 საარჩევნო ოლქი გიორგი დიმიტრის ძე კვარაცხელია
ოჩამჩირის რაიონი — აძუბჯის №68 საარჩევნო ოლქი თემურ ჭიჭის ძე ბგანბა
ოჩამჩირის რაიონი — აფხაზური ათარის №69 საარჩევნო ოლქი პლატონ სიმონის ძე ჭკადუა
ოჩამჩირის რაიონი — ტამიშის №70 საარჩევნო ოლქი სოფიო მოსეს ასული ბადია
ოჩამჩირის რაიონი — კვიტაულის №71 საარჩევნო ოლქი დიმიტრი იოსების ძე გულია
ოჩამჩირის რაიონი — ჯგერდის №72 საარჩევნო ოლქი ლუკა ივანეს ძე ამიჩბა
ოჩამჩირის რაიონი — კოჩარის №73 საარჩევნო ოლქი პარასკევა სილოვანის ასული გრიგოლია
ოჩამჩირის რაიონი — მოქვის №74 საარჩევნო ოლქი მიხეილ კონსტანტინეს ძე დელბა
ოჩამჩირის რაიონი — გუფის №75 საარჩევნო ოლქი ილარიონი ნარიქის ძე ბჟანია
ოჩამჩირის რაიონი — ჭილოუს №76 საარჩევნო ოლქი მარიამ სიმონის ასული აგუმავა
ოჩამჩირის რაიონი — ტყვარჩელის №77 საარჩევნო ოლქი რომანოზი ბესოს ძე გოგოხია
ოჩამჩირის რაიონი — ფოქვეშის №78 საარჩევნო ოლქი თათუშა შკოკოს ასული ბობუა
ოჩამჩირის რაიონი — პირველი ბედიის №79 საარჩევნო ოლქი პლატონ გრიგოლის ძე აფშილავა
ოჩამჩირის რაიონი — აგუბედიის №80 საარჩევნო ოლქი ივანე კონსტანტინეს ძე ტანია
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის პირველ საქალაქოს №81 საარჩევნო ოლქი სიმონი გიორგის ძე ზაკიანი
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის მეორე საქალაქოს №82 საარჩევნო ოლქი მეჯით ჭუას ძე ბუტბა
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის მესამე საქალაქოს №83 საარჩევნო ოლქი ბაბუცა სიკოს ასული კვეკვესკირი
ოჩამჩირის რაიონი — ოჩამჩირის მეოტხე საქალაქოს №84 საარჩევნო ოლქი ირაკლი გიორგის ძე თოდუა
ოჩამჩირის რაიონი — აკარმარის №85 საარჩევნო ოლქი დავით ბორისის ძე აშხაცავა
ოჩამჩირის რაიონი — მარჯვენა სანაპიროს №86 საარჩევნო ოლქი დიმიტრი ანდრიას ძე სამოხინი
ოჩამჩირის რაიონი — მარცხენა სანაპიროს №87 საარჩევნო ოლქი დავით ნესტორის ძე ჩხეიძე
გალის რაიონი — აჩიგვარის №88 საარჩევნო ოლქი ეკატერინე მაქსიმეს ასული კალინიჩენკო
გალის რაიონი — გუდავის №89 საარჩევნო ოლქი ივლიანე ნარიქის ძე ციკოლია
გალის რაიონი — წარჩის №90 საარჩევნო ოლქი ანეტა საკუტის ასული ჩერქეზია
გალის რაიონი — ოქუმის №91 საარჩევნო ოლქი ჩოკოლი ნოჩოს ძე ქვაჩახია
გალის რაიონი — რეფოშეშელეთის №92 საარჩევნო ოლქი ავქსენტი ნარიქის ძე რაფავა
გალის რაიონი — პირველი გალის №93 საარჩევნო ოლქი ლუკა ტირკვას ძე აბაშია
გალის რაიონი — გალის საქალაქო №94 საარჩევნო ოლქი ნესტორ ასალოს ძე გიორგაძე
გალის რაიონი — რეჩხოცხირის №95 საარჩევნო ოლქი გრიგოლ კაჟნას ძე გამსახურდია
გალის რაიონი — ჭუბურისხინჯის №96 საარჩევნო ოლქი ნადია ტაგუს ასული აბლოთია
გალის რაიონი — დიხაზურგის №97 საარჩევნო ოლქი ლავრენტი ხვიჩას ძე ქურსუა
გალის რაიონი — საბერიოს №98 საარჩევნო ოლქი შალვა ანდრიას ძე ბაგათელია
გალის რაიონი — ცხირო-გალის №99 საარჩევნო ოლქი კასიანე ლუკას ძე ჩეხერია
გალის რაიონი — თაგელონის №100 საარჩევნო ოლქი ტერეზია მიხეილის ასული აქუბარდია
გალის რაიონი — ნაბაკევის №101 საარჩევნო ოლქი ვარლამ კიჭის ძე ქეცბაია
გალის რაიონი — ბარღების №102 საარჩევნო ოლქი ნინუცა სტეფანეს ასული შამუგია
გალის რაიონი — ოტობაიის №103 საარჩევნო ოლქი ვლადიმერ იაკობის ძე შონია
გალის რაიონი — გაგიდის №104 საარჩევნო ოლქი ვლადიმერ ვასილის ძე კოხოძე

