აფშილეთი

აფშილეთი, აფსილეთი — აფშილებით დასახლებული ტერიტორია ისტორიულ კოლხეთში.

თავდაპირველად ფლავიუს არიანეს (II საუკუნე) ცნობით, მოიცავდა ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტს მდინარე ღალიძგის ჩრდილოეთით მდინარე კოდორამდე. წარმოადგენდა რომის ვასალურ პატარა სამთავროს. IV საუკუნისთვის სამხრეთიდან ლაზების (ეგრების) მოწოლის შედეგად უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლა კოდორს გადაღმა და, როგორც ქართული წყაროებიდან (ჯუანშერი) ჩანს , ქ. ცხუმი (სოხუმი) უკვე მის მიწა-წყალზე ივარაუდება. IV-VI საუკუნეებში აფშილეთი ლაზიკის (ეგრისის) სამეფოში შედიოდა როგორც მისი ქვეშევრდომი სამთავრო. მისი მთავარი ლაზების მეფეს ხარკს უხდიდა და ჯარითაც უნდა დახმარებოდა. VII საუკუნის I ნახევარში ბიზანტიის ხელისუფლებამ მისი დასავლეთი ნაწილი აბაზგიასთან გააერთიანა და აფშილეთმა დამოუკიდებელი სამთავროს სტატუსი დაკარგა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი (მდინარე კოდორის სამხრეთით) ეგრისს შეერწყა. VII საუკუნიდან ბიზანტიის მწელებისათვის აფშილეთი გაიგივებული იყო აბაზგიის პოლიტიკურ ცნებასთან, ხოლო VIII საუკუნიდან ქართულ წყაროებში — ტერმინ „აფხაზეთთან“.

აფშილეთი
ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების მხარეები აფხაზეთში:
1. მთიანი აფხაზეთი (ძირითადი აფხაზეთი)
2. ზღვისპირა აფხაზეთი (ძვ. სამხრეთი ჰენიოხეთი)
3. შიდა ჰენიოხეთი (სანიგეთი)
4. ჯიქეთი (ძვ. ჩრდილო ჰენიოხეთი)
5. აბსილეთი (ძვ. კორახეთი)
6. მისიმიანეთი (ძვ. კოლაეთი)
7. აფხაზეთისა და ეგრისის სანაპირო მხარე „შუა სოფელი“

წყარო

  • არიანე ფლავიუს, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. ნ. კეჭაღმაძის გამოც., თბ., 1961;
  • პროკოპი კესარიელი, De bello gothico. წგნ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. , ტ. 2, თბ., 1965

ლიტერატურა

  • ანჩაბაძე ზ., ქსე, ტ. 2, გვ. 28, თბ., 1977
  • ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1,გვ. 248, თბ., 1997

Tags:

აფშილებიმდინარეოჩამჩირის მუნიციპალიტეტიფლავიუს არიანეღალიძგა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შველიგარემოს დაბინძურებასაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაერეკლე IIცივი ომიკონსტანტინე გამსახურდიაგიორგი XIრუსეთის იმპერიანაღვლის ბუშტიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაიუპიტერისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრიმტირალას ეროვნული პარკიოქტავიანე ავგუსტუსიღვიძლიფაშიზმიგეორგიევსკის ტრაქტატიეგზისტენციალიზმისატაცურიაღა-მაჰმად-ხანიენდომეტრიოზითბილისის ისტორიამელაკომუნიზმილანდშაფტიმედუზებიგიორგი I (საქართველოს მეფე)რუმინეთიმთავარი გვერდისაფრანგეთის ქალაქებიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაEuropebetშავი ზღვის თევზების სიასქესობრივი აქტიწითელააფხაზეთილიონელ მესისაქართველოს ფრინველთა სიადაღესტანიასურეთი1924 წლის აგვისტოს აჯანყებასერგო ორჯონიკიძეფემინიზმიდავით კაჭარავაწყალდიდობაინფექციური დაავადებებიელენე ხოშტარიათბილისის ბოტანიკური ბაღისიზმარინატრიუმისოკოებივლადიმერ ლენინიკილოგრამიბახტრიონის ბრძოლააკაკი წერეთელისიმბოლიზმიგიორგი IV ლაშანიადაგიმაიმუნებიალეგორიარიონისოლომონ Iპოლიმერებიგეოპოლიტიკაეთიოპიაალექსანდრე მაკედონელისაქართველოს ოქროს ხანალინა მედინაკონსერვატიზმიბოლშევიკებიცხელი ძაღლიდეციმეტრიიტალიაგოგირდიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმანიფესტიდისკრიმინაციააღმოსავლეთი საქართველო🡆 More