აუტიზმი

აუტიზმი — ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა.

აუტიზმი — ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. ინდივიდი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობაა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა.[1]

აუტიზმი
Autism-stacking-cans 2nd edit.jpg
დარგი ფსიქიატრია, ფსიქოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 F84.0
ICD-9 299.00
OMIM 209850
MedlinePlus 001526
Patient UK აუტიზმი

აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევენ მთელი ცხოვრების მანძილზე. 18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს. მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.[2]

გამოხატვის ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა. ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ დარღვევებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან სწავლის უნარის დაქვეითებასთან. აუტისტ ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის და წამლების გარეშე.[2]

აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია: პირველი ნიშანი — სოციალური ურთიერთობების შემცირება ან ხარისხობრივი გაუარესება; სპეციფიკური მეტყველებითი პრობლემები (შეიძლება სიტყვათა მარაგი არც იყოს მცირე, მაგრამ მეორე ადამიანთან ურთიერთობა მაინც შეუძლებელი ხდება); მესამე — გამეორებადობა, სიახლისადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება.[3]

სქოლიო

This article uses material from the Wikipedia ქართული article აუტიზმი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მთავარი გვერდიОдноклассники.ruსისონა დარჩიასულთმოფენობაჩუტყვავილაქვეყნების სიასაქართველოდავით IV აღმაშენებელიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღექუნთრუშამეორე მსოფლიო ომითამარ მეფეგრიგოლ რასპუტინითბილისისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეწმინდა ნინოვახტანგ I გორგასალიხვიჩა კვარაცხელიაერეკლე IIჯუმბერ ლეჟავადედამიწაპირველი მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძექართული დამწერლობავაჟა-ფშაველანუცა კუხიანიძევეფხისტყაოსანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიკლუბი 27სოსო ჯაჭვლიანინინოობაფირალიმოციქულთასწორი ელენეიოსებ სტალინისვეტიცხოველიდიდგორის ბრძოლაკარლეს პუჩდემონიუფლისციხეკავკასიაგელათის მონასტერიმსოფლიოს შვიდი საოცრებაფარნავაზ Iამერიკის შეერთებული შტატებიიტალიაიაკობ გოგებაშვილიბათუმირაბათის ციხებაგრატ III (საქართველოს მეფე)2 ივნისიისლამისაქართველოს ისტორიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითბახტრიონი (პოემა)ევროპააკაკი წერეთელივარძიაგალაკტიონ ტაბიძექუთაისისაქართველოს გეოგრაფიაგერმანიაალუდა ქეთელაურიევროკავშირიზურაბ საკანდელიძეკვიპროსინიკო ფიროსმანირუსეთიკალათბურთისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკახეთიავსტრალიათურქეთიბიზანტიის იმპერიადავით გურამიშვილისაფრანგეთის რევოლუციასტუმარ-მასპინძელითორნიკე ერისთავი9 აპრილის ტრაგედია🡆 More