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე თითოეულ საარჩევნო ოლქში მარტო ერთი ადამიანი იყრიდა კენჭს. რადგანაც არავითარი კონკურენცია არ არსებობდა, შესაბამისად აბსოლუტურად ყველა მათგანი გახდა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც და ზოგი წევრიც დეპუტატობის კანდიდატები იყვნენ. შემდგომში დეპუტატებისგან დააკომპლექტებენ მინისტრთა საბჭოსაც.

როგორც სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატმა ა. ი. გუგუჩავამ უმაღლესი საბჭოს პირველ სესიაზე თავის მოხსენებაში განაცხადა, „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნები ყველა 104 საარჩევნო ოლქში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციისა და „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ საფუძველზე და მასთან სრული შეფარდებით. არ არის არავითარი საფუძელი არჩევნების გაუქმებისათვის, რომელსავე საარჩევნო ოლქში, აგრეთვე არავითარი საჩივარი და განცხადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების თაობაზე.

აღნიშნულის საფუძველზე აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიამ სცნო ყველა საარჩევნო ოლქში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატთა მანდატები, რომელთა სია გამოქვეყნებული იყო გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთსა“ და „აფსნი ყაფშში“ 1938 წლის 15 ივნისს, ხოლო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა დასრულებულად გამოაცხადა“.

აფხაზეთის ასსრ-ის ცაკ-ის პრეზიდიუმმა აფხაზეთის კონსტიტუციის 36-ე მუხლის საფუძველზე, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია მოიწვია 1938 წლის 12 ივლისს ქალაქ სოხუმში.

ლიტერატურა

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №107 (205), 12 მაისი, 1938 — გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №112 (210), 18 მაისი, 1938

სქოლიო

Tags:

1938აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოსოხუმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცვალებადობათა ფორმებიმსოფლიოს შვიდი საოცრებაენდომეტრიოზიმასტურბაციათერგდალეულებიქართული დამწერლობაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიატმოსფეროპირველი ჯვაროსნული ლაშქრობაილია თოფურიამთავარი გვერდიზმნააღა-მაჰმად-ხანიბუნებრივი რესურსებიაშშ-ის ისტორიააბას I (ირანი)სომხური სამოციქულო ეკლესიაკურდღელიკვლიავიბაგრატიონებირუსეთიბახტრიონი (პოემა)დავით სარაჯიშვილიმამის დღესაკუთარი და საზოგადო სახელებილუი XIVარტერიალადო ასათიანიჩრდილოეთი კორეარელიეფიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშისამკურნალო მცენარეებიმჟავური წვიმაბერძენ-სპარსელთა ომებიაგათა კრისტიუკრაინაზედსართავი სახელიკეთილშობილი ირემიშავი ჭირიბაბილონის დაკიდებული ბაღებიმუსიკაინგლისის რევოლუციადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიპუნიკური ომებიავოკადოაპენდიციტითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისისხლიქართული სამზარეულოთბილისის ისტორიაალპებიხარება და გოგიამიკროორგანიზმებიოსმალეთის იმპერიის ისტორიასაქართველოს გეოგრაფიამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითგიორგი V ბრწყინვალეატომიგასტრიტინაძვიქართული ფილმების სიანივთიერებათა ნარევითბილისისტუმარ-მასპინძელისაქართველო XV საუკუნეშიგიორგი III (საქართველოს მეფე)რენე დეკარტიპლანეტაკავკასიაპოლონეთითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიკონტინენტიალტრუიზმისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამიხეილ სააკაშვილითამბაქორუსეთ-საქართველოს ომი (1921)ალეგორია🡆 